2020 წლის 25 სექტემბერს პროგრამა EU4Digital აწყობს რეგიონულ სემინარს კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავების შესახებ მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის.
სემინარის ამოცანა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოპოვება სამსახურეობრივი ფუნქციების ოთხი პროფილის, და ამ პროფილების მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის საჭიროებებთან სავალდებულო მისადაგების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ასევე მომდევნო ნაბიჯების განხილვა ციფრული კომპეტენციების საერთო ჩარჩოს შემუშავების და მისადაგების თაობაზე.
ამჟამად პროგრამა EU4Digital მუშაობს კომპეტენციების ჩარჩოზე, რომელიც დაეხმარება ციფრული კომპეტენციების საერთო ენის შემოღებას და ხელს შეუწყობს კარიერის განვითარებას და სასწავლო გეგმების შემუშავებას. კომპეტენციების ჩარჩო სამი ელემენტისგან შედგება:
- მეთოდოლოგია, რომელიც აღწერს კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავების მეთოდებს, პროცესს და ამოცანებს.
- კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების სახელმძღვანელო რეკომენდაციები მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- სამსახურეობრივი ფუნქციების შერჩეული პროფილები, რომლებიც მოიცავს ძირითად კომპეტენციებს და უნარებს კონკრეტული სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად მცირე და საშუალო საწარმოებსა და მიკრობიზნესში, რაც შერჩეულია ციფრული უნარების ქსელის მიერ.
სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილები შემუშავებულია კომპეტენციების ჩარჩოს ფარგლებში და ის მხარს დაუჭერს ახალი უნარების ათვისებას და არსებული უნარების გაუმჯობესებას მცირე და საშუალო საწარმოების და მიკროსაწარმოების პერსონალის მიერ, რაც მათ საშუალებას მისცემს შეასრულონ ციფრული ფუნქციები საერთაშორისო ციფრული კომპეტენციების სტანდარტის შესაბამისად. სამსახურეობრივი მოვალეობების პროფილები შეიძლება შემდგომშიც იყოს გამოყენებული დასაქმების რეკლამისთვის, დასაქმებულთა საქმიანობის მაჩვენებლების და პროფესიული ამოცანების შიდა დოკუმენტაციის შესამუშავებლად, ასევე კონკრეტული სასწავლო გეგმების შესამუშავებლად დასაქმებულთა საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოს კონკრეტულ სფეროებში. სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილები, რომლებიც შემუშავდება ციფრული უნარების ქსელის რეკომენდაციით, ქვემოთ არის ჩამოთვლილი:
- ციფრული ტრანსფორმაციის ფუნქცია;
- მონაცემთა სპეციალისტის ფუნქცია;
- ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია;
- ციფრული განათლების სპეციალისტის ფუნქცია.
პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზაციას და პოლიტიკის დამსახველებისა და ტრენინგის პროვაიდერების სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებში ევროკავშირის პრაქტიკის გავრცელების მიზნით.