ბლოკჩეინის ზრდის სტიმულაცია: აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტების სამდღიანი ქსელური ღონისძიება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებზე

  • თარიღი: 06/12/19
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის 20 ექსპერტი სამი დღის განმავლობაში  მონაწილეობდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელურ ღონისძიებაში ბლოკჩეინის საკითხების განსახილველად, რომელიც 11-13 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩატარდა.

ქსელური ღონისძიება, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკჩეინთან დაკავშირებული სტარტეპები და სქეილაპები, ბიზნეს-ასოციაციები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, ჩატარდა ღონისძიების კონვერგენცია – ბლოკჩეინების მსოფლიო კონგრესი 2019 პარალელურად. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტებთან  ერთად ქსელურ ღონისძიებას დაესწრო ორი ექსპერტი ევროკაშირის ორგანიზაციებიდან.

შეხვედრამ საშუალება მისცა მონაწილეებს უკეთ გაცნობოდნენ სიტუაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სხვა ქვეყნებში და დაემყარებინათ კონტაქტები პროფესიონალებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირიდან.

„ეს ღონისძიება კარგი საშუალება იყო ინფორმაციის მისაღებად არსებული მდგომარეობის შესახებ ბლოკჩეინის რეგულაციებთან, სტანდარტიზაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში; ასევე იმ უპირატესობების და ეფექტიანობის შესახებ, რომელთა შეთავაზება შეუძლია ბლოკჩეინის ტექნოლოგიას სხვადასხვა სახის ბიზნესის და მთავრობებისთვის“, აღნიშნა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი კუშკამ. „ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობა ამ საკითხზე საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს საუკეთესო მაგალითების შესწავლა და რეგულაციების გადატანა, სარგებლობის მიღება საგანმანათლებლო და საწარმოო პროექტებიდან, და ბლოკჩეინის საზოგადოების ზრდის სტიმულირება ჩვენს ქვეყანაში“, დასძინა მან.

13 ნოემბერს ბლოკჩეინის მთავარ მსოფლიო კონგრესზე გაიმართა პანელური დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საკითხზე – „ციფრული ინოვაციები, ბლოკჩეინი და სქეილაპები განვითარებად ბაზრებზე“. ამ დისკუსიის საშუალებით პროგრამამ EU4Digital კონვერგენციის კონგრესის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონის შესახებ (იხ. პრეზენტაცია).

ერთობლივი სამუშაო დაეხმარა მონაწილეებს უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის და ჩამოეყალიბებინათ ნდობა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თანამშრომლობას. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ დაამყარეს კონტაქტები პროფესიონალებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან – საშუალოდ 12 კონტაქტი ერთ დელეგატზე, სულ – დაახლოებით 240 კავშირი; ასევე კონტაქტები ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან – საშუალოდ 10 კონტაქტი ერთ დელეგატზე, სულ – დაახლოებით 20 კავშირი.

ღონისძიების განმავლობაში პროგრამამ EU4Digital შეძლო ევროკავშირში ბლოკჩეინის  საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსების და ორგანიზაციების ყურადღების მიყრობა,

რომელთა შორის არიან ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის დირექტორი, ევროპული ბლოკჩეინის პარტნიორობის პოლიტიკის ჯგუფის დირექტორი და სანდო ბლოკჩეინის აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის INATBA დირექტორი.

„ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული და სტრუქტურირებული, და ის ეფექტური იყო“, აღნიშნა ლეილა ბაგირზადემ, ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის Oracle (GOAL) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო მალაგაში. „მომეწონა „გონებრივი შტურმის“ პროცესი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა დელეგატი აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და ევროკავშირიდან. მოხარული ვიქნები, თუ გავაგრძელებ ღონისძიების განმავლობაში განხილული იდეების განვითარებას, და განვახორციელებ მათ ახლო მომავალში“.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის საკითხებზე მუშაობის ფარგლებში ინიციატივა EU4Digital ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, სტარტაპების და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა