კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტიზის გაძლიერება საქართველოში

  • თარიღი: 30/07/19
  • გააზიარეთ:

ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოება მთავარი გამოწვევაა საზოგადოებისთვის. საქართველო ფეხს უწყობს კიბერ-უსაფრთხოების განვითარების გლობალურ ტენდენციას და ინტერესი ამ სფეროს მიმართ შესამჩნევად იზრდება. GRENA, საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია, ამჟამად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან CERT.GOV.GE (საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების ეროვნული გუნდი) იმისათვის, რომ აღზარდოს ქვეყნის კიბერ-სპეციალისტების მომავალი თაობა ინიციატივების სერიის დახმარებით, რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს პროექტის Eastern Partnership Connect საშუალებით.

ეროვნული კიბერ–უსაფრთხოების ოლიმპიადა, CyberCube, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება. ამ ყოველწლიური კონკურსში მონაწილეობენ 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები; კონკურსის მიზანია ახალგაზრდა გონების სტიმულაცია და მონაწილე ახალგაზრდების პრესტიჟულობის დემონსტრირება. მონაწილეებს ევალებათ გადაჭრან მიღებული დავალებები, რომლებიც კიბერ-კრიზისებს და მათ შედეგებს ეხება.

გარდა ამისა, შესაძლებელია ონლაინ პორტალით Cyber-Lab.Tech სარგებლობა. ამ პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ დავალებები, რომლებიც გამოწვევაა მათთვის, და ფეხი აუწყონ მიმდინარე განვითარებას ამ სექტორში. ბევრი სტუდენტი იწყებს პორტალით სარგებლობას კონკურსში CyberCube პირველად მონაწილეობის შემდეგ.

კომაროვის სახელობის საჯარო სკოლის  მოსწავლე თორნიკე არჩვაძე კონკურსში პირველად მონაწილეობის შესახებ გვიამბობს. „ბავშვობაში ყოველთვის მაინტერესებდა კომპიუტერები და ინტერნეტი. როდესაც გავიზარდე, საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო კონკურსში CyberCube და გამომეცადა ჩემი უნარები კიბერ-უსაფრთხოების სფეროში. ახლა პორტალზე თითქმის ყოველდღე გავდივარ პრაქტიკას“.

და ის ერთი-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, ვინც ასეთ წინსვლას მიაღწია. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა სანდრო ხოხიაშვილმა იგივე გზა გაიარა. კონკურსში CyberCube მან პირველად 2017 წელს მიიღო მონაწილეობა ორ მეგობართან ერთად: „მოულოდნელად მეორე ადგილზე გავედით, ამან კი შთამაგონა, რომ 2018 წლის კონკურსში CyberCube მიმეღო მონაწილეობა. ამით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე“. ახლა სანდრო თავისუფალ დროს პორტალზე Cyber-lab.tech სავარჯიშოებს აკეთებს იმისათვის, რომ ყოველთვის სიახლეების საქმის კურსში იყოს.

პორტალის მიზანია წაახალისოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების კიბერ-საფრთხეების აღმოჩენის და მათზე რეაგირების უნარები და ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს. 2019 წლის ივნისში პორტალს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ჯილდო გადაეცა. დავით ქვათაძე, ორგანიზაციის CERT.GOV.GE ხელმძღვანელი, პროექტის დღევანდელი საქმიანობით კმაყოფილია.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა კიბერ-უსაფრთხოებით დაინტერესებული ადამიანებისთვის“, განმარტავს ის. გარკვეული პრაქტიკის შემდეგ მან პროექტის გაფართოვება გადაწყვიტა. „ახლა ვგეგმავთ სავარჯიშოების რაოდენობის გაზრდას და მათ თარგმნას ინგლისურად იმისათვის, რომ რესურსები სხვა ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“. გარდა ამისა, ეს ინიციატივები ხელს უწყობს ქართველებს კიბერ-უსაფრთხოების საკითხებზე უფრო სერიოზულად დაფიქრებაში. სანდრო ხოხიაშვილი ამბობს,

„ვფიქრობ, ამ ტურნირების და პლატფორმების მთავარი დანიშნულებაა საქართველოში კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობა. ეს არის საკითხი, რომელსაც სათანადო ყურადღებას არ აქცევენ არც ახალგაზრდები, არც დამსაქმებლები და არც უნივერსიტეტები“.

თორნიკე არჩვაძეს ნამდვილად სურს ცოდნის გაღრმავება. „ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ღონისძიების მსგავსი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში ხდება, რაც ვარჯიშის და უნარების გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. ეს დამეხმარა აღმომეჩინა სფერო, რომელშიც მოხარული ვიქნები, თუ მუშაობას გავაგრძელებ მთელი ცხოვრების განმავლობაში“.

პროგრამა EaP Connect (2015-2020 – 13 მილიონი ევრო) ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მეცნიერებისა და სტუდენტების დაკავშირებას მათ ევროპელ კოლეგებთან მაღალსიჩქარიანი ფართოდიაპაზონიანი ინტერნეტის ქსელის საშუალებით.

ეს ისტორია პირველად გამოქვეყნდა EaP Connect პროგრამის ფარგლებში.