

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ე-მიწოდების საპილოტე პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარმატებით დასრულდა: მოსაზრებები და შემდგომი ნაბიჯები
თარიღი: 02/03/21
2021 წლის 24 თებერვალს პროგრამამ EU4Digital ე-მიწოდების საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩაატარა დასკვნითი დისკუსია, რომელზეც წარმოადგინა პროექტის შედეგები და მომზადებული რეკომენდაციები, და დასახა სამომავლო გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვირტუალურ ღონისძიებას 40-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის სამინისტროების და სხვა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, სახელმწიფოთაშორისი
ე-ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, ე-მიწოდების საპილოტე პროექტის დამკვირვებლები და პროექტის EU4Digital ექსპერტთა გუნდი.
საპილოტე კონცეფციის მიმოხილვა
ღონისძიება დაიწყო ე-მიწოდების პროექტის კონცეფციის და მისი შედეგების მოკლე აღწერით: ე-მიწოდება ხელს უწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის ამოქმედებით ქვეყნებს და სექტორებს შორის, რაც ხორციელდება ოპერაციულად თავსებადი, უსაფრთხო და საიმედო გზით. პილოტირების მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გაცვლის ტესტირების თაობაზე, რადგან ეს არის ყველაზე აქტუალური და ბიზნესში ყველაზე ფართოდ გამოყენებული დოკუმენტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პილოტირება, რომლის მასშტაბი გეოგრაფიულად შეზღუდული იყო, ორი სცენარის საფუძველზე ჩატარდა:
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა: პოლონურ (Agerona, Aryzta) და უკრაინულ (Kernel, Premier Food) კომპანიებს შორის. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებს შორის: სომხურ (Vedi-Alco) და უკრაინულ (Alcoline) კომპანიებს შორის. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ.
ამ კომპანიების მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული უდიდესი შრომის და ძალისხმევის მიუხედავად, საპილოტე პროექტი ვერ განხორციელდებოდა მონაწილეთა ორი სხვა ჯგუფის გარეშე; ესენი არიან მაკოორდინირებელი უწყებები – ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო (უკრაინა) და შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი (სომხეთი), და საპილოტე პროექტის განმავლობაში შექმნილი ე–მიწოდების საკონტროლო-გამშვები პუნქტის მფლობელები – სახელმწიფო საწარმო “DIIA” (უკრაინა) და EKENG (სომხეთი).
გამოხმაურება და განვითარების პერსპექტივები
პროგრამამ EU4Digital გააშუქა საპილოტე პროექტის მონაწილეების მიერ ხაზგასმული ე-მიწოდების ძირითადი უპირატესობები:
- უფრო ეფექტიანი და მარტივი კომუნიკაცია სახელმწიფოთაშორის ბიზნეს-პარტნიორებს შორის;
- გაუმჯობესებული უსაფრთხოება და გამჭვირვალობა, ასევე მონაწილეთა ნდობა ერთმანეთის მიმართ;
- პროექტის მასშტაბების ზრდის შესაძლებლობა – ამჟამად მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ე-მიწოდების 600-ზე მეტი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მათ შორის ევროპაში, ავსტრალიაში, კანადაში, აშშ-ში, სინგაპურსა და მრავალ სხვა სახელმწიფოში. ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა დოკუმენტის, მათ შორის შესყიდვების, იურიდიული, ჯანდაცვის და სხვა დოკუმენტებისთვის.
შეხვედრის დროს საპილოტე ქვეყნების წარმომადგენლები მიიწვიეს საპილოტე პროექტიდან მიღებული შთაბეჭდილებების და ე-მიწოდების სფეროში მათი სამომავლო გეგმების გასაზიარებლად. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს
წარმომადგენელმა მიხეილ ლატინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მყარი, დადებითი პოზიცია ე-მიწოდების ტექნოლოგიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, „საპილოტე პროექტი ჯერ არ დამთავრებულა, და უდიდესი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სამომავლო გეგმებში შედის უკრაინაში დაარსებული ე-მიწოდების საკონტროლო-გამშვები პუნქტის პოტენციალის გაზრდა და ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების დანერგვა საჯარო შესყიდვების სფეროში ევროკავშირში არსებული პრაქტიკის საფუძველზე.
სომხეთის წარმომადგენელმა სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის სამუშაო ჯგუფიდან კრისტინა მაზმანიანმა აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიის უპირატესობები, რომლებიც დემონსტრირებული იყო საპილოტე პროექტში, საშუალებას აძლევს სომხეთს განიხილოს მისი დანერგვა ეროვნულ საგადასახადო სისტემაში. კრისტინა მაზმანიანმა ასევე მიუთითა, რომ სომხეთი დაიწყებს გზების ძიებას ე-მიწოდების ტექნოლოგიის სომხეთის განბაჟების სისტემაში დასანერგად. ამჟამად შემოსავლების სახელმწიფო სამსახური მუშაობს სამოქმედო გეგმაზე ე-მიწოდების ტექნოლოგიის სრულად დანერგვისთვის სომხეთში.
ე-მიწოდების სფეროს რეკომენდაციების გაცნობა
ამ ტექნოლოგიის დანერგვის მხარდასაჭერად ეროვნულ დონეზე და მისი მასშტაბების გასაზრდელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პროგრამამ EU4Digital მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც საჭიროა საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური ცვლილებების გასატარებლად. ეს დოკუმენტი, რომელიც შესაბამის ქვეყნებს გადაეცა, შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- მოსამზადებელი საქმიანობა წარმოადგენს ეტაპობრივ სახელმძღვანელოს და საპილოტე პროექტის განმავლობაში დანერგილ ძირითად პრაქტიკას ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ ე-მიწოდების ტექნოლოგიის გამოცდა პროგრამის EU4Digital მიერ გამოყენებული მეთოდის საფუძველზე.
- სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ე-მიწოდების ტექნოლოგიის დანერგვის სახელმძღვანელოს არა-საპილოტე ქვეყნებში, და მოიცავს საჭირო ეტაპებს, წინაპირობებს და გრაფიკს საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად.
- სტრატეგიული გეგმის ქვეთავში განხილულია კონკრეტული საპილოტე ქვეყნები და გაშუქებულია კონკრეტული საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური რეკომენდაციები, რომლები ხელს შეუწყობს ე-მიწოდების ტექნოლოგიის სრულმასშტაბიან განხორციელებას ეროვნულ დონეზე.
- ე-მიწოდების საწარმოო მასშტაბებით დანერგვის ქვეთავში განხილულია
ე-მიწოდების ტექნოლოგიის გამოყენება სხვა სფეროებში.
შემდგომი საქმიანობა საპილოტე პროექტის შედეგების მდგრადობის და უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპილოტე ქვეყნებისთვის რეკომენდებულია მიწოდებული რეკომენდაციების შესრულება. ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ უნდა გამოიკვლიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან პასუხის მიღების შემდეგ, რომელიც დაადასტურებს მათ სურვილს და მზადყოფნას ე-მიწოდების ტექნოლოგიის დანერგვის დაწყებასთან და განვითარებასთან დაკავშირებით, პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს მომავალი პოტენციური საქმიანობის დაწყებას ორმხრივ დონეზე.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ვაჭრობა
დამატებითი ახალი ინფორმაცია
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეის…
გაიგეთ მეტი17/11/2023
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის…
გაიგეთ მეტი

29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეის…
გაიგეთ მეტი
17/11/2023
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის…
გაიგეთ მეტი