გასულ თვეებში, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდმა დიდი ძალისხმევა გასწია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ევროკავშირის ნორმების და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
ამ ამოცანის გადაჭრის მიზნით პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ძირითადი ხარვეზები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის და შეიმუშავა ეროვნული პოლიტიკის რეკომენდაციები და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნისთვის, თითოეული ქვეყნის მიერ შერჩეული შემდეგი კონკრეტული პოლიტიკური სფეროს მიხედვით:
- ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის (სომხეთი)
- ახალი ორგანიზაციული ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად (აზერბაიჯანი)
- ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა დაფინანსებაზე (საქართველო, უკრაინა)
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები სტარტეპებისა და სქეილაფებისთვის (მოლდოვა)
- მრეწველობის ციფრული ტრანსფორმაცია (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში) (ბელარუსი)
პოლიტიკის რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების საფუძველია ევროკავშირის პრაქტიკის ანალიზი პოლიტიკის თითოეულ შესაბამის სფეროში.
ამ სტატიაში განხილულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა სფეროში ახალი საორგანიზაციო ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად, რომელიც პრიორიტეტულ სფეროდ იქნა შერჩეული აზერბაიჯანში, მაგრამ რომელიც მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.
ეკოსისტემები ციფრული ინოვაციებისთვის ადამიანების მიერ შექმნილი ეკოსისტემებია – ეს არის სტარტაპები და კომპანიები, ასევე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ურთიერთქმედებენ, როგორ ციფრული ინოვაციების შექმნის და მხარდაჭერის სისტემა. ამგვარი ეკოსისტემის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური კომპანიების მაღალ პროდუქტიულობას კონკრეტულად მოთხოვნილი სერვისების მიწოდებით. ახალი ორგანიზაციული ფორმები ლოგიკური ნაბიჯია ამგვარი ეკოსისტემების განვითარებაში. ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა გამომდინარეობს იმის გააზრებიდან, რომ ეკოსისტემის პროდუქტიულობის ძირითადი წყაროებია კავშირების ხარისხი (ქსელური აქტივობა), ეკოსისტემის
მოქმედ პირთა ხარისხი (კომპეტენციები და უნარები) და ინსტიტუციების ხარისხი (რეგულაციების ხარისხი და ჩარჩო-პირობები ინოვაციებისთვის ქვეყანაში).
კლასიკური ტექნოპარკების, ბიზნეს-ინკუბატორების და ტექნოლოგიების გადაცემის ოფისების გარდა, არსებობს სხვა მრავალფეროვანი ორგანიზაციული ფორმები, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ციფრულ ინოვაციებს. აღნიშნული ფორმები კარგად არის ჩამოყალიბებული ევროკავშირში, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში. ევროკავშირში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად ფუნქციონირებს ახალი ორგანიზაციული ფორმების შემდეგი ძირითადი ტიპები, რომლებიც უკეთ შეესაბამება საჭირო სერვისების მიწოდებას ინოვაციურ ეკოსისტემაში:
- ინოვაციური კლასტერები
- აქსელერატორები
- კომპეტენციის ცენტრები
- ციფრული ინოვაციის ჰაბები
- კერძო და სახელმწიფო პარტნიორობაზე დამყარებული პროექტები (გაერთიანებული პროექტები მრავალი მონაწილე მხარით).
ინოვაციური კლასტერები
ევროკომისიის დარგობრივი კლასტერების პოლიტიკის მიხედვით, კლასტერები წარმოადგენს სპეციალიზებული საწარმოების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმებს – ხშირად მცირე და საშუალო საწარმოებს – და სხვა დაკავშირებულ მხარდამჭერ აქტორებს, მათ შორის ინვესტორებს, უნივერსიტეტებს და სამეცნიერო ცენტრებს.
ინოვაციური კლასტერები ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც „კომპანიების ჯგუფები, დაკავშირებული ეკონომიკური აქტიორები და უწყებები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და რომლებმაც მიაღწიეს საკმაო მასშტაბს იმისათვის, რომ განავითარონ სპეციალიზებული ექსპერტიზა, სერვისები, რესურსები, მარაგები და უნარები“.
თანამედროვე კლასტერების პოლიტიკის მიზანია ხელშემწყობი ბიზნეს-ეკოსისტემის ჩამოყალიბება ინოვაციისა და მეწარმეობისთვის, რომელშიც შეიძლება გაჩნდნენ ახლი გამარჯვებულები და ხელი შეუწყონ ახალი სამრეწველო ღირებულებათა ჯაჭვის და „პერსპექტიული დარგების“ განვითარებას. ამისათვის, თანამედროვე კლასტერების პოლიტიკა მიმართავს სისტემურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკას, პროგრამებს და ინსტრუმენტებს – არა მარტო ქსელური აქტივობების მხარდასაჭერად და კლასტერული ორგანიზაციების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მართავენ ქსელურ აქტივობას და მხარდაჭერას უწევენ მცირე და საშუალო საწარმოებს, არამედ ასევე გონივრული სპეციალიზაციის სტრატეგიების შესამუშავებლად, რომლებიც იქმნება სექტორული, გეოგრაფიული და პოლიტიკური მოდელების გათვალისწინებით.
კლასტერული ინიციატივები წარმოადგენს ორგანიზებულ ძალისხმევას კლასტერის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად. ისინი მოიცავს ამ კლასტერების პოტენციალთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ქმედებებს თვით-ორგანიზების და კლასტერის მომავლის პროაქტიული ფორმირებისთვის. ისინი ჩვეულებრივ ემყარება „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომას, ხორციელდება კონკურენციის საშუალებით, და ხშირად არის მართული სპეციალიზებული შუამავალი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ, მაგ. კლასტერი ორგანიზაციები – იურიდიული პირები, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომლობის, ქსელური საქმიანობის და სწავლის გაძლიერებას ინოვაციურ კლასტერებში სპეციალიზებული და მორგებული ბიზნეს-მხარდაჭერის სერვისებით ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების მიზნით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებში. კლასტერი ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებს მთავრობის დასახმარებლად კონკრეტული რეგიონის კონკურენტუნარიანობის და მასთან დაკავშირებული
ინოვაციური შესაძლებლობის განსაზღვრაში, რათა განავითაროს მისი გონივრული სპეციალიზაციის სტრატეგია, რომელსაც მოჰყვება ერთობლივი სტრატეგიული გეგმები და მწყობრი საინვესტიციო პროგრამები. გონივრული სპეციალიზაცია შეტანილი იყო ევროკავშირის 2014-2020 წლების რეგიონულ პოლიტიკაში, როგორც „ex ante (აპრიორული) პირობები ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდის მხარდაჭერისთვის“. ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და რეგიონს უნდა შეემუშავებინა ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო და ინოვაციის სტრატეგიები გონივრული სპეციალიზაციისთვის.
რადგან ქსელები დიდ როლს ასრულებს კლასტერების განვითარებაში, არსებობს კლასტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი მრავალი პროექტი და ინიციატივა. მაგალითად, ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმა (ECCP) ან ევროპის კლასტერების ობსერვატორია.
ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების წესები და კლასტერების მხარდაჭერა
მას შემდეგ, რაც შეტანილი იქნა შესწორება ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების წესებში დახმარების ღონისძიებებისთვის წევრი სახელმწიფოების მხრიდან სამეცნიერო კვლევის, განვითარების და ინოვაციის მხარდასაჭერად 2014 წელს, სახელმწიფო დახმარებას ამჟამად ხორციელდება ბლოკური გამორიცხვის ზოგადი რეგლამენტის (GBER) ფარგლებში. საკანონმდებლო ჩარჩო წარმოადგენს მკაფიო სახელმძღვანელოს წევრი სახელმწიფოებისთვის დაფინანსების საკუთარი რეგულაციების შემუშავებისას კლასტერების მხარდასაჭერად. ევროკავშირის დოკუმენტი „სახელმწიფო დახმარების ჩარჩო სამეცნიერო კვლევის და განვითარების და ინოვაციისთვის“ შემდეგი სახით განსაზღვრავს ინოვაციურ კლასტერებს: „დამოუკიდებელი მხარეების სტრუქტურები ან ორგანიზებული ჯგუფები (მაგ. სტარტაპები, მცირე, საშუალო და დიდი საწარმოები, ასევე სამეცნიერო კვლევის და ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, არაკომერციული ორგანიზაციები და სხვა დაკავშირებული ეკონომიკური აქტიორები), რომლებიც შექმნილია ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისთვის საშუალებების, ცოდნის და ექსპერტიზის გაზიარების ხელშეწყობით, და საწარმოებს და კლასტერის სხვა ორგანიზაციებს შორის ცოდნის გადაცემის, ქსელური აქტივობის, ინფორმაციის გავრცელების და თანამშრომლობის ეფექტური ხელშეწყობით“. ახალი ჩარჩოს ფარგლებში სახელმწიფო დახმარება ინოვაციური კლასტერებისთვის შეიძლება გაიცეს, თუ მისი „მიზანია გადაჭრას საბაზრო წარუმატებლობები, დაკავშირებული კოორდინაციის პრობლემებთან, რომლებიც ხელს უშლის კლასტერების განვითარებას, ან ზღუდავს მათ ურთიერთობას და ცოდნის გაზიარებას კლასტერის შიგნით ან კლასტერებს შორის. სახელმწიფო დახმარებას შეუძლია წვლილის შეტანა ამ პრობლემის გადაჭრაში, პირველ რიგში ინვესტირების მხარდაჭერით ღია და საზიარო ინფრასტრუქტურებში ინოვაციური კლასტერებისთვის, და მეორე – კლასტერების საქმიანობა მხარდაჭერა, არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში, თანამშრომლობის, ქსელური აქტივობის და სწავლის მიზნით“.
აქსელერატორები
აქსელერატორები არის „ფიქსირებული ვადის, კოჰორტაზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც მოიცავს საწყის (seed) ინვესტიციებს, კავშირებს, გაყიდვებს, მენტორობას, საგანმანათლებლო კომპონენტებს, და მთავრდება იდეების და პროექტების საჯარო ბაზრობით, ან სადემონსტრაციო დღით ზრდის დასაჩქარებლად“. (სუზან კოენი, “What Do Accelerators Do? Insights from Incubators and Angels”)
ციფრული აქსელერატორი
ციფრული აქსელერატორის მაგალითია აქსელერატორი ევროპის ციფრული ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტში (EIT Digital), რომელიც ეხმარება სქეილაფებს „დარგის დომინანტურ მოთამაშედ“ გარდაქმნაში, ევროპის დარგის მოთამაშეთა ახალი თაობის შესაქმნელად.
ევროპის ციფრული ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (EIT Digital) აქსელერატორი ეხმარება კომპანიებს შემდეგი სახით:
- პრაქტიკული რეკომენდაციები ბაზარზე გასვლის სტრატეგიის განსაზღვრისთვის
- სამიზნე კლიენტები და მათი სეგმენტაცია
- დემონსტრაციები საერთაშორისო ღონისძიებებზე
- პოტენციური მომხმარებლების ძიება და გარიგებების დადება
- საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ცოდნა და „რბილად დაჯდომის“ მხარდაჭერა
- დაფინანსების მოძიების რეკომენდაციები, მომზადება და კავშირები ინვესტორებთან
აქსელერატორთა ასამბლეა
აქსელერატორთა ასამბლეა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ შექმნილ მოწინავე ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აქსელერატორებს, მეწარმეებს და პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს ვებ-სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით ევროპაში. ეს ორგანიზაცის ხელს უწყობს ვებ-მეწარმეობას ონლაინ საზოგადოების საქმიანობით, რომლის მიზანია ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, სამეცნიერო კვლევების და ფაქტების შეკრება ვებ-სტარტაპების შესახებ, და ღონისძიებების და სემინარების ორგანიზება.
ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) საპილოტე აქსელერატორი
ევროპული ინოვაციების საბჭოს გაძლიერებული საპილოტე აქსელერატორი (Enhanced EIC pilot) ხელს უწყობს არაკომერციულ კომპანიებს წარმოაჩინონ ევროკავშირის მასშტაბის საკუთარი ყველაზე ინოვაციური იდეები, რომლებმაც ვერ მოიძიეს დაფინანსება ბაზარზე მათი მაღალი რისკის გამო. ასეთ სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც მდებარეობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ან პროგრამასთან Horizon 2020 ასოცირებულ ქვეყანაში (კერძოდ, სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში), შეუძლიათ ევროკავშირის დაფინანსების და მხარდაჭერის მიღება საბაზრო პოტენციალის მქონე ძალზე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტებისთვის.
ევროპული ინოვაციების საბჭოს საპილოტე აქსელერატორი (EIC Accelerator Pilot) მცირე და საშუალო საწარმოებს შემდეგი სახის დახმარებას სთავაზობს:
- ბიზნეს ინოვაციის გრანტები
- კაპიტალი €15 მილიონ ევრომდე თითოეულ კომპანიაზე
- უფასო ბიზნეს-ქოუჩინგი
ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების წესები და კლასტერების მხარდაჭერა
აქსელერატორები შესაძლოა ექვემდებარებოდნენ რეგულაციებს ევროკავშირის ‘კვლევის,და განვითარების და ინოვაციების სახელმწიფო დახმარების ჩარჩოს’ ფარგლებში, თუ ისინი ახორციელებენ „ინოვაციების მხარდამჭერ სერვისებ“ ან „ინოვაციების საკონსულტაციო სერვისებს“.
კომპეტენციის ცენტრები
კომპეტენციების ცენტრების (სამეცნიერო-ინოვაციური ცენტრები) ზოგადი განსაზღვრება არ არსებობს. ისინი შეიძლება იყოს ერთეული „ცოდნის საცავები და რესურსების ერთობლიობა ბიზნესის მრავალი სფეროსთვის“, მოქმედი ორგანიზაციის ფარგლებში, და შეიძლება საქმიანობდნენ, როგორც „ასოციაციები, დამყარებული ინოვაციურ თანამშრომლობაზე სახელმწიფო ხელისუფლებას, სამეცნიერო და განვითარების ორგანიზაციებს და საწარმოებს შორის“, ან როგორც „კონსორციუმი რამდენიმე კვლევითი ჯგუფისგან, რომლებიც აღიარებულები არიან მათი სამეცნიერო კვლევის სფეროში“.
ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების წესები და კლასტერების მხარდაჭერა
კომპეტენციების ცენტრები შესაძლოა ექვემდებარებოდნენ რეგულაციებს ევროკავშირის „კვლევის,და განვითარების და ინოვაციების სახელმწიფო დახმარების ჩარჩოს“ ფარგლებში, თუ ისინი ახორციელებენ „ინოვაციების მხარდამჭერ სერვისებს“ ან „ინოვაციების საკონსულტაციო სერვისებს“. ისინი ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს და შეიძლება იყოს მომავალი საორგანიზაციო ფორმების საფუძველი ინოვაციის მხარდასაჭერად, ე. ი. ციფრული ინოვაციის ჰაბები.
ციფრული ინოვაციის ჰაბები
ევროპის ციფრული ინოვაციის ჰაბები
ციფრული ინოვაციის ჰაბები არის ერთი ფანჯრის პრინციპზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარება კომპანიებს მათი ბიზნესის/წარმოების პროცესების და პროდუქტების ან სერვისების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი უზრუნველყოფს უახლესი ცოდნის, ექსპერტიზის და ტექნოლოგიების წვდომას მათი მომხმარებლების მხარდასაჭერად ციფრული ინოვაციების პილოტირების და ტესტირების საშუალებით. გარდა ამისა, ციფრული ინოვაციის ჰაბები (DIH) უზრუნველყოფს ბიზნესის და ფინანსურ მხარდაჭერას ამ ინოვაციების დასანერგად, საჭიროების შემთხვევაში. ციფრული ინოვაციის ჰაბი (DIH) არის რეგიონული მრავალი პარტნიორის მომცველი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს მაგ. კვლევის და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, დარგის ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, ინკუბატორებს/აქსელერატორებს, განვითარების სააგენტოებს და მთავრობებს.
ევროკომისიის ამოცანაა ყველა კომპანიას აუცილებლად ჰქონდეს ციფრული ინოვაციის ჰაბი საკუთარ რეგიონში, რომლის საშუალებით ისინი შეძლებენ კომპეტენციების ათვისებას საკუთარი ორგანიზაციის და საქმიანობის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნით. გარდა ამისა, არსებული ჰაბების მიერ სერვისების მიწოდება შეიძლება გაუმჯობესდეს ციფრული ინოვაციის ჰაბების (DIH) პანევროპული ქსელის ჩამოყალიბებით.
ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (EIT) ინოვაციის ჰაბები
ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (EIT) ქსელის ძალზე დინამიური EIT ინოვაციის ჰაბები ჩამოყალიბდა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ეროვნულ და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას ევროკავშირში და პრივილეგიები შესთავაზოს რეგიონულ ეკოსისტემებს, პარტნიორების ობიექტებს, ქარხნებს, და საკლასო ოთახებს ერთობლივი პროგრამების და პროექტებისთვის.
ინოვაციური ჰაბები ფოკუსირებულია ინოვაციური პროდუქტების, სერვისების და ტრენინგის შემუშავებაზე კონკრეტულ სფეროში, მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელებით ძირითადი გამოწვევების დასაძლევად ამ სფეროში.
ყველა ინოვაციური ჰაბის ძირითადი ფუნქციებია:
- კავშირები: ისინი უზრუნველყოფს ფიზიკურ სივრცეს ურთიერთობისთვის ადგილობრივი ეკოსისტემის შიგით;
- ცოდნის მართვა: ისინი ფუნქციონირებს, როგორც ცოდნის გაზიარების პუნქტები;
- საქმიანობის მართვა: ინისი ფუნქციონირებს, როგორც მრავალი აქტივობის ცენტრები.
DIHNET.EU ონლაინ სათემო პლატფორმა ციფრული ინოვაციის ჰაბებისთვის
DIHNET.EU პროექტი იძლევა ევროპული, ეროვნული და რეგიონული ინიციატივების კოორდინირების საშუალებას ციფრული ტრანსფორმაციის და ციფრული ინოვაციის ჰაბების უშუალო მხარდაჭერით. ამ პროექტის მიზანია მდგრადი პანევროპული ქსელების ქსელის შექმნა ორიენტირებით რეგიონულ ციფრული ინოვაციის ჰაბებზე (DIH) რიგი საშუალებების შემუშავებით და თანამშრომლობის ხელშეწყობით სხვადასხვა ციფრული ინოვაციის ჰაბების ქსელებს, ციფრული ინოვაციის ჰაბებს და ციფრული ინოვაციის ჰაბების სხვა ძირითად მონაწილე მხარეებს შორის ევროპაში. DIHNET.EU თემმა შეიმუშავა ონლაინ სათემო პლატფორმა ციფრული ინოვაციის ჰაბებისთვისდა აძლევს მათ შეხვედრის, გაზიარების, დისკუსიის და იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ და როგორ შეიძლება მათთვის საჭირო ექსპერტიზის მოძიება სხვა ციფრული ინოვაციის ჰაბებში ევროპის მასშტაბით.
ციფრული ინოვაციის ჰაბების კატალოგიციფრული ინოვაციის ჰაბების კატალოგი არის ციფრული ინოვაციის ჰაბების „ყვითელი ფურცლები“. კატალოგში შემავალი თითოეული ჰაბის ინფორმაცია ემყარება თავად ამ
ჰაბის მიწოდებულ მონაცემებს. ამჟამად კატალოგში შემავალი ყველა ჰაბის ინფორმაცია დადასტურებულია, რადგან ისინი აკმაყოფილებს გარკვეული კრიტერიუმების ჯგუფს.
კერძო და სახელმწიფო პარტნიორობაზე დამყარებული პროექტები (გაერთიანებული პროექტები მრავალი მონაწილე მხარით)
დარგის ციფრული გარდაქმნის სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ძირითადი ტექნოლოგიების ასამოქმედებლად, საჭიროა მრავალი მონაწილე მხარის ძალისხმევის კონსოლიდაცია გაერთიანებული პროექტების ფარგლებში, და ეს პროექტები ამოქმედებული უნდა იყოს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მექანიზმის საშუალებით. ამ მიზნით ევროკავშირმა ჩამოაყალიბა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები (PPP) და ერთობლივი საწარმოები ძირითად ციფრულ ტექნოლოგიებში, როგორიცაა 5G, დიდი მონაცემები, მაღალმწარმოებლური გამოთვლები, კიბერუსაფრთხოება, ფოტოელექტრონიკა, რობოტექნიკა და ელექტრონული კომპონენტები და სისტემები. სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მექანიზმები უზრუნველყოფს საკანონმდებლო სტრუქტურას ფინანსური, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების გაერთიანებისთვის და იმ კვლევის და ინოვაციების საკმარისი რაოდენობის და მასშტაბის შეკრებისთვის, რომელიც საჭიროა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევების და ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად.
რეგულაცია
კვლევის და ინოვაციის წასახალისებლად ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება (TFEU) მოიცავს ორ მუხლს, რომლებიც გამოყენებული იქნა საკანონმდებლო საფუძვლად სახელმწიფო-კერძო და სახელმწიფო-სახელმწიფო პარტნიორობების ჩამოსაყალიბებლად კვლევის და ინოვაციის სფეროში.
- ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 187-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობებს, რომლებშიც ჩვეულებრივ გაერთიანებულია ევროკავშირი, დარგობრივი ასოციაცია(ები) და სხვა პარტნიორები. ამ პარტნიორობებს მართავს იურიდიული პირები სახელწოდებით ერთობლივი ინიციატივები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კვლევის მიზნების განხორციელებაზე მათ მიერ მოცულ სფეროში.
- ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 185-ე მუხლი მოიცავს სახელმწიფო-სახელმწიფო პარტნიორობებს, ევროკავშირის მონაწილეობით კვლევისა და განვითარების პროგრამებში, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.
ყველა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა აწესებს ხარისხს – რადგან ისინი ფუნქციონირებენ ევროკავშირის ხელშეკრულების ფარგლებში – როგორც სახელმწიფო კონტრაქტები ან კონცესიები. სახელმწიფო-კერძო პარტნიორობების და სათემო კანონის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების და კონცესიების შესახებ, არსებობს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობების ორი მთავარი ტიპი:
- ინსტიტუციონალიზებული სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები, რომლებიც იმართება სახელმწიფო და კერო პარტნიორის მიერ სახელმწიფო სერვისების განსახორციელებლად.
- კონცესიების მინიჭება – საკონტრაქტო სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები – საკონტრაქტო გარიგების საფუძველზე ევროკომისიას და დარგობრივ პარტნიორებს შორის.
შემდგომი ნაბიჯები
ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის სრული ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდამჭერი ახალი ორგანიზაციული ფორმების სფეროში, გამოყენებული იყო ხარვეზების ანალიზის ჩარჩოს შესამუშავებლად აზერბაიჯანისთვის; ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდმა შეიმუშავა პოლიტიკის რეკომენდაციები და პოლიტიკის დანერგვის სამოქმედო გეგმა აზერბაიჯანისთვის, ეროვნული გეგმების შესაბამისად. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ექვს ძირითად რეკომენდაციას კონკრეტული სამოქმედო ეტაპებით და მოსაზრებებით განხორციელების ან ინტერვენციისთვის. სამოქმედო გეგმა შეიძლება გამოყენებული იყოს ბაზისად მომავალი საქმიანობისთვის და შესაძლო დამოუკიდებელი ერთობლივი პროექტებისთვის ეროვნული მხარეების მონაწილეობით. პროგრამის EU4Digital შემდგომი საქმიანობა (ტრენინგი, სასწავლო ვიზიტები, ქსელური ღონისძიებები, პოპულარიზაცია და სხვ.) მხარს დაუჭერს დაინტერესებულ მხარეებს შემდგომ საქმიანობაში ხარვეზების გამოსასწორებლად.
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიღება ამ გზით, დაეხმარება მომწიფებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კარგად ფუნქციონირებადი მხარდამჭერი ორგანიზაციებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
საბოლოოდ, საერთო საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს ისარგებლოს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრით, და გაცვალოს და შეიმუშაოს ახალი ინოვაციური იდეები პარტნიორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.