15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ანგარიშში განხილულია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერცია ევროკავშირში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ნორმები, როგორც სამიზნე ინდიკატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შესაფასებლად. ანგარიშში გაანალიზებულია სამი ძირითადი სფერო - საკანონმდებლო ჩარჩო, სტანდარტები და ელ-კომენრციის ეკოსისტემა.
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაციებს პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ სფეროში, გიწვევთ ისარგებლოთ იმ საშუალებების მზარდი რაოდენობით, რომლითაც შეძლებთ ამ კონტენტზე წვდომას – კერძოდ, ისარგებლეთ Twitter-ის სრულიად ახალი ანგარიშით: ჩაერთეთ საუბარში!
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი14/06/2023
უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი ტვირთის ტრანსპორტირების ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად შეარჩიეს
პროგრამამ EU4Digital უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი შეარჩია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, რომლებიც ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) გაცვლის დასანერგად მათზე მორგებულ სტრატეგიულ გეგმებს მიიღებენ. სტრატეგიული გეგმები შეიქმნება ევროკავშირის eFTI რეგულაციის შესაბამისად, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2025 წლის დეკემბერში და რომელიც გაამარტივებს და ციფრულად გარდაქმნის ინფორმაციის გაცვლას ტვირთის გამგზავნებს, გადამზიდავ კომპანიებს, ხელისუფლებას და საქონლის გადაზიდვაში მონაწილე სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. eFTI-ს მსგავსი მიდგომის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაეხმარება მათ ინტეგრაციას ევროკავშირის eFTI ეკოსისტემაში და სარგებლობას მოუტანს მათ ხელისუფლებებს და ბიზნეს-ოპერატორებს.
გაიგეთ მეტი22/03/2023
ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა შესავალი ტრენინგით ციფრული კომერციის საკითხებზე
პროგრამის EU4Digital ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგებს და კონსულტაციებს, რაც საშუალებას მისცემს 30 მცირე და საშუალო საწარმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში დარეგისტრირდნენ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ციფრული კომერციის ძირითად პორტალებზე. ცენტრის ძირითადი მიზანია გააძლიეროს მეტი მცირე და საშუალო საწარმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ელ-კომერციის 50%-ით გაზრდას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი დაიწყო 2023 წლის 16 მარტს, როდესაც ელ-ვაჭრობის მიმართულებამ გახსნა ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი და პირველი ტრენინგი ჩაატარა.
გაიგეთ მეტი28/02/2023
პროგრამის EU4Digital ელ-კომერციის აქსელერატორი იწყებს საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობას მიიღებენ პროგრამის EU4Digital ელექტრონული კომერციის აქსელერატორის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტებით. დაინტერესებულმა მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ინფორმაცია ამ შესაძლებლობების შესახებ 2023 წლის 14 თებერვალს ჩატარებული ონლაინ ღონისძიებიდან მიიღეს. პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის მიმართულებამ ეს ღონისძიება პროგრამის მე-2 ფაზის განახლებული აქტივობის ფარგლებში მოაწყო და აამოქმედა ელ-კომერციის აქსელერატორი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იფუნქციონირებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ პროგრამის EU4Digital გუნდს დაუკავშირდნენ.
გაიგეთ მეტი