14-15 დეკემბერს ევროკავშირმა მოაწყო რეგიონული სემინარი „სპექტრის განაწილება 5G კონტექსტში“. სემინარი მოეწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის რეგიონული მარეგულირებელი უწყებების და სხვა შესაბამისი სამინისტროებისთვის.
ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მიერ მოწყობილი ონლაინ სემინარის მიზანი იყო ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს სიახლეების წარდგენა სპექტრის მართვის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებში მისი ადრეული დანერგვის საკითხებზე.
ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ექსპერტებმა იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პორტუგალიიდან, ლიეტუვიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება რადიოსპექტრის განაწილების და სპექტრის აუქციონის შესახებ 5G-ს კონტექსტში.