Tech Touch – ქართული ონლაინ ტექნიკური კონფერენცია ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროს პროფესიონალებისთვის 2020 წლის 29-31 მაისს ჩატარდება.
თარიღი:
29/05/20 to 31/05/20
Tech Touch – ქართული ონლაინ ტექნიკური კონფერენცია ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროს პროფესიონალებისთვის 2020 წლის 29-31 მაისს ჩატარდება.
სამდღიან ღონისძიებაზე შეიკრიბებიან კერძო მეწარმეები, დეველოპერები და მარკეტოლოგები მიმდინარე საკითხების განსახილველად და პოტენციური გადაწყვეტების საპოვნელად ბიზნესის დაცვის და კრიზისის დაძლევის მიზნით.
საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები, დეველოპერები, ტექნიკური ფაკულტეტების სტუდენტები, პროექტის და პროდუქტის მენეჯერები, თეთრი ჰაკერები, ინჟინრები, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროს მეცნიერები და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დამყარებული სტარტაპების დამფუძნებლები შეიკრიბებიან იმისათვის, რომ გაეცნონ უახლეს ტენდენციებს ინტერნეტის სამყაროში, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დამყარებულ ახალ აღმოჩენებს და აპლიკაციებს, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს, საფინანსო-ტექნოლოგიურ სექტორს, ლიდერობას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, პროდუქტის შემუშავებას, ავტონომიური რობოტ-ავტომობილების ტექნიკას და ეთიკას მეოთხე სამრეწველო რევოლუციის (ინდუსტრია 4.0) ეპოქაში.
საკითხები:
⇒ Cloud ტექნოლოგია – როგორ შეუძლიათ კომპანიებს cloud ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარი ბიზნესის საწარმოებლად ონლაინ ⇒ ხელოვნური ინტელექტი/მანქანური სწავლება & დიდი მონაცემები – დიდი მონაცემების შეკრება, მისი ანალიზი და გამოყენება მომხმარებლის ქცევის გაგების და პროგნოზირების მიზნით ⇒ ე–კომერცია – როგორ შევინარჩუნოთ ოპერაციები სამუშაო რეჟიმში, შევამციროთ დატვირთვა, ხელი შევუწოთ გუნდის და გაყიდვების პერსონალის უწყვეტ მუშაობას ⇒ ფინტექი – ახალი გადაწყვეტები ბიზნესისთვის, საცალო ბანკი, ციფრული ბანკი, სტარტაპები & ბანკები ⇒ კიბერუსაფრთხოება – კომპანიის მონაცემების დაცვა ონლაინ მუშაობის დროს, დასაქმებულთა კონფიდენციალურობის საკითხები ⇒ ტურიზმის & მოგზაურობის ტექნოლოგია – როგორ მოვემზადოთ ბუმისთვის კრიზისის შემდეგ, იქნება თუ არა ნამდვილად ბუმი, მომავალი ტურისტული სეზონი: მოლოდინები და გეგმები, როგორ შეიძლება ტექნოლოგია დაეხმაროს ბიზნესს მოგზაურობის და სასტუმრო ბიზნესში ⇒ დისტანციური მუშაობა: როგორ გარდაგვქმნის კრიზისი უფრო გლობალურად და შეგვიქმნის ახალ შესაძლებლობებს, გასვლა მსოფლიო დონეზე – ახალი ტალღა ⇒ სტარტაპები: რას ფიქრობენ ინვესტორები, რა უნდა იცოდნენ დამფუძნებლებმა გადარჩენის მიზნით
აქტივობები: – წამყვანი პროფესიონალების საკვანძო გამოსვლები შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, საინჟინრო სექტორი, პროექტის
მენეჯმენტი, მეწარმეობა, ინვესტირება – ცოცხალი საუბრით კითხვებზე საპასუხოდ.
– პრაქტიკული სემინარები.
– მრგვალი მაგიდა კიბერუსაფრთხოების და კონფიდენციალურობის საკითხებზე.
– ცოცხალი დისკუსიები დღევანდელობის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.