ტელეკომუნიკაციის წესები: ინიციატივის EU4Digital ღონისძიებაზე მიღწევები და მიზნები იქნა წარმოდგენილი
თარიღი: 14/10/20
ტელეკომუნიკაციის წესების სფეროს მიღწევები და სამომავლო გეგმები წარმოდგენილი იქნა 2020 წლის 7 ნოემბერს გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე, ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 5-9 ოქტომბრის შეხვედრის ფარგლებში.
პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელი ბ-ნი არტურას პილიპონისი მიესალმა 50-ზე მეტ მონაწილეს, რომელთა შორის იყვნენ: ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი (EaPeReg) და მისი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები (EWG), მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ექსპერტები, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები და ევროკავშირის წარმომადგენლობები.
პრეზენტაცია ტელეკომუნიკაციის წესების თემატური სფეროს შესახებ გააკეთა პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების მიმართულების ხელმძღვანელმა ანდრეის დომბროვსკისმა; მან განიხილა მიმართულების მიდინარე მდგომარეობა და სამომავლო გეგმები, რაც სამ საკითხს მოიცავს – საერთაშორისო როუმინგი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობა და 700 მჰც სიხშირის ზოლის განთავისუფლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ამჟამად საერთაშორისო როუმინგის სფეროში მთავარი საკითხია ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) შესახებ მოლაპარაკების და მისი გაფორმების მხარდაჭერა; შეთანხმების ხელმოწერა დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ხელმოწერის შედეგად მოსალოდნელია როუმინგზე ფასების 87%-ით შემცირება, 4.6 მილიონი ევროს ოდენობის დადებითი ზეგავლენით. გარდა ამისა, 7 ოქტომბრის პარალელური ღონისძიების დროს საფუძველი ჩაეყარა ახალ აქტივობას ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნის შესაძლებლობის განსახილველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის (დამატებით ინფორმაცია მიიღეთ აქ).
ძირითადი მიზანი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით არის კონკრეტული რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების მომზადება ქვეყნებისთვის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ზოგადი მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადებულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის ხარვეზების შეფასების საწყისი შედეგები და მონაცემები, და სავარაუდოდ, მათი საბოლოო ვერსიები მზად 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს იქნება. ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება კონკრეტული საქმიანობის გეგმები ქვეყნებისთვის, ხოლო 2021 წლის განმავლობაში პროგრამა EU4Digital განაგრძობს ტექნიკურ მხარდაჭერას დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის და რეკომენდაციების შესრულების მიზნით.აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 700 მჰც-ს განთავისუფლების მიმართულებით უკვე შემუშავებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული სტრატეგიული გეგმა და ქვეყნების კონკრეტული გეგმები 700 მჰც რადიოსიხშირის ზოლის განთავისუფლებისთვის, და ისინი უკვე გადაეცა ქვეყნებს განსახორციელებლად. მიმდინარე ეტაპზე, ტელეკომუნიკაციის წესების გუნდი მხარს უჭერს რეგიონულ მოლაპარაკებებს რეგიონული სპექტრის შეთანხმების (RSA) თაობაზე, რომელიც შესაბამისობაში მოყვანის საბოლოო ეტაპზეა და სავარაუდოდ, მას ხელი 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში მოეწერება.
თემატური სესიის განმავლობაში, პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა ბ-ნმა არტურას პილიპონისმა შესთავაზა მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ტელეკომუნიკაციის წესების სფეროს შესახებ 2021 წლის შემდეგ, და წარმოადგინა სამომავლო მოსაზრებები, მათ შორის:
ფასების შემცირება როუმინგზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის;
მექანიზმის და საშუალებების შექმნა ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის და მოცვის კომპლექსური მონიტორინგის მიზნით;
სტრატეგიული გეგმის / სამოქმედო გეგმის შემუშავება კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად;
სტრატეგიული გეგმის / სამოქმედო გეგმის შემუშავება პოტენციური სიხშირის ზოლების (700 მჰც-სგან განსხვავებული) განთავისუფლების და განაწილების მიზნით 5G მობილური ქსელებისთვის;
5G სტრატეგიების და 5G საპილოტე პროექტების დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) გაძლიერება ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით პარტნიორი ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრებზე.
პროგრამის EU4Digital გუნდის პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) საპასუხო მოსაზრების პრეზენტაცია, კითხვა-პასუხის სესია და მსოფლიო ბანკის პრეზენტაცია ფართოზოლოვანი პროექტის, მისი მიმდინარე მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
დამატებით ინფორმაცია ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ ვირტუალური სესიების სერიის სახით, რომლებზეც პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები იქნა განხილული. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.