სამუშაო შეხვედრა „როუმინგის, ისე როგორ სახლში (RLAH) და ეროვნული როუმინგის საკითხებთან დაკავშირებით“ ჩატარდება რიგაში (ლატვია) 2019 წლის 26 ნოემბერს. ღონისძიების ორგანიზატორია Sabiedrisko pakalpojumu regulēšanas komisija (SPRK), როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის ვიცე-თავმჯდომარე და მასპინძელი მხარე, ევროკომისიის მხარდაჭერით.
საერთაშორისო მობილური როუმინგის საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო და ხშირად განხილვად საკითხებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოებაში. როუმინგის ძალიან მაღალი ტარიფების პრობლემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჯერ კიდევ გადასაჭრელია, ხოლო მისი მიზეზები არ არის სათანადოდ განმარტებული. სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ „როუმინგს, ისე როგორც სახლში“ (RLAH) და ეროვნულ როუმინგს, მათ შორის გაყალბებას როუმინგის სფეროში და სხვა გამოწვევებს და პრობლემებს.
ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ძალისხმევას საერთო როუმინგული სივრცის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2020 წლამდე.