TNC სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელური აქტივობის კონფერენციაზე ყოველწლიურად იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და ქსელური აქტივობის, ნდობის და იდენტიფიკაციის, წვდომის მართვის და სხვა ფუნქციების წარმომადგენლები ყველა ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელიდან (NRENs), უნივერსიტეტებიდან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან, და სამრეწველო წრეებიდან.
სამეცნიერო კვლევის ქსელური აქტივობის მონაწილეებისთვის TNC გააკეთებს უახლესი მოვლენების განსაკუთრებულ მიმოხილვას ტექნიკურ, გამოყენებით და მართვის სფეროებში.
TNC21 36-ეკონფერენცია 2021 წლის 21-25 ივნისს ჩატარდება და პირველად გაიმართება სრულად დისტანციურ რეჟიმში.
რეგისტრაცია მთავრდება 18 ივნისს, პარასკევს, 12:00 საათზე (შუადღე) ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით.
TNC-ს თანადამფინანსებელია ევროკავშირი კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) (GN4-3) პროექტის საშუალებით. კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) 2020 წლის პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, ამ პროექტს დააფინასნებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“.