პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების ქსელური ღონისძიება

  • თარიღი: 03/05/21
  • გააზიარეთ:

2021 წლის 28 აპრილს პროგრამამ EU4Digital მოაწყო ნდობის და უსაფრთხოების ქსელური ღონისძიება, რომელზეც შეიკრიბნენ მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ნდობის და უსაფრთხოების სფეროში წინსვლის განხილვის და სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით.

ღონისძიება გაიხსნა პრეზენტაციით პროგრამის EU4Digital ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტის შედეგების შესახებ. საპილოტე ღონისძიებების განმავლობაში, ტექნოლოგია დაინერგა საპილოტე პირობებში ქვეყნების ორ წყვილს შორის: პირველი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წყვილს – უკრაინას და მოლდოვას, ხოლო მეორე – აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნების წყვილს – უკრაინას და ესტონეთს შორის. ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტის მიზანი იყო შესაბამისი ელექტრონული ხელმოწერის მეთოდის გამოცდა, რომელიც მოიცავდა დროის აღნიშვნას, დადასტურების მექანიზმებს, და სერთიფიკატის სტატუსის შესამოწმებელ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს სათანადო ე-ხელმოწერების (ციფრული ხელმოწერების) ორმხრივ აღიარებას სახელმწიფოებს შორის. 

ღონისძიება გაგრძელდა ევროკომისიის წარმომადგენლების პრეზენტაციით სახელმძღვანელო რეკომენდაციებზე  ორმხრივ აღიარებასთან დაკავშირებით. ამ პრეზენტაციამ გააშუქა ის ფაქტი, რომ მესამე ქვეყნებში, სადაც დასაწყისში ხშირად სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან, ორმხრივი აღიარების შეთანხმება მიზნად ისახავს წარმოადგინოს რეკომენდაციების ნაკრები და მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესახებ მესამე ქვეყანამ უნდა იცოდეს, როდესაც ის ესწრაფვის ევროკავშირთან ორმხრივი აღიარებას აკრედიტებული ნდობის სერვისის პროვაიდერების (QTSP) და აკრედიტებული ნდობის სერვისების(QTSs) თაობაზე.

შემდეგ ნდობის და უსაფრთხოების მიმართულების წარმომადგენლებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია საზღვრისპირა ე-სერვისების ოპერაციული თავსებადობის შეფასების შესახებ. საზღვრისპირა ე-სერვისების ოპერაციულ თავსებადობაზე ფოკუსირებით, ქვეყნებს შეუძლიათ ძალების გაერთიანება ციფრული ბარიერების მოშლის და ე-სერვისების შემდგომი ფრაგმენტაციის პრევენციის მიზნით. შეფასების ღონისძიებების შედეგად, შეიქმნება საზღვრისპირა ე-სერვისების ამოქმედების ჩარჩო რეკომენდაციებით იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სარეგულაციო, საორგანიზაციო და ტექნიკურ დონეზე ჰარმონიზებული და ოპერაციულად თავსებადი ე-სერვისების დასანერგად.

ღონისძიება დასრულდა პრეზენტაციით ე-მმართველობის და მასთან დაკავშირებული შეფასების ღონისძიებების საკითხზე. ამ საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ე-მმართველობის განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების შეფასებას. ამ ღონისძიების მიზანია ქვეყნისთვის სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება
ე-მმართველობის განვითარების საკითხზე და ცნობიერების ამაღლება ე-მმართველობის მნიშვნელობაზე, რომლებიც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. 

ახალი ამბები

იხილეთ ყველა