პროგრამის EU4Digital მიერ 12-13 ივნისს კიშინიოვში (მოლდოვა) ორგანიზებული იყო EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების ქსელის სამუშაო შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო განახლებული ინფორმაციის მიღება ქვეყნების პრიორიტეტების და გამოწვევების შესახებ ნდობის და უსაფრთხოების სფეროში, და საერთო პრიორიტეტების განსაზღვრა ქსელის სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით, ასევე ქსელის 2019 წლის საქმიანობის განხილვა (საპილოტე პროექტების ჩათვლით).
სამუშაო შეხვედრის პირველი დღე მიეძღვნა ნდობის ძირითად საქმიანობას, ხოლო მეორე – კიბერ-უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლები.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა განახლებულ ინფორმაციას ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ კიბერ-უსაფრთხოების სფეროში, და ევროკომისიის უახლეს ინიციატივებს ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) შესახებ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია მათთან მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ კიბერ–სფეროში, ასევე ციფრული ნდობის სფეროებში. დისკუსიამ პარტნიორი ქვეყნების პრიორიტეტების შესახებ ნდობასა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე EU4Digital ნდობის და უსაფრთთხოების ქსელის სტრუქტურის და სამუშაო გეგმის განხილვამ საშუალებ მისცა პროექტის EU4Digital გუნდს უკეთ მოეხდინა პროექტის სტრუქტურის და შედეგების ადაპტირება შეთანხმებული და შეუფერხებელი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.