31 ივლისს UNOPS ინოვაციის გლობალური გამოწვევა შეკრებს ნოვატორებს, მეწარმეებს, პროგრამისტებს და დეველოპერებს იმისათვის, რომ ტექნოლოგიებით დაეხმარონ სიცოცხლისუნარიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას კლიმატის ცვლილების პირობებში.
კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. დაწყებული ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ჩვენი ეკოსისტემების სტაბილურობიდან, დამთავრებული მოსავლის მოყვანის და აყვავებული საზოგადოებების შექმნის უნარით – ჩვენი მომავალი ამ გამოწვევის გადაჭრაზეა დამოკიდებული. ადამიანებზე, საზოგადოებებსა და ერებზე კლიმატის ცვლილების გავლენის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მსოფლიოს ჰქონდეს უფრო სიცოცხლისუნარიანი და უკეთ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ წინ აღუდგეს ამინდის გახშირებულ ექსტრემალურ მოვლენებს და უზრუნველყოს ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ყველა კუთხეში, შეეძლოს ადაპტირება, გადარჩენა და წარმატებით განვითარება.
მაგრამ ამის მისაღწევად, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მსოფლიოს ახალი იდეები, გადაწყვეტები და ტექნოლოგიები სჭირდება.
ღონისძიების ორგანიზატორები მოუწოდებენ ნოვატორებს და მეწარმეებს განავითარონ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები ინფრასტრუქტურის, ქსელების და სისტემების შესაქმნელად, რომლებიც შოკის და სტრესების მიმართ მედეგი იქნება. ეს გადაწყვეტები უნდა ახდენდეს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლია ახალ ტექნოლოგიებს – დაწყებული სენსორებიდან, დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით – ჩამოაყალიბოს გამძლეობა კლიმატის მიმართ, და დაეხმაროს მოსახლეობებს კლიმატის ცვლილების გამოწვევებისთვის მომზადებასა და მათთან ადაპტაციაში.
მონაწილეებმა საკუთარი იდეები უნდა წარადგინონ 2020 წლის 31 ივლისის 24:00 საათამდე ცენტრალური ევროპის დროით (CET), რათა ისინი იქნას განხილული.
დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესატანად დააჭირეთ აქ.