ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელურ ღონისძიებას თემაზე „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემები სტარტაპებისა და სქეილაპებისთვის: ექსპერტთა საზოგადოებების განვითარების მხარდაჭერა და მათი ჩართულობის გაძლიერება პოლიტიკის დასახვასა და განხორციელებაში“.
ღონისძიების მიზანია სტარტაპების და ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ცოდნის გაღრმავება ეკოსისტემის შექმნის საკითხში და შესაძლებლობების განხილვა ციფრული სფეროს ექსპერტების ერთობლივი საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ღონისძიებაზე მიწვეულები არიან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური სფეროს ასოციაციები და ქსელები, სამინისტროები და ინოვაციების განვითარების მაკოორდინირებელი უწყებები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
ორი სესიისგან შემდგარ ქსელურ ღონისძიებაზე განიხილავენ საზოგადოებების როლს ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობაში და ექსპერტთა საზოგადოებებს, რომელთა საქმიანობის სფეროა ციფრული ბაზრის განვითარება. ღონისძიება გაიხსნება საპროგრამო მოხსენებით, რომელშიც განხილული იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების სახელმძღვანელო რეკომენდაციები და ეკოსისტემის მონაწილეთა ფუნქციები; ასევე ამ ეკოსისტემის და მისი მონაწილეების მხარდაჭერა და გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შემდეგ ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ეროვნული ეკოსისტემების შექმნის და ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების დამაკავშირებელი ცენტრები, დამსწრეებს გააცნობენ საქმიან წინადადებებს, თანამშრომლობის უპირატესობებს და სხვა შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის შემდეგი წამყვანი პარტნიორი ორგანიზაციები:
- ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელი (SERN).
- ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსი.
- გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაცია (BITMi).
შეხვედრის მოდერატორი იქნება პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი; პრეზენტაციებისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ სესიებზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი სპიკერები:
- კიარა ფრენსია, ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელის (SERN) საბჭოს წევრი;
- სებასტიანო ტოფალეტი, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის გენერალური მდივანი;
- ანიკა ლინკი, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის უფროსი მენეჯერი პოლიტიკის საკითხებში;
- იუსტინა ბიელიაუსკაიტე, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის პროექტების დირექტორი;
- ლიზა ერენტროტი, გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაციის (BITMi) საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.
დეტალური დღის წესრიგი იხილეთ
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით ან გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ დაუკავშირდეთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელს ანა პობოლს (anna.pobol@gmail.com).
დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს აქ 17 მაისამდე.