ვებინარი: COVID-19 და მისი გავლენა კიბერუსაფრთხოების ახალ ევროპულ ხედვაზე

  • თარიღი: 29/05/20 – 29/05/20
  • გააზიარეთ:

29 მაისს, პარასკევს, 11.30-იდან ცენტრალური ევროპის დროით (CET), ტარდება ვებინარი „COVID-19 და მისი გავლენა კიბერუსაფრთხოების ახალ ევროპულ ხედვაზე“, რომლის ორგანიზატორია ევროპის კიბერუსაფრთხოების ორგანიზაცია (ECSO); ვებინარი იმ ვებინარების სერიის ნაწილია, რომლებიც აშუქებს ევროპული თანამშრომლობის წვლილს COVID-19 პანდემიით გამოწვეული კიბერუსაფრთხოების საერთო პრობლემების მოგვარებაში.

ვებინარს წარმართავენ: 

  • ბ-ნი ხალილ რუანა, დირექტორის მოადგილე, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატი
    (DG CNECT). 
  • სამუ კონტინენი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, F-Secure
  • ფილიპ ვანიე, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის კიბერუსაფრთხოების ორგანიზაცია (ECSO ), ვიცე პრეზიდენტი, Big Data and Security, ATOS
  • ჟან-მარი ლეტორი, კიბერუსაფრთხოების შეფასების და კონსულტირების განყოფილების ხელმძღვანელი, Thales

ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ვებინარების სერიის ევროპის კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციის (ECSO) ამ ვებინარზე რეგისტრაცია დაწყებულია.

გაიარეთ რეგისტრაცია აქ

გაიგეთ მეტი

მოვლენები

იხილეთ ყველა