ვებინარი უკრაინა-პოლონეთის ე-მიწოდების საპილოტე პროექტის შესახებ – რა პროექტის ეს და რა სარგებლობას მოიტანს მისი განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მასშტაბით?

  • თარიღი: 11/01/21
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital ე-მიწოდების საპილოტე პროექტი უკრაინას და პოლონეთს შორის, რომელიც ოქტომბერში დაიწყო, წარმატებით დასრულდა 2020 წლის ნოემბერში. საპილოტე პროექტის დამთავრება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოთაშორისმა სავაჭრო პარტნიორებმა უკრაინიდან და პოლონეთდან წარმატებით გაცვალეს ანგარიშ-ფაქტურის სტანდარტიზებული მონაცემები პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) ე-მიწოდების ქსელში.

საპილოტე საქმიანობის დამთავრების მიუხედავად, უკრაინა კვლავაც გამოთქვამს ე-მიწოდების შემდგომი გამოყენების პოპულარიზაციის ინტერესს. ქვეყანაში ე-მიწოდების გამოყენების შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით,  უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ, რომელიც კოორდინაციას უწევდა საპილოტე პროექტს უკრაინაში, დაიწყო სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საქმიანობა, მათ შორის ვებინარი ე-მიწოდების საკითხზე, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.

პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებული ხანგრძლივი ვებინარის განმავლობაში, პროგრამის EU4Digital წამყვანმა ექსპერტებმა განიხილეს ე-მიწოდების გადაწყვეტის მიზანი და ძირითადი უპირატესობები. უკრაინელმა მონაწილეებმა, მათ შორის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მფლობელმა სახელმწიფო საწარმომ ‘DIIA’ და იმპორტის და ექსპორტის მონაწილე კომპანიებმა  Kernel და Premier Food, ელექტრონულ მონაცემთა ურთიერთგაცვლის (EDI) სერვისის პროვაიდერთან EDIN ერთად, ასევე გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება საპილოტე პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ვებინარის ნახვა შესაძლებელია აქ.

უკრაინასა და პოლონეთს შორის საპილოტე პროექტის გარდა, პროგრამა EU4Digital არის ასევე  აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შიდა პროექტის ინიციატორი უკრაინას და სომხეთს შორის, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები დეკემბერში დაიწყო. ამის შემდეგ პროგრამა EU4Digital მოამზადებს რეკომენდაციებს აუცილებელი საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური მოდიფიკაციების შესახებ ამ გადაწყვეტის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის, ასევე ე-მიწოდების საწარმოო მასშტაბით დანერგვისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამ რეკომენდაციებს მოჰყვება საბოლოო ვებინარი, რომლის მიზანია რეკომენდაციების პრეზენტაცია და გადაწყვეტის განმეორებით გამოყენების მომავალი პერსპექტივის განხილვა.

გახდით ხელმომწერი და იყავით ინფორმირებული!

ახალი ამბები

იხილეთ ყველა