

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
როგორი იქნება ელექტრონული კომერცია 2021 წელს და მას შემდეგ? პროგრამის EU4Digital ე-კომერციის საინფორმაციო ღონისძიება მომავალ ცვლილებებს განიხილავს
თარიღი: 09/06/21
2021 წლის 21 მაისს პროგრამამ EU4Digital მისი ქსელური საქმიანობის ფარგლებში ჩაატარა ე-კომერციის საინფორმაციო ღონისძიება „ცვლილებები ე-კომერციაში 2021 წელს და შემდეგ: რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვამზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის 70-ზე მეტმა მონაწილემ, რომელთა შორის იყვნენ სამინისტროები, საბაჟო ორგანოები, საფოსტო ოპერატორები, ციფრული კომერციის ვებსაიტები და ბიზნეს-ასოციაციები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ცოდნის გაუმჯობესება იმ ცვლილებების და ახალი წესების შესახებ ონლაინ ვაჭრობის სფეროში, რომლებიც ძალაში შედის 2021 წლის 1 ივლისიდან ევროკომისიის 2021 წლის დღგ-ს ე-კომერციის პაკეტის ფარგლებში.
ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა; მან განიხილა ის ტენდენციები და მამოძრავებელი ძალები, რომლებიც დღესდღეობით ევროკავშირის ე-კომერციის ლანდშაფტს ქმნიან. განხილულ ძირითად ტენდენციებს შორის იყო კონკურენციის ზრდა ონლაინ მოთამაშეებს შორის, მომხმარებლის გამოცდილების მზარდი მნიშვნელობა და შეკვეთების და მიწოდების შესრულება, ასევე ციფრული კომერციის ვებსაიტების მზარდი დომინირება.
მონაწილეებს გააცნეს პროგრამა EU4Digital, მისი ძირითადი საქმიანობა და მიზნები (დამატებით ინფორმაცია თემატური სფეროების და მათი მიზნების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ აქ). პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ განიხილა ე-კომერციის ძირითადი საქმიანობის შედეგები –
ე-კომერციის ევროკავშირის საბაზისო ანგარიში, რეკომენდაციების სია ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის, ასევე მიმდინარე საპილოტე პროექტი და მისი უპირატესობები.
2021 წლის ძირითადი ცვლილებები საბაჟო და საგადასახადო სფეროში წარმოადგინა ვალტერ ტრეზეკმა – უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარემ/ Ecommerce Europe: ე-ლოგისტიკის სამუშაო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. ბნ-მა ტრეზეკმა გააშუქა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც 2021 ივლისიდან დაინერგება:
- ყოველგვარი საქონელი წინასწარ ციფრულად უნდა იყოს დეკლარირებული (ამანათის ფიზიკურად მიწოდებამდე)
- დღგ-ს მოკრება უნდა მოხდეს ყოველგვარი ტიპის საქონელზე მათი ფასის მიუხედავად (აღარ იარსებებს <22 ევროს ზღვარი).
- იმპორტის „ერთფანჯრიანი მაღაზიის“ (IOSS) სისტემა შემოღებული იქნება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრის გადაკვეთისას დღგ-ს მოკრება სავაჭრო ტერმინალში (მაგ. ე-მაღაზიაში, ციფრული კომერციის ვებსაიტზე).
- ყოველგვარ იმპორტირებულ ტვირთებზე უნდა გაიცეს პროდუქციის უსაფრთხოების და ტრანსპორტის უსაფრთხოების, და საბაჟოს ელექტრონული დეკლარაცია.
- შემცირებული მონაცემთა პაკეტი დაბალფასიან ტვირთებზე (<150 ევრო) ხელმისაწვდომი ხდება არა მარტო საფოსტო, არამედ ასევე საკურიერო, ექსპრეს- და ამანათების ოპერატორებისთვის კერძო სექტორში.
ღონისძიებაზე 2021 წლის ცვლილებების გავლენა ლოგისტიკური კუთხით განიხილა GS1 ლიეტუვის და სატრანსპორტო ინოვაციის ასოციაციის საბჭოს წევრმა იან ჰიტელმა. ექსპერტმა განმარტა, თუ როგორ შეიცვლება იმპორტის და ექსპორტის პროცესები ახალი წესების და რეგულაციების ადაპტირების შემდეგ: 2021 წლის 1 ივლისის შემდეგ შესაძლოა მოხდეს ლოგისტიკური ხაზების კონსოლიდაცია (ე. ი. საქონელი გაიგზავნება პირდაპირ ევროკავშირის დანიშნულების ქვეყანაში, ხოლო დეკლარაცია მთლიანად – ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში).
მომავალი ცვლილებების და მათი შესაძლო გადაწყვეტების კონტექსტში, პროგრამის EU4Digital ექსპერტმა ვოლოდიმირ კოვალენკომ წარმოადგინა EU4Digital ე-კომერციის მიმდინარე საპილოტე პროექტი – მისი გადაწყვეტა (ნახ. 1 ქვემოთ) და მომავალი პოტენციალი, უფრო კონკრეტულად, მისი უპირატესობები შემდეგ საკითხებში:
- ე-კომერციის ეკოსისტემის გაძლიერება და ე-კომერციის მოცულობების გაზრდა;
- არსებული გამოწვევების გადაწყვეტა სახელმწიფოთაშორის ე-კომერციულ ვაჭრობაში;
- ცოდნის გაღრმავება და მხარდაჭერა ევროკავშირში დანერგილი 2021 წლის დღგ-ს პაკეტისთვის მომზადებაში.

დამატებითი ინფორმაცია საპილოტე კონცეფციის და მისი უპირატესობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ აქ.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ე-კომერციის ევროპულ ასოციაციაზე და მის როლზე ამგვარ საპილოტე ინიციატივებში ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ფლორიან სეიკელმა და თორალფ შნეიდერმა – logistic-natives e.V. (Ecommerce Europe ასოციაციის წევრი) წარმომადგენლებმა – განიხილეს ძირითადი მიზეზები, რომელთა გამო ასოციაცია მონაწილეობს ე-კომერციის საპილოტე პროექტში; მათ ასევე განიხილეს ასოციაციის მიერ ამგვარი ინიციატივებიდან მიღებული სარგებლობა (მაგ. კავშირების დამყარების შესაძლებლობები, ინფორმაციის მიღება ე-კომერციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და გამოცდილების გაცვლა პრაქტიკულ საკითხებზე). წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ საპილოტე პროექტის გარდა, ასოციაციასაც შეუძლია ბიზნესის მხარდაჭერა თანამშრომლობის და ქსელური აქტივობის გაძლიერებით. ღონისძიების დასასრულს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გუნდის ხელმძღვანელმა ვლადიმირ აბრამიჩევმა განმარტა, თუ როგორ უნდა მოემზადონ
ონლაინ საცალო მოვაჭრეები ევროკავშირში დაგეგმილი მომავალი ცვლილებებისთვის. ძირითად ეტაპებს შორის განხილული იქნა:
- მარკეტინგის სტრატეგიის მოდიფიკაცია;
- დღგ-ს განსაზღვრა და შესაბამისი ტარიფებით გამოყენება ონლაინ ე-კომერციის ვებსაიტების მიერ;
- დღგ-ს ანგარიშგების ახალი პროცედურების გამოყენება ერთფანჯრიანი მინი-მაღაზიის (MOSS) საგადასახადო დეკლარაციის წარსადგენად კვარტალში ერთხელ;
- გამყიდველებთან და მყიდველებთან გაფორმებული კონტრაქტების განხილვა, რომლებიც გამჭვირვალედ განმარტავს გადასახადების აკრეფის პროცედურებს;
- იმპორტის „ერთფანჯრიანი მაღაზიის“ (IOSS) რეგისტრაცია ტრანსსასაზღვრო გადასახადების მართვის მიზნით.
დასკვნის სახით აღინიშნა, რომ ევროკავშირში ე-კომერციის სფეროში დაგეგმილი ცვლილებების და ელექტრონული ვაჭრობის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ე-კომერციაში მონაწილე ყველა მხარის (ამანათების მიწოდების ოპერატორები, საბაჟო და საგადასახადო ორგანოები, ონლაინ ციფრული კომერციის ვებსაიტები და გამყიდველები) ინფორმირებული და დროული მომზადება. შესაძლო შეფერხებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს სახელმწიფოთაშორის ვაჭრობაში, მაგ. შეფერხებები, შემოსავლების დაკარგვა და ჯარიმები. დამატებით ინფორმაცია. ღონისძიება ორგანიზებულია ე-კომერციის ქსელური აქტივობის ღონისძიებების ფარგლებში. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ვაჭრობა
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი