სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საჭიროებას კიბერუსაფრთხოების საკითხზე ენერგეტიკის სექტორში

  • თარიღი: 19/09/19
  • გააზიარეთ:

2019 წლის 17 სექტემბერს ვენაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა კიბერუსაფრთხოების საკითხზე ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ორგანიზებული იყო ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ. სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 40-მდე მონაწილე, კერძოდ, ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნების სამინისტროების და მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები და ელექტრობის და გაზის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ოპერატორები, მიეძღვნა კიბერუსაფრთხოების საკითხზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაციას.

სამდივნოს მიერ შეკვეთილი კვლევის ძირითადი თემაა კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკის სექტორებში, და რეკომენდაციების შეთავაზება თანამშრომლობის და ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით. როგორც კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, კიბერუსაფრთხოების არსებული პოლიტიკა არ არის საკმარისად ფოკუსირებული ენერგეტიკის სექტორზე, ასევე სახელმწიფოთაშორის და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე გაკეთდა ვრცელი პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა, ფართომასშტაბიანი კიბერუსაფრთხოების ინციდენტების იდენტიფიკაციის კრიტერიუმები, და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებში.

ენერგეტიკული გაერთიანება წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირი და მისი მეზობლები ენერგეტიკის ინტეგრირებული პანევროპულ ბაზრის შექმნის მიზნით. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო არიან წევრი ქვეყნები, ხოლო  სომხეთი – დამკვირვებელი.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა