![](/wp-content/uploads/2023/04/richard-horvath-cPccYbPrF-A-unsplash.jpg)
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
პროგრამის EU4Digital ელ-სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის ჩარჩო: კონცეპტუალური დოკუმენტი
თარიღი: 2024 წლის მაისი
აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისების ურთიერთაღიარების მხარდასაჭერად პროგრამამ EU4Digital წინამდებარე ელ-სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის ჩარჩოს კონცეპტუალური დოკუმენტი შეიმუშავა.
აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების კონტექსტის შესაბამისი სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების საერთო პრინციპების და მოთხოვნების საფუძვლად ეს ჩარჩო ევროკავშირის ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) რეგულაციას და ევროკავშირის სხვა პრაქტიკას იყენებს. ამ საფუძველზე ჩარჩო გვთავაზობს სტრუქტურირებულ მიდგომას სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების ურთიერთაღიარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ.
დოკუმენტი, შემუშავებული აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებთან შესაბამისობის მიზნით, მიზნად ისახავს ციფრული იდენტიფიკაციის საშუალებების და სანდოობის სერვისების რეგიონულ ჰარმონიზაციას და სახელმწიფოთაშორის გამოყენებას, და ის ციფრულ ტრანსფორმაციაში მონაწილე დირექტიულ ორგანოებზე და დაინტერესებულ მხარეებზეა გათვლილი.
დოკუმენტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
- ელ-სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის ჩარჩოს პრინციპები და კომპონენტები;
- ელექტრონული იდენტიფიკაციის სქემებისა და სანდოობის სერვისებისთვის საჭირო მოთხოვნები და პირობები, შემოთავაზებული წინაპირობებით ურთიერთაღიარების ხელშეკრულებებისთვის;
- ურთიერთაღიარების შეთანხმების პროცესი შემოთავაზებული ნაბიჯებით, რომლებიც უნდა გადაიდგას ხელშეკრულების მთელი ციკლის განმავლობაში.
დანართებში მოცემულ დამატებით დოკუმენტებზე წვდომისათვის, გთხოვთ დაუკავშირდით EU4Digital.
ეს ანგარიში მომზადდა პროგრამის EU4Digital II ფაზის ელ-სანდოობის თემატური სფეროს ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს „განმარტებების“ ვებ-კონტენტს და ნახეთ ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის ელ-სანდოობა“ ჩვენს ონლაინ ბიბლიოთეკაში.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ნდობა და უსაფრთხოება
![](https://eufordigital.eu/wp-content/uploads/2024/06/eTrust-Report-cover.png)