ამ მიზნების მხარდასაჭერად პროგრამა „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ განახორციელებს შემდეგს:
- როუმინგის ფასწარმოქმნისადმი საერთო მიდგომის შემუშავება და დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
- ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ორგანიზაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერება
- კოორდინირებული მიდგომის მხარდაჭერა 700 მეგაჰერცის განთავისუფლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში
გარდა ამისა, EU4Digital ფართოზოლოვანი სტრატეგიის პროექტი, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი, მხარს უჭერს ინიციატივის EU4Digital ამოცანებს ტელეკომის სექტორში; ეს ხდება ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვის დაჩქარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ფართოზოლოვანი ეროვნული სტრატეგიების ამოქმედებით ევროკავშირის ანალოგიური სტრატეგიების შესაბამისად.
ინიციატივის EU4Digital ტელეკომის ქსელმა (EaPeReg) წარმოადგინა საკუთარი საქმიანობის ხუთი დასაყრდენი:
- კანონმდებლობის დაახლოება და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა
- სპექტრის კოორდინაცია
- როუმინგის ტარიფები ჰარმონიზაცია
- ბენჩმარკინგული კვლევები
- ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვა
ამ ამოცანების განხორციელებით ტელეკომის წესების სექტორში, ევროკავშირის მხარდაჭერა თვალსაჩინო სარგებლობას მოუტანს მოქალაქეებს და ბიზნესს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში როუმინგის ფასების შემცირებით და რეგულირების გაძლიერებით, რასაც მოჰყვება კონკურენციის და ინვესტიციების ზრდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, და ახალი უკაბელო ფართოზოლოვანი სტრატეგიის შესაძლებლობების და 5G-ს პერსპექტივა.