
მთავარი / აღმოაჩინეთ EU4Digital / პროექტები / EU4Digital პროექტები / ევროკავშირის ციფრული სტრატეგია
ევროკავშირის ციფრული სტრატეგია
იმ დროს, როდესაც ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს სამყაროს გარდაქმნის, ევროკომისიის ექვსი პოლიტიკური პრიორიტეტიდან ერთ-ერთს a Europe fit for the digital age (ციფრული ეპოქის შესაბამისი ევროპა) წარმოადგენს.
2021 წლის მარტში ევროკომისიამ დასახა გზა ციფრული ათწლეულის მიმართულებით. პოლიტიკური პროგრამის სახელმძღვანელო გეგმაა 2030 წლის ციფრული კომპასი – ეს არის ევროკავშირის ეკონომიკის და საზოგადოების ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევის გეგმა.
ციფრული კომპასის მიზანია უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის შექმნა, რომლის ცენტრშია ადამიანი, და სადაც მოქალაქეებს აძლიერებენ, ხოლო ბიზნესი წარმატებით ვითარდება ციფრული პოტენციალის საფუძველზე. კომპასი ამ ტრაექტორიის ოთხ ძირითად წერტილზე მიუთითებს, კერძოდ: ციფრული უნარები, უსაფრთხო და ეფექტური ციფრული ინფრასტრუქტურა, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია და საჯარო სერვისების ციფრული გარდაქმნა,
ეს პოლიტიკური დღის წესრიგი შესაბამისობაშია ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ევროკავშირის ციფრული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ინვესტიციებს, რომლებიც აუცილებელია ევროპის ციფრული ათწლეულის მყარ საძირკველზე დასაშენებლად, მთელი რიგი საბიუჯეტო ინსტრუმენტები დაუჭერს მხარს.
დღის წესრიგი მოუწოდებს წარსულ ათწლეულში დაწყებული საქმიანობის ინტენსიფიკაციისკენ ევროპის ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად, ერთიანი ციფრული ბაზრის სრული ფუნქციონირების მიმართულების მიღწეული წარმატების საფუძველზე.
ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგიამ საფუძველი ჩაუყარა ციფრულ ჰარმონიზაციის განმტკიცებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ეს სტრატეგია 2025 წელს ამოქმედდა და ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, კონკურენციას, ინვესტიციებს და ინოვაციებს ევროკავშირში სამი ძირითადი პრინციპის საფუძველზე:
- ხელმისაწვდომობა: ციფრულ პროდუქციის და სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ევროპის მასშტაბით;
- გარემო: სამართლიანი პირობების შექმნა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ციფრული ქსელების და ინოვაციური სერვისების განვითარებისთვის;
- ეკონომიკა და საზოგადოება: ციფრული ეკონომიკის ზრდის პოტენციალის მაქსიმალური გაუმჯობესება.
ვინაიდან ციფრული სფერო ევროკავშირისთვის პრიორიტეტია, ის პრიორიტეტია ასევე ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისთვის უკეთესი და უფრო ჰარმონიზებული ციფრული გარემოს შესაქმნელად. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ამოცანები 2020 წლის შემდეგ მოიცავს მიზნობრივ საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს ერთიანი ციფრული ბაზრის განვითარებას: ინვესტირება კონკურენტუნარიან და ინოვაციურ ეკონომიკაში, ადამიანებსა და ცოდნაში, უსაფრთხოებაში, კიბერმდგრადობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.
ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გავრცელება პროგრამის EU4Digital მნიშვნელოვანი ამოცანაა.