უკრაინა

ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული რეფორმის გეგმას უკრაინაში მთელი რიგი ღონისძიებებით ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითადი სფეროების მხარდასაჭერად ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მიზნით.

ახალი ამბები მოვლენები წარმატების ისტორიები

ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის შედეგად უკრაინაში გაიზრდება კონკურენცია, რაც ნიშნავს ონლაინ სერვისების გაუმჯობესებას უფრო დაბალ ფასად და მეტი არჩევანით. ის მოიზიდავს ინვესტიციებს და განავითარებს ვაჭრობას და დასაქმებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

ინიციატივის EU4Digital სამიზნეებს შორის არის საერთო როუმინგის სივრცის  მიღწევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2020 წლამდე, რაც ნიშნავს უფრო იაფ  სატელეფონო კავშირს რეგიონში მოგზაური უკრაინელი მოქალაქეებისთვის, ასევე კონკრეტულ მხარდაჭერას ციფრული უნარების განვითარებისთვის ახლად გაჩენილი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად, და შესაძლებლობის ჩარჩოს ინოვაციის და სტარტაპებისთვის. ეს მოიცავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის შერჩევას უკრაინაში და ტრენინგების ჩატარებას სექტორში. სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის მხარდაჭერა გაამარტივებს ექსპორტის პროცედურებს, შეამცირებს საზღვარზე დაგვიანებას და გააუმჯობესებს ოპერაციების უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას, რაც სტიმულს მისცემს ციფრულ ეკონომიკას ბელარუსში და გაზრდის მომხმარებლებისთვის  გასაწევი მომსახურების სპექტრს და ხარისხს. რაც შეეხება ე-ჯანმრთელობას, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა, მედიცინის მუშაკები და საბოლოოდ პაციენტები სარგებელს მიიღებენ სახელმძღვანელო რეკომენდაციების და ზოგადი სტანდარტების შემუშავებისგან შემდეგ საკითხებზე: ე-ჯანმრთელობის სამსახურები, მონაცემთა გაცვლა და ჯანმრთელობის დოკუმენტაცია, რაც განხორციელდება ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.

ინიციატივა EU4Digital ხელს უწყობს ევროკავშირის ორმხრივ მხარდაჭერას უკრაინისთვის ე-მმართველობის გადაწყვეტილებების გამოყენებაში ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის, და ადმინისტრაციული სამსახურების ოპერაციული თავსებადობის განვითარებას, ასევე კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი გაუმჯობესებულ მდგრადობას, კერძოდ, არჩევნების წინ.

უკრაინამ ციფრული ტრანსფორმაცია პოლიტიკურ პრიორიტეტად დასახა, რაც გამოიხატება ბოლოდროინდელი წარმატებით ProZorro-ს და ე-ჯანმრთელობის სისტემების დანერგვაში, 4G მობილური მოცვით და ე-სერვისების შემოღებით საჯარო და კერძო სექტორებში. უკრაინის ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ექსპერტთა და ბიზნეს-საზოგადოებების ერთობლივი ხელმძღვანელობით ხორციელდება. 2018 წელს მთავრობამ მიიღო კონცეფცია და სამუშაო გეგმა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების  განვითარების მიზნით უკრაინაში 2018-2020 წლებისთვის. უკრაინის ციფრული გეგმის პრიორიტეტები მოიცავს კანონმდებლობას ციფრული ეკონომიკის და ტელეკომუნიკაციის საკითხებზე, ციფრულ ინფრასტრუქტურას ფართოდიაპაზონიანი გადაცემის სტრატეგიის ჩათვლით, უნაღდო ანგარიშსწორების ეკონომიკის პროგრამას ე-ვაჭრობის, ე-ნდობის და კიბერუსაფრთხოების სფეროებში, და „გონიერი ქალაქების – გონიერი რეგიონების“ ინიციატივას, რომელიც ორიენტირებულია დეცენტრალიზაციაზე და ე-უნარების,
ე-ჯანმრთელობის და ე-ვაჭრობის დანერგვაზე უკრაინის ყველა რეგიონში.

იხილეთ ყველა დაკავშირებული პროექტი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა

ახლო მომავლის მოვლენები

ინფორმაცია არ მოიძებნა

იხილეთ ყველა

წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა