ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
თარიღი: 09/04/24
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს უფასო და ხელმისაწვდომ ტრენინგს ციფრულ უნარებში. EU4Digital აკადემია მსურველებს სთავაზობს მომხმარებლისადმი მეგობრულ, ინტერნეტით ხელმისაწვდომ სასწავლო კურსებს, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეების მოთხოვნებზეა მორგებული.
კომპანიის EY კონსულტანტი ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროში მაიკლ ერიქსონი, რომელიც ხელმძღვანელობდა EU4Digital აკადემიის შექმნას და ამოქმედებას, ამბობს, რომ ციფრული უნარები უკვე აღარ არის სპეციალიზებული ან ექსკლუზიური უნარების ერთობლიობა; დღევანდელ სამყაროში ეს უნარები სწრაფად იქცა აუცილებლობად.
გასული 10 წლის ციფრულმა რევოლუციამ სხვადასხვა სახის ტექნოლოგიების და მოწყობილობების გამოყენების აუცილებლობა მოიტანა. თანამედროვე ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვა და ციფრულ ეკონომიკაში მონაწილეობა კი ამგვარ უნარებზეა დამოკიდებული.
მაიკლ ერიქსონი, ბიზნესის და ტექნოლოგიების კონსულტანტი, კომპანია EY
არსებობს მთელი რიგი შესაბამისი სფეროები, შესაძლებლობები და ბაზრები, რომელთა შესწავლა ესაჭიროება როგორც ბიზნესს, ისე ცალკეულ პირებს, განმარტავს მაიკლ ერიქსონი. „EU4Digital აკადემიის შექმნა სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა“.
ტრენინგის პროგრამები ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც ეს უნარები სჭირდება.
მაიკლ ერიქსონი, ბიზნესის და ტექნოლოგიების კონსულტანტი, კომპანია EY
EU4Digital აკადემიის ონლაინ სწავლების პლატფორმის საშუალებით, რომელიც წარსულში EU4Digital EdTech Hub ინიციატივის სახელით იყო ცნობილი, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოები და მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი ციფრული უნარების გაუმჯობესებას. მათ შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსები ევროკავშირისთვის სპეციფიკური სასწავლო მასალით, რომელიც ლოკალიზებულია მათი ქვეყნის ეროვნულ კონტექსტსა და ენაზე. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ ევროკავშირის შესაბამისი მიკრო-სერტიფიკატი, რომელსაც „სამკერდე ნიშანი“ ეწოდება. თითოეული სამკერდე ნიშანი შეიძლება განთავსდეს სოციალურ მედიაში ან მოკლე ავტობიოგრაფიაში, როგორც ვერიფიცირებადი დადასტურება ახალი უნარის ათვისების და ცოდნის მიღების შესახებ.
პლატფორმა: მთავარი გვერდი და ზრდა
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მოკლე ვადით EU4Digital აკადემიის საკუთარი მთავარი გვერდი atingi პლატფორმა იქნება. გერმანიის საერთაშორისო განვითარების კორპორაციის (GIZ) მიერ შექმნილი atingi-ის მნიშვნელობა ზუსტად ასახავს EU4Digital აკადემიის მნიშვნელობას, ვინაიდან ის ფოკუსირებულია ადგილობრივი გარემოს შესატყვის სასწავლო შესაძლებლობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს დასაქმებისა და განათლებისთვის საჭირო უნარებში არსებული უმნიშვნელოვანესი ხარვეზების აღმოფხვრას განვითარებად ბაზრებზე. EU4Digital აკადემია შეძლებს მრავალჯერადად შეიმუშაოს პროგრამის კონცეფცია, სასწავლო მასალა და დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა ელ-სწავლების / საგანმანათლებლო ტექნოლოგიების პლატფორმის შესაქმნელად. გრძელვადიან პერსპექტივაში EU4Digital აკადემიის მიზანია უფრო მუდმივმოქმედ და დამოუკიდებელ ტექნოლოგიურ გადაწყვეტად გარდაიქმნას.
პირველი სასწავლო კურსი დაწყებულია!
პირველი სასწავლო კურსი სახელწოდებით „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე“, რომელიც პროგრამის EU4Digital ახალ edtech პლატფორმაზე დაიწყება, უკრაინელ მომხმარებლებზეა მორგებული. ის ხელმისაწვდომია EU4Digital აკადემიის ვებგვერდზე უკრაინულ და ინგლისურ ენებზე და არსებობს ასევე მობილურ ფორმატში.
შემდგომი სასწავლო კურსები „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე“ მზადდება მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოსთვის; ეს კურსები ხელმისაწვდომი გახდება EU4Digital აკადემიის საშუალებით 2024 წელს. ისინი მორგებული იქნება თითოეული ქვეყნის სპეციფიკაზე და ჩატარდება როგორც ინგლისურად, ისე შესაბამისი ქვეყნის ენაზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.