EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
თარიღი: 09/04/24
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავლო კურსზე, რომელსაც EU4Digital აკადემიისციფრულისწავლების ახალი პროგრამა ჩაატარებს. მომხმარებლისადმი მეგობრული ონლაინ კურსი „ელ–კომერციაევროკავშირისციფრულიკომერციისვებსაიტებზე“ სასარგებლოა სწავლის მსურველებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ელ-კომერციის საბაზისო ცოდნა და სურთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, ან რომლებიც უკვე ყიდიან პროდუქტებს ონლაინ საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ სურთ გაყიდვების დაწყება ევროკავშირში.
კურსის „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე“ მასალები განმარტავს, თუ რომელია ევროკავშირის ძირითადი ელ-კომერციის ვებსაიტები, როგორ უნდა შეირჩეს ციფრული კომერციის ყველაზე შესაფერისი ვებსაიტი, როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ გაყიდვა, და როგორ გაერკვნენ ევროკავშირის წესებში, მაგ. დღგ-სა და საბაჟოსთან დაკავშირებით. თითოეული სასწავლო კურსის პაკეტი მორგებული იქნება კონკრეტულ ქვეყანაზე და შესაბამისი ქვეყნის ენაზე ჩატარდება. პირველი კურსი, რომელიც ჩატარდება, კონკრეტულად უკრაინისთვის არის შექმნილი და ის ინგლისურ და უკრაინულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
კურსის „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე“ ვერსიებს კონკრეტულად მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართვლოსთვის EU4Digital აკადემია 2024 წლის ბოლოს ჩაატარებს.
კურსზე რეგისტრაცია და მისი უპირატესობები
იმისათვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია ამ კურსზე, რომელიც უკრაინელი მოქალაქეების და მეწარმეებისთვის შეიქმნა, შედით ვებგვერდზე ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე. უშუალოდ კურსის აღწერის ზემოთ დაინახავთ ორ ცისფერ ღილაკს, რომელთა საშუალებით გაივლით რეგისტრაციას ინგლისურად ან უკრაინულად. ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გადადიხართ EU4Digital აკადემიის კურსის გვერდზე atingi პლატფორმაზე, სადაც კურსი უფრო დეტალურად არის აღწერილი. atingi-ზე ანგარიშის შესაქმნელად დააწკაპუნეთ გვერდის ქვედა ნაწილში წითელ ღილაკზე „Click here to enrol“ – სასწავლო „მოგზაურობის“ დასაწყებად თქვენ ისევ კურსის გვერდზე დაბრუნდებით.
EU4Digital აკადემიის კურსის ყველა მოსწავლე ისარგებლებს შესაძლებლობით მოიპოვოს ევროკავშირის შესაბამისი მიკრო-სერტიფიკატი, რომელსაც „სამკერდე ნიშანი“ ეწოდება. თითოეული სამკერდე ნიშანი შეიძლება განთავსდეს სოციალურ მედიაში ან მოკლე ავტობიოგრაფიაში, როგორც ვერიფიცირებადი დადასტურება ახალი უნარის ათვისების და ცოდნის მიღების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია – სასწავლო პროგრამა, რომელიც წარსულში EU4Digital EdTech Hub-ის ინიციატივის სახელით იყო ცნობილი; აკადემიის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – უზრუნველყოს უფასო და ხელმისაწვდომი ტრენინგით ციფრულ უნარებში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.