ამ მიზნების მხარდასაჭერად პროგრამა „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ განახორციელებს შემდეგს:
- სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის კომპონენტების პილოტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან
- ურთიერთკავშირების ხელშეწყობა ე-ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს შორის ამ რეგიონში
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის დამხმარე საშუალებების პილოტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან
- სახელმწიფოთაშორის საბაჟო ოფისებს შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების პილოტირება
- მუშაობა ციფრული მულტი-მოდალური (საზღვაო და სახმელეთო) სატრანსპორტო დერეფნის პილოტირების მიმართულებით ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის
EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელი წყვეტს იმპორტ-ექსპორტის სრული ციკლის ციფრული ასპექტების პრობლემებს. მას აქვს შემდეგი მიზნები 2020 წლისთვის:
- ე-კომერციის, ე-საბაჟოს და ე-ლოგისტიკის ჰარმონიზებული კანონმდებლობა პარტნიორებს შორის და ევროკავშირთან
- იმპორტ-ექსპორტის პროცესების რეორგანიზაცია ე-ვაჭრობისთვის ყველა პარტნიორ ქვეყანაში
- სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის პროცედურების პილოტირება პარტნიორებს შორის და ევროკავშირთან
- ციფრული სატრანსპორტო დერეფნების პილოტირება ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის
ევროკავშირის მიერ სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის მხარდაჭერა გაამარტივებს ექსპორტის პროცედურებს უქაღალდო ვაჭრობის და ელექტრონული ლოგისტიკის საშუალებით, შეამცირებს შეფერხებებს საზღვარზე, გაზრდის ოპერაციების უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას, შეკვეცავს ადმინისტრაციულ ხარჯებს და გაყალბების გზით შემოსავლების დანაკარგებს, და გააუმჯობესებს ციფრული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.