საქართველო

ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული რეფორმის გეგმას საქართველოში მთელი რიგი ღონისძიებებით ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითადი სფეროების დასახმარებლად ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მიზნით.

ახალი ამბები მოვლენები წარმატების ისტორიები

პროგრამის ამოცანაა ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელება საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, და ევროკავშირის დახმარების მიმართვა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალის განვითარებაზე ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მიზნით.

კერძოდ, პროგრამის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს როუმინგის ტარიფების შემცირებაში, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვაში ეკონომიკის და ელექტრონული სერვისების განვითარებისთვის; ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციაში საზოგადოების მასშტაბით, დაწყებული ლოგისტიკიდან დამთავრებული ჯანმრთელობით და კიბერ-უსაფრთხოებით, და ციფრული უნარების ათვისებაში. 

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის გაწეული აღნიშნული მხარდაჭერის შედეგი იქნება არა მარტო უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკა, არამედ ასევე იმ დარგების სწრაფი განვითარება, რომლებშიც საქართველოს აქვს ზრდის პოტენციალი, მაგ. ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები. ევროკავშირის მხარდაჭერა ასევე უკავშირდება და ავსებს იმ მიმდინარე სამუშაოს, რომელსაც მთავრობა აწარმოებს  ფართოზოლოვანი სტრატეგიების განსახორციელებლად.

ინიციატივა EU4Digital წარმოადგენს უფრო მასშტაბური ციფრული გეგმის ნაწილს საქართველოში, რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა მისი ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს  და საოპერაციო პოტენციალის განვითარებაში ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისად („თვინინგი“).
  • EU4Security, ანგარიშვალდებულება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში (პროექტი SAFE)
  • ნდობისა და უსაფრთხოების პროექტი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფარგლებში („თვინინგი“).
  • ელექტრონული სერვისები სამოქალაქო მომსახურების ბიუროსთვის („თვინინგი“).
  • ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერა.

ევროკავშირის 2019 წლის ასოცირების განხორციელების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების  სფეროში ეკონომიკის და ბიზნესის შესაძლებლობების მხარდაჭერის, ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესების და ელექტრონული ვაჭრობის განვითარების კუთხით. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მხარდაჭერის ვალდებულება და ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნულ პრიორიტეტად არის აღიარებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“ და მთავრობის 2018-2020 წლების ეკონომიკურ პროგრამაში. ამჟამად ქვეყანა მუშაობს ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქართველოს კანონპროექტი ელექტრონული კომერციის შესახებ ევროკავშირის ელექტრონული კომერციის დირექტივის შესაბამისად ჯერ კიდევ კონსულტაციების გავლის პროცესშია. საქართველოს კანონმდებლობა (კანონი ელექტრონულ დოკუმენტებზე და ელექტრონული ნდობის სამსახურებზე) შესაბამისობაშია მოყვანილი eIDAS რეგულაციებთან 2018 წლის ივლისში. 

იხილეთ ყველა დაკავშირებული პროექტი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა

ახლო მომავლის მოვლენები

ინფორმაცია არ მოიძებნა

იხილეთ ყველა

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმოებს, თავიდან მცირე საწარმო იყო…

საქართველო | 19/10/21

იხილეთ ყველა