სომხეთი

ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული რეფორმის გეგმას სომხეთში მთელი რიგი ღონისძიებებით ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითადი სფეროების მხარდასაჭერად ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მიზნით.

ახალი ამბები მოვლენები წარმატების ისტორიები

EU4Digital დამყარებულია ევროკავშირის სომხეთთან თანამშრომლობის ხანგრძლივ ისტორიაზე ე-მთავრობის და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში; ევროკავშირ-სომხეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება და ორიენტირებულია ტელეკომუნიკაციის წესებზე, ნდობასა და უსაფრთხოებაზე, ე-ვაჭრობაზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, ე-ჯანმრთელობასა და ე-უნარებზე. ინიციატივის შედეგები გამოიწვევს ონლაინ სერვისების გაუმჯობესებას სომხეთის მოქალაქეებისთვის, უფრო დაბალი ფასით და მეტი არჩევანით, ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის და დასაქმების განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

გარდა ამისა, ევროკავშირი აფინანსებს სამწლიან პროექტს – EU4Armenia: e-Gov Actions (2017-2020) – ოპერაციულად თავსებადი სამთავრობო პლატფორმის შექმნის მიზნით, რომელიც იძლევა გამარტივებული და სტანდარტიზებული უსაფრთხო კავშირების დამყარების საშუალებას სომხეთის საჯარო ადმინისტრაციის ყველა ორგანიზაციას შორის და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის შემოღებას საზღვრის გადაკვეთის პუნქტებისთვის. ეს პროექტი გაზრდის ე-მმართველობის სერვისების გამჭვირვალობას, საჯარო კონტროლს და პროგნოზირების საშუალებას, ხოლო მისი მიზანია უზრუნველყოს დროის და თანხების ეკონომია სამთავრობო უწყებების, ეკონომიკური ორგანიზაციების და მოქალაქეების მიერ. 

წარსული თანამშრომლობა ციფრულ სფეროში მოიცავს ევროკავშირის მხარდაჭერას სომხეთის შემდეგი ორგანიზაციებისთვის: ე-სამოქალაქო მდგომარეობის რეესტრი, „Mulberry“ უქაღალდო სამინისტრო, ონლაინ ბიზნეს-რეესტრი, ე-პენიტენციური სისტემა, ე-აპოსტილი, ე-პროექტის ინტერაქტიული პორტალი კანონპროექტების გამჭვირვალე და მარტივი განხილვის მიზნით, ე-მოთხოვნის ინტერაქტიული პორტალი მთავრობისთვის მოთხოვნების, პრეტენზიების ან წინადადებების წარსადგენად და სხვ.

2019 წლის მაისში სომხეთში შეიქმნა ახალი მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის სამინისტრო, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მიღწეული, მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივების კოორდინაციისა და ციფრული სექტორის გაზრდილი ეფექტურობისთვის. სამინისტროს სამიზნე ამოცანებია ქვეყნის ციფრული გარდაქმნის გეგმის შემუშავება, განხორციელება და შედეგების მონიტორინგი; გეგმის შემუშავება დაემყარება შემდეგ ძირითად სფეროებს ჰოლისტური მიდგომის გამოყენებით:

  • ციფრული მმართველობა;
  • ციფრული ეკონომიკა;
  • ციფრული საზოგადოება;
  • ფიცრული ინფრასტრუქტურები.

ამასთანავე, არის სექტორთაშორისი საკითხი – კიბერუსაფრთხოება.

იხილეთ ყველა დაკავშირებული პროექტი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა

ახლო მომავლის მოვლენები

ინფორმაცია არ მოიძებნა

იხილეთ ყველა

წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა