მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
რეგისტრაცია EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგზე დაწყებულია
თარიღი: 08/04/24
ხართ ორგანიზაციის აღმასრულებელი მენეჯერი, რომელიც მართავს ინოვაციურ კლასტერს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში, ან კოორდინაციას უწევს ბიზნესის და აკადემიის ერთობლივ დარგობრივ ან ტექნოლოგიურ ინიციატივებს? თუ თქვენ კლასტერის ან პოტენციური კლასტერის წარმომადგენელი ხართ, პროგრამა EU4Digital გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად უფასო სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგსა და შეფასებაში. რეგისტრაციის გავლის საბოლოო ვადაა 2024 წლის 17 აპრილი.
ონლაინ ტრენინგ-სემინარზე გაეცნობით ინსტრუმენტს თქვენი შესაძლებლობის შესაფასებლად ინოვაციების და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერის სფეროში; ტრენინგი და შეფასება არის პროგრამის EU4Digital ახალი აქტივობების ნაწილი და მათი მიზანია ინოვაციური კლასტერების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში მოქმედი კლასტერული ორგანიზაციები.
რეგისტრაციის გავლა ასევე შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კლასტერების მართვის ორგანიზაციების აღმასრულებელ მენეჯერებს (აღმასრულებელს დირექტორებს, გენერალურ დირექტორებს ან მათ მოადგილეებს). ტრენინგში მონაწილეობისთვის მიწვეულები არიან ყველა ზომის კლასტერები და პოტენციური/პროტო-კლასტერები ეკონომიკის ყველა სექტორიდან, დაწყებული საერთაშორისო დონეზე ცნობილი მსხვილი სუბიექტებით და დამთავრებული განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი მცირე რეგიონული ინიციატივებით.
2024 წლის 18 აპრილს 2.5 საათიანი ონლაინ ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს კლასტერების მართვის და საქმიანი წინადადების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, წარმატებულ მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცემათ. ტრენინგის განმავლობაში ცნობილი ექსპერტები ევროკავშირიდან მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ მდიდარ გამოცდილებას კლასტერების მართვის შედარებით ანალიზის შესახებ და პრაქტიკულ გამოცდილებას კლასტერების განვითარების სრულყოფილებამდე მიყვანის საკითხებში:
- ოლივერ ზიგლერი: ევროპული სამდივნოს კლასტერული ანალიზი (ESCA), მთავრობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და პროექტის უფროსი მენეჯერი
- ბიანკა მუნტეანი: Transilvania IT Cluster-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Gold Label EU Cluster
- დანიელ კოსტინა: რუმინეთის კლასტერული ასოციაციის პრეზიდენტი, ESCA-ს შედარებითი ანალიზის ექსპერტი
- ფელიქს არიონი: AgroTransilvania Cluster-ის გენერალური მენეჯერი, Gold Label EU Cluster, ESCA-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრი GOLD მარკირების საკითხებზე.
ონლაინ შეფასება დაეხმარება მონაწილეებს მოემზადონ ევროპული სამდივნოს კლასტერული ანალიზის (ESCA) კლასტერის საუკეთესო მართვის ხარისხის ნიშნის სტანდარტისთვის და მოახდინონ საკუთარი სერვისების პალიტრის მოდიფიკაცია ევროკავშირის წამყვანი კლასტერებისგან სწავლის საშუალებით. შეფასების შედეგები, ასევე გამოვლენილი ხარვეზები და პრიორიტეტული მხარდაჭერის საჭიროებები მიეწოდება ყველა მონაწილეს, ხელისუფლებას და პოტენციურ დონორს ონლაინ ღონისძიების განმავლობაში, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
- ტრენინგ-სემინარზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2024 წლის 17 აპრილი.
- შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.
- შევსებული შეფასების ფორმის წარდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 23 მაისი.
- თუ ტრენინგზე დასწრებას ვერ ახერხებთ, თქვენ მაინც შეძლებთ ჩაატაროთ ონლაინ შეფასება და ისარგებლოთ პროგრამის EU4Digital შემდგომი მხარდაჭერით.
- დაუკავშირდით: atile.ivanovaite@lt.ey.com და მოითხოვეთ შეფასების ბმული
არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ თქვენი კლასტერული ორგანიზაციის შესაძლებლობები და ხილვადობა ციფრულ ლანდშაფტში. ერთად გამოვავლინოთ ციფრული ინოვაციისა და ზრდის პოტენციალი!
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
პროგრამის EU4Digital ინოვაციური კლასტერების ამ პირველ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება:
- ციფრული სერთიფიკატი: კლასტერის მენეჯერებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში და წარადგენენ შევსებულ შეფასების ფორმას, გადაეცემათ EU4Digital ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რაც დადებითად აისახება მათ პროფესიულ დოკუმენტაციაში.
- ხილვადობა: კლასტერული ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ შეფასების ფორმას, განთავსდებიან EU4Digital ვებსაიტზე, რაც გაზრდის მათ ხილვადობას უცხოელ დონორთა პროგრამებისთვის.
- შემდგომი მხარდაჭერა: ძირითადი დოკუმენტაციის საკონტროლო სიები, შაბლონები და ციფრული ხელსაწყოების სიები, რომლებიც სასარგებლოა კლასტერების პრაქტიკული მართვისთვის, შეგიძლიათ მიიღოთ შემდგომი აქტივობების პროცესში.
- წარმატების ისტორია: შერჩეული კლასტერული ორგანიზაციების საქმიანობა გაშუქდება EU4Digital-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წარმატების ისტორიებში, რაც გააუმჯობესებს საჯარო ცნობადობას და ხილვადობას უცხოელ დონორთა პროგრამებისთვის.
- ESCA ბრინჯაოს ნიშანი: კლასტერების მართვის მაქსიმუმ ხუთი შერჩეული უფლებამოსილი ორგანიზაციის ESCA ბრინჯაოს ნიშნის განაცხადის ხარჯებს დაფარავს პროგრამა EU4Digital, რომელიც ის ასევე მათ ESCA-შეფასებას დაუჭერს მხარს.
- ინდიკატური სამოქმედო გეგმები: მაქსიმუმ სამი ყველაზე მეტად ჩართული კლასტერული ორგანიზაცია მიიღებს დეტალურ ინდიკატურ სამოქმედო გეგმებს, რომლებიც შემუშავებულია პროგრამის EU4Digital მიერ და ოპტიმიზებულია პოტენციური დონორი ორგანიზაციებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია
შეფასების და ტრენინგის ორგანიზატორია პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის მიმართულება; EU4Digital არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და ევროკავშირის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციის მიმართულების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და ევროკავშირის ინოვაციური და სტარტაპის ეკოსისტემების დაკავშრება, ქსელური აქტივობის ხელშეწყობა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და ინსტრუმენტების გაზიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების სფეროს შესაბამის მხარეებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრული სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა და ინოვაციური კლასტერების ჩარჩოს და რეკომენდაციების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.
დამატებითი დეტალები პროგრამის EU4Digital ინოვაციური კლასტერის ახალი აქტივობების, მიზნებისა და გრძელვადიანი გეგმების შესახებ იხილეთ ჩვენს სტატიაში „პროგრამის EU4Digital ახალი აქტივობა მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციურ კლასტერებს“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციის და სტარტაპის ეკოსისტემის საქმიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენი „განმარტებების„ ვებ-კონტენტი და ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები“ ჩვენს „ბიბლიოთეკაში“.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი