ელექტრონული ჯანმრთელობა

EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზებული ეროვნული ჩარჩოების შექმნას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან.

ახალი ამბები მოვლენები წარმატების ისტორიებიბარათები ინფოგრაფიკებიeHealth Network

ამ მიზნების მხარდასაჭერად პროგრამა „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ განახორციელებს შემდეგს:

  • ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის სახელმძღვანელო რეკომენდაციების და სტანდარტების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის
  • ე-ჯანმრთელობის სახელმწიფოთაშორისი პლატფორმის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
  • რეგიონის ჩართვა ევროკავშირის შესაბამის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში

პროგრამა მხარს უჭერს ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ქსელის საქმიანობას, რომლის მთავარი ამოცანები მოიცავს შემდეგს:

  • პლატფორმის შექმნა ინფორმაციის და ექსპერტული ცოდნის ურთიერთგაზიარებისთვის ე-ჯანმრთელობის საკითხებზე
  • ე-ჯანმრთელობის ინსტიტუციების, საზოგადოებების და პროფესიონალების პოტენციალის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
  • რეკომენდაციების შემუშავება ე-ჯანმრთელობის პოლიტიკის ჰარმონიზაციისთვის
  • სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის პილოტირება პარტნიორ ქვეყნებს შორის და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან

ე-ჯანმრთელობის სისტემების შექმნის ძალისხმევის მხარდაჭერით და  ევროკავშირთან და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფით EU4Digital სარგებლობას მოუტანს პაციენტებს, ჯანდაცვის სისტემებს და პროფესიონალებს. საბოლოოდ, ე-ჯანმრთელობის გაუმჯობესების შედეგი იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, უფრო ეფექტიანი მომსახურება, უკეთესი რეაგირების უნარის მქონე სადაზღვევო მომსახურება და რეგულირების გაუმჯობესება.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა

მოვლენები

სამომავლო ღონისძიებები არ არის

იხილეთ ყველა

წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა

ბარათები

იხილეთ ყველა