მოლდოვის რესპუბლიკა

ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული რეფორმის გეგმას მოლდოვის რესპუბლიკაში მთელი რიგი ღონისძიებებით ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითადი სფეროების მხარდასაჭერად ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მიზნით.

ახალი ამბები მოვლენები წარმატების ისტორიები

ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის შედეგად მოლდოვაში გაიზრდება კონკურენცია, რაც ნიშნავს ონლაინ სერვისების გაუმჯობესებას უფრო დაბალ ფასად და მეტი არჩევანით. ის მოიზიდავს ინვესტიციებს და განავითარებს ვაჭრობას და დასაქმებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს როუმინგის ტარიფების შემცირებას, მაღალსიჩქარიანი ფართოდიაპაზონიანი გადაცემის დანერგვას ეკონომიკის განვითარების და ე-სამსახურების გაფართოების მიზნით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას მთელ საზოგადოებაში და უამრავ ისეთ სფეროში, როგორიცაა მაგ. ლოგისტიკა, ჯანმრთელობა, უნარების გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში.

ინიციატივის EU4Digital სამიზნეებს შორის არის საერთო როუმინგის სივრცის  მიღწევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის  2020 წლამდე, რაც ნიშნავს უფრო იაფ სატელეფონო კავშირს რეგიონში მოგზაური მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, ასევე კონკრეტულ მხარდაჭერას ციფრული უნარების განვითარებისთვის ახლად გაჩენილი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად, და შესაძლებლობის ჩარჩოს ინოვაციის და სტარტაპებისთვის. სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის მხარდაჭერა გაამარტივებს ექსპორტის პროცედურებს, შეამცირებს საზღვარზე დაგვიანებას და გააუმჯობესებს ოპერაციების უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას, რაც სტიმულს მისცემს ციფრულ ეკონომიკას მოლდოვის რესპუბლიკაში და გაზრდის მომხმარებლებისთვის გასაწევი მომსახურების სპექტრს და ხარისხს. რაც შეეხება ე-ჯანმრთელობას, მოლდოვის ჯანდაცვის სისტემა, მედიცინის მუშაკები და საბოლოოდ პაციენტები სარგებელს მიიღებენ სახელმძღვანელო რეკომენდაციების და ზოგადი სტანდარტების შემუშავებისაგან შემდეგ საკითხებზე: ე-ჯანმრთელობის სამსახურები, მონაცემთა გაცვლა და ჯანმრთელობის დოკუმენტაცია, რაც განხორციელდება ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.

გარდა ამისა, ინიციატივა EU4Digital ხელს უწყობს ევროკავშირის ორმხრივ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკისთვის ელექტრონული შესყიდვების ახალი საჯარო სისტემის შემუშავებით (IT სისტემის M-ტენდერი) ევროკავშირის საჯარო შესყიდვების დირექტივების შესაბამისად, და კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესებით, კერძოდ, არჩევნებამდე. 

იხილეთ ყველა დაკავშირებული პროექტი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა

ახლო მომავლის მოვლენები

ინფორმაცია არ მოიძებნა

იხილეთ ყველა

წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა