ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
თარიღი: 11/04/24
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ ტელეკომის წესების მიმართულების საქმიანობის ფარგლებში მოამზადეს.ანგარიშის ძირითადი მიზანია 5G კერძო ქსელების განვითარების ბიზნესში გამოყენების შემთხვევების განხილვა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება სიხშირეების განაწილების შესახებ.
5G კერძო ქსელების განვითარება წარმოადგენს მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირების და მოწინავე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა ჯანდაცვაში დიაგნოსტიკური მონაცემების დროის რეალურ რეჟიმში მოპოვება, ჭკვიანი ენერგეტიკა, ტრანსპორტი, წყალი და ნარჩენების მენეჯმენტი.
ანგარიშში განხილულია 5G კერძო ქსელების გამოყენების უპირატესობები, კერძოდ, საავტომობილო და მრეწველობის დარგებში. მანქანათმშენებელი კომპანიების მიზანია მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების 5G-ს გამოყენება წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის და შეფერხებების შესამცირებლად დროის რეალურ რეჟიმში მონიტორინგის საშუალებით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები უკავშირდებიან ადგილობრივ საწარმოო აპლიკაციებს და იყენებენ საგნების ინტერნეტს და ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ ჰქონდეთ უფრო სწრაფი და სანდო ქსელები, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და შექმნან უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემო. ანგარიშის დასკვნების და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მასალების საფუძველზე პროგრამა EU4Digital კონკრეტული ქვეყნებისთვის განსაზღვრავს პრიორიტეტებს და ინიციატივებს, რომლებიც განხორციელდება 5G კერძო ქსელების განვითარების მიზნით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულების საქმიანობის შესახებ იხილეთ ჩვენი „განმარტებების“ ვებ-კონტენტი და ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი „ესარისტელეკომისწესები“ ჩვენს ბიბლიოთეკაში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.