-
News 26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit - ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება, რომლის მიზნები ემთხვევა პროგრამის EU4Digital ციფრული ტრანსფორმაციისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობის მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2023 წლის 5-7 სექტემბერს თბილისში (საქართველო) ჩატარდა ღონისძიება Surge Summit, რომელიც მიეძღვნა ურთიერთობების დამყარებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის. ამ ღონისძიებამ საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებს წარმდგარიყვნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე.
გაიგეთ მეტი -
News 15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ანგარიშში განხილულია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერცია ევროკავშირში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ნორმები, როგორც სამიზნე ინდიკატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შესაფასებლად. ანგარიშში გაანალიზებულია სამი ძირითადი სფერო - საკანონმდებლო ჩარჩო, სტანდარტები და ელ-კომენრციის ეკოსისტემა.
გაიგეთ მეტი -
News 15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაციებს პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ სფეროში, გიწვევთ ისარგებლოთ იმ საშუალებების მზარდი რაოდენობით, რომლითაც შეძლებთ ამ კონტენტზე წვდომას – კერძოდ, ისარგებლეთ Twitter-ის სრულიად ახალი ანგარიშით: ჩაერთეთ საუბარში!
გაიგეთ მეტი -
News 11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი -
News 19/08/2023
პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აშუქებს პრიორიტეტებს ინოვაციების და სტარტაპების ინკუბაციის სწრაფი განვითარებისთვის
ინოვაციის და სტარტაპის საინკუბაციო სისტემის საქმიანობის და ზრდის სტიმულირებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები და ისინი ორ ღონისძიებაზე გააშუქა. ეს იყო დასკვნითი ონლაინ საინფორმაციო სესიები ეკოსისტემების საქმიანობის მაჩვენებლების, ხარვეზების და საჭიროებების ინტენსიური კვლევის შემდეგ, რომელიც რეკომენდაციებთან ერთად დეტალურად არის აღწერილი ახალ ანგარიშში. მონაწილეებმა აღნიშნულ ორ ღონისძიებაზე მოუსმინეს რეგიონული ეკოსისტემის აქტორებს და მიიღეს ინფორმაცია კვლევის შემდეგი ძირითადი შედეგების შესახებ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ეკოსისტემის მშენებლების გაძლიერებას და ინკუბატორების პოტენციალის შექმნას.
გაიგეთ მეტი -
News 31/07/2023
აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური ღონისძიებაზე „სტარტაპის ხიდი“
სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სტარტაპები საფრანგეთში შეხვდნენ ინოვაციური ეკოსისტემის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე „სტარტაპის ხიდი: აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს“. პროგრამამ EU4Digital ორგანიზაციასთან Expertise France პარტნიორობის საფუძველზე ICT ინოვაციების ქსელური ღონისძიება მოაწყო. 2023 წლის 16 ივნისს ჩატარებული ღონისძიების მასპინძელი იყო Wilco - ინოვაციების აქსელერატორი, რომელიც აუმჯობესებს როგორც სტარტაპების, ისე მცირე და საშუალო საწარმოების ეფექტიანობას.
გაიგეთ მეტი -
News 31/07/2023
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი: ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება
საქართველოს ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების 2023 პერსპექტივების განსახილველად თბილისში ჩატარებულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, ბიზნესის, საკონსულტაციო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც 2023 წლის 26 ივნისს გაიხსნა, ორგანიზებული იყო საქართველოს ICT კლასტერის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
გაიგეთ მეტი -
News 31/07/2023
5G აუქციონები საქართველოში: შესაძლებლობები ოპერატორებისთვის 28 ივლისს დაიხურება
2023 წლის აგვისტოში ტელეკომის ოპერატორებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია მე-5 თაობის (5G) ინტერნეტ-ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში. კომუნიკაციების კომისიამ, რომლიც ქვეყანაში სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოა, აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა. განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2023 წლის 28 ივლისი, 17:00 საათი ადგილობრივი დროით (GMT+4).
გაიგეთ მეტი -
News 23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი