მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ევროკავშირის ინიციატივა ქალთა მენტორობის საკითხზე ტექნოლოგიების სფეროში პროგრამის EU4Digital რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს
თარიღი: 03/04/24
2024 წლის 22 მარტს ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო პროექტი „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიურ პროგრამებში“, რომელსაც თბილისში მდებარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) განახორციელებს. ეს 2 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივა ემყარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Digital საქმიანობას და ხელმძღვანელობას, და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოში გააძლიერებს ადამიანურ რესურსებს და ქალთა ჩართულობას ტექნოლოგიების სფეროში.
პროექტი პირველ რიგში მიმართულია ციფრული ადამიანური კაპიტალის, განსაკუთრებით გოგონებთან და ქალებთან დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის გაზრდაზე საქართველოში. სამი სეზონის განმავლობაში ინიციატივაში მონაწილეობას მიიღებს 1100 ბენეფიციარი და 320 მენტორი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მრავალფეროვნებას იმით, რომ მონაწილეთა მინიმუმ ერთი მესამედი დედაქალაქის ფარგლებს გარეთ არსებული რეგიონებიდან შეირჩევა. მენტორობის ხუთთვიანი სესიები ორგანიზებული იქნება ხუთი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულების მიხედვით; ეს მიმართულებებია: კიბერუსაფრთხოება, +front-end-ის შემუშავება, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და დიზაინი UX/UI.
ეს განვითარება ეფუძნება პროგრამის EU4Digital მრავალწლიან საქმიანობას და მის მიერ ევროკომისიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტული გამოცდილებით უზრუნველყოფას. გუნდმა გააცნობიერა ამ პრობლემის მოცულობა და ამ სფეროზე 2019 წლიდან – პროგრამის EU4Digital დაწყების დღიდან მუშაობს.
ანალიზმა გამოავლინა, რომ ციფრულ სფეროში არსებული შესაძლებლობებით სარგებლობა ყველას თანაბრად არ შეუძლია. ევროკავშირში უცვლელ პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის პრობლემის მოგვარება, რაც მოიცავს უნარების დეფიციტს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ციფრული ეკონომიკის განვითარების შედეგად. ევროკავშირის სტატისტიკის ბიუროს ევროსტატის მიხედვით 2021 წელს ევროკავშირში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 9 მილიონამდე სპეციალისტიდან ქალების წილი მხოლოდ 19.1%-ს (ე. ი. 1,5 მილიონზე ნაკლებს) შეადგენდა. ეს მხოლოდ უმნიშვნელო გაუმჯობესება იყო 2011 წლის 17%-იან მაჩვენებელთან შედარებით. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მაგალითად, 2020 წლის მონაცემებით საქართველოში ქალების წილმა ამ სექტორში 12% შეადგინა.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქალები ვერ სარგებლობენ ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ახალი სამუშაო ადგილებით და ეკონომიკური შესაძლებლობებით. დამსაქმებლები წაგებულ მდგომარეობაში არიან, როდესაც მათთვის საჭირო კადრებს ვერ პოულობენ. ეს კი ზიანს აყენებს ყველას, როდესაც ციფრული პროდუქტები და მეთოდები განვითარებულია ან არაადეკვატურად არის განვითარებული და კადრების, უნარებისა და პერსპექტივების შეზღუდული დიაპაზონით სარგებლობს.
პროგრამის EU4Digital I ფაზაში (2019–2022 წლები) პროექტის ექსპერტებმა გააანალიზეს გენდერული უთანასწორობის პრობლემა ტექნოლოგიების სფეროში და დაადგინეს, რომ მენტორობის კონცეფცია შესაძლოა ამ პრობლემის გადაჭრას დაეხმაროს. მენტორობის პროგრამები ქალებისთვის უკვე იყო გამოყენებული და მათ დადებით შედეგები აჩვენეს აღმოსავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში. ერთ-ერთი მაგალითია პროგრამა Women Go Tech, რომელიც ლიეტუვაში და მის ფარგლებს გარეთ 2016 წლის შემდეგ ხორციელდება: პირველიდან მეექვსე სეზონის ჩათვლით მონაწილეთა 65%-იანი წარმატების მაჩვენებლის პირობებში, ამ პროგრამის გავლენით ტექნოლოგიური სექტორი 600-ზე მეტმა ქალმა აირჩია. გარდა ამისა, პროგრამის EU4Digital ფარგლებში ქალთა მხარდასაჭერად ტექნოლოგიების სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ჩატარდა ტრენინგი და გამოქვეყნდა სახელმძღვანელო „მენტორობის პროგრამების შექმნა გენდერული უთანასწორობის დასაძლევად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში: სახელმძღვანელო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“.
პროგრამის EU4Digital II ფაზაში (2022-2025 წლები) ციფრული უნარების მიმართულებამ შექმნა მენტორობის პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის; ამისათვის მიმართულებამ შეიმუშავა პროგრამები ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით და განსაზღვრა საწყისი ღონისძიებები პროგრამის წარმატებით განხორციელებისა და მდგრადობისთვის. პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა გასცეს რეკომენდაციები განმახორციელებელი პარტნიორების და ძირითადი მონაწილე მხარეების შესახებ და ამგვარი სქემის ქვეყნის რეალობაზე მორგების საკითხზე.
პროგრამის EU4Digital გუნდი, რომელიც „ქალთა მენტორობას ტექნოლოგიურ პროგრამებში“ ამ პროცესის შემდგომ ნაბიჯად განიხილავს, მიესალმება ახალ ინიციატივას საქართველოსთვის და მას პროგრამის EU4Digital საქმიანობის წარმატებულ შედეგად მიიჩნევს.
საქართველოში პროექტი ხაზს უსვამს ციფრული უნარების განვითარების მნიშვნელობას, რაც საშუალებას მისცემს ქალებს გახდნენ კონკურენტუნარიანები ქართულ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე. ის გააფართოებს მენტორობის პროგრამებს, შეიმუშავებს ახალ კურსებს, რომლებიც მორგებულია დარგის საჭიროებებზე, და ითანამშრომლებს მონაწილე მხარეებთან, რათა საქართველოში ქალებისა და გოგონებისთვის მეტი შესაძლებლობები გახდეს ხელმისაწვდომი.
გახსნის ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში მხარს ვუჭერთ პროექტს „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიურ პროგრამებში“. ეს პროექტი არის ჩვენი ვალდებულების ნაწილი გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით. მსგავს ინიციატივებში ინვესტირებით ჩვენ მიზნად ვისახავთ დავძლიოთ უნარ-ჩვევებში არსებული განსხვავებები ICT სექტორში და მივცეთ ქალებს განვითარების შესაძლებლობა ციფრულ ეპოქაში, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“.
დამატებითი ინფორმაცია
დამატებით ინფორმაცია პროექტის „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიურ პროგრამებში“ და მისი დაწყების შესახებ საქართველოში ხელმისაწვდომია პროგრამის EU4Georgia სიუჟეტიდან ინგლისურ და ქართულ ენებზე.
შეიტყვეთ მეტი პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს შესახებ ან ეწვიეთ ჩვენს „განმარტებების“ ვებ-კონტენტს და იხილეთ ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის ციფრული უნარები“ ჩვენს „ბიბლიოთეკაში“.
- საქართველო
- EaPConnect
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი