
მთავარი / აღმოაჩინეთ EU4Digital / პროექტები / EU4Digital პროექტები / პროგრამა EU4Digital ფაზა II
პროგრამა EU4Digital ფაზა II
ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა
პროგრამის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების დანერგვა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათი მხარდაჭერა როუმინგის ტარიფების შემცირებაში, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირის განვითარება ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ელ-სერვისების გასაფართოებლად, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაცია მთელ საზოგადოებაში და მის სხვადასხვა სფეროში (მაგ. ლოგისტიკა, ჯანდაცვა და ა.შ.), კიბერუსაფრთხოების განვითარება, უნარების ათვისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში.
პროგრამის EU4Digital II ფაზა (2022-2025) ეფუძნება პროგრამის EU4Digital I ფაზის (2019-2022) მიღწევებს და პროექტის გაგრძელებას, და ინიციატივის EU4Digital ძირითად პროგრამას. პროექტი მოიცავს პოლიტიკის ექვს ძირითად სფეროს: ტელეკომის წესები, ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები, ელ-ვაჭრობა, ICT ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები, ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები. ეს სფეროები სტრუქტურირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების – ციფრული ინფრასტრუქტურის, ელ-მმართველობის, და ციფრული ეკონომიკის და ინოვაციების შესაბამისად,
ამოცანები
ამ პროექტის ზოგადი ამოცანაა ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და სიცოცხლისუნარიანი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.
უფრო კონკრეტულად, პროგრამის EU4Digital II ფაზას აქვს ხუთი მთავარი ამოცანა:
- უსაფრთხო და მდგრადი ციფრული და ტელეკომის ინფრასტრუქტურა რეგიონში;
- საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის გაუმჯობესება და ოპერაციული თავსებადობა სახელმწიფო სერვისებს შორის ეროვნულ და აღმოსავლეთ პარტნიორობის დონეზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირს შორის;
- ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა რეგიონში და ციფრული უნარების განვითარების მხარდაჭერა მოქალაქეების, ბიზნესის და მთავრობების გაძლიერების მიზნით;
- პროგრამის EU4Digital შემდგომი ჩამოყალიბება აღიარებულ და კარგი საკომუნიკაციო სისტემის მქონე ბრენდად, რომელიც მოიცავს ამ რეგიონში ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების სფეროში, და ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და სხვა დონორების შესაბამის აქტივობებს;
- პარტნიორი ქვეყნების კრიზისებზე რეაგირების და საგანგებო საჭიროებების მხარდაჭერა.
საქმიანობა
- ციფრული ინფრასტრუქტურა
- ტელეკომის წესები
ტელეკომის წესების საქმიანობის მიზანია მოქალაქეებისთვის როუმინგის საცალო ფასების შემცირება მობილურ სერვისებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე მაღალსიჩქარიან და დაცულ კავშირზე წვდომის გაუმჯობესება. პროგრამა EU4Digital დაეხმარება როუმინგის შეთანხმებების განხორციელებას და მხარს დაუჭერს კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-სერვისების ხელმისაწვდომობას ამ რეგიონში. გარდა ამისა, საქმიანობა მხარს დაუჭერს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების გაძლიერებას ბაზრის ანალიზის პროცესის საშუალებით.
- ელ-მმართველობა
2.1 ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები
ელ-სანდოობის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ორმხრივად აღიარებული და უსაფრთხო ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო ციფრული სერვისების განვითარებაზე მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ევროკავშირთან. ამ პროცესების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება განხორციელების და პილოტირების საშუალებით.
2.2 ელ-ვაჭრობა (ფოკუსი ელ-საბაჟოზე და ელ-ლოგისტიკაზე)
ელ-საბაჟო და ელ-ლოგისტიკა ფოკუსირებულია ელ-ვაჭრობის აქტივობებზე იმ მიზნით, რომ გაზარდოს ფიზიკური და ციფრული პროცესების და ტრანზაქციების სავაჭრო მოცულობა და სიჩქარე ლოგისტიკაში, და უზრუნველყოს ციფრული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების, სტანდარტების და სამუშაო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ელ-ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირთან. სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტების პილოტირების გავრცელება და სტრატეგიული გეგმის შექმნა ციფრული სატრანსპორტო დერეფნისთვის (ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) დანერგვა) ის აქტივობებია, რომლებიც ამ მიზნების მხარდასაჭერად განხორციელდება.
2.3 ელ-ჯანმრთელობა
II ფაზის ელ-ჯანმრთელობის აქტივობების მიზანია საფუძვლის შექმნა ჰარმონიზებული ციფრული ჯანმრთელობის განვითარების და სახელმწიფოთაშორისი სერვისებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან, ეს მოიცავს რეკომენდაციებს ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიების და სტრატეგიული გეგმებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირებას, ელ-ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობას მონაწილე მხარეებს შორის, და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის უწყვეტ მხარდაჭერას ევროკავშირის ინიციატივაში ინოვაციური ქსელები აქტიური და ჯანმრთელი დაბერებისთვის (IN-4-AHA).
- ციფრული ეკონომიკა და ინოვაცია
3.1 ელ-ვაჭრობა (ფოკუსი ელ-კომერციაზე)
ელ-კომერციის ელ-ვაჭრობის აქტივობების მიზანია ხელი შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის მოცულობების სწრაფ ზრდას, და უზრუნველყოს ელ-ვაჭრობისთვის საჭირო ციფრული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების, სტანდარტების და სამუშაო პრაქტიკის ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან. განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ჩამოყალიბდება ელ-კომერციის აქსელერატორი და შეიქმნება ქსელური აქტივობის შესაძლებლობები კოორდინირებული ელ-ვაჭრობის მხარდასაჭერად.
3.2. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინოვაციების და სტარტაპების გაძლიერების და სტიმულირების მიზნით, ეს აქტივობები ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის და საშუალებების გაზიარებასა და გამოყენებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციებსა და სტარტაპის ეკოსისტემებში. ეს მიიღწევა ზოგადი ჩარჩოების და რეკომენდაციების შემუშავებით და ქსელური აქტივობით ძირითად მონაწილეებს შორის იმ მიზნით, რომ სტიმულირება გაეწიოს ცოდნის გაზიარებას და გაძლიერდეს თანამშრომლობის ახალი ინიციატივები.
3.3. ციფრული უნარები
იმ მიზნით რომ შეიქმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთი მილიონი მოქალაქის ციფრული გაძლიერების საფუძველი, ციფრული უნარების აქტივობა უზრუნველყოფს ციფრული სწავლების შესაძლებლობებს რეგიონული ციფრული სწავლის პლატფორმის – საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (EdTech) ჰაბის საშუალებით. ICT სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის დაძლევის მიზნით, ეს მიმართულება მხარს დაუჭერს ასევე მენტორობის პროგრამების დაწყებას. ციფრული ტრანსფორმაციის მონიტორინგის და შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეს გუნდი ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) განხორციელებას.
- კომუნიკაცია და მონიტორინგი
კომუნიკაცია და მონიტორინგი წარმოადგენს ჰორიზონტალურ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს თემატურ მიმართულებებს ინიციატივის eU4Digital შესახებ ცნობიერების ამაღლების და მისი პოპულარიზაციის მიზნით. ეს მოიცავს პროგრამის EU4Digital ფუნქციონირებას ინტერნეტში და მედია- და ცნობადობის ძალისხმევას რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.
- კრიზისებზე რეაგირება და მხარდაჭერა საგანგებო გარემოებებში
კრიზისებზე რეაგირების და საგანგებო გარემოებებში მხარდაჭერის აქტივობები პასუხობს მოკლევადიან და საგანგებო მხარდაჭერის მოთხოვნებს ევროკავშირის წარმომადგენლობების მხრიდან პარტნიორ ქვეყნებში, სპეციფიკური გარემოებების ფარგლებში.
თემატური ახალი ამბები
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი