ინიციატივის EU4Digital ტრენინგი ქალთა მენტორობის პროგრამების საკითხზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში

  • თარიღი: 20/08/20 – 20/08/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 20 აგვისტოს ინიციატივა EU4Digital აწყობს ვირტუალურ ტრენინგს ქალთა მენტორობის პროგრამების საკითხზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში

ტრენინგის ამოცანაა ევროკავშირის ქალთა მენტორობის ორგანიზაცი(ებ)ის „ნოუ-ჰაუს“ და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ქალთა მენტორობის პროგრამების განხორციელების შესახებ, ასევე ინიციატივის EU4Digital მიერ დაგეგმილი ქალთა მენტორობის პროგრამის საქმიანობის გაცნობა.

მენტორობის პროგრამები წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას იმისათვის, რომ მეტი ქალი ჩაერთოს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროებში, რადგან ისინი უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ზრდის ქალთა რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და აჩქარებს კარიერული გეგმის შემუშავებას.

ევროკავშირში ქალთა აქტიური როლი ციფრულ ეპოქაში განიხილება, როგორც პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებაში ჩართულობის მხარდასაჭერად. დღემდე ევროკავშირში განხორციელდა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის „Women in Digital Scoreboard 2019“, წევრი ქვეყნების ვალდებულების დეკლარაცია ქალთა შესახებ ციფრულ სფეროში და დეკლარაცია კომპანიის ინკლუზიური კულტურის შესახებ. [RG1] 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა წილი STEM (ბუნებისმეტყველება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) პროგრამების კურსდამთავრებულთა შორის 2018 წელს 20%-ზე დაბალი რჩებოდა. STEM (ბუნებისმეტყველება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) პროგრამების კურსდამთავრებულ ქალთა წილი ყველაზე მაღალი იყო საქართველოში – 16%. კურსდამთავრებულ ქალთა წილი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში უფრო მაღალია, და მერყეობს 18%-დან (უკრაინა) 46%-მდე (აზერბაიჯანი).

ტრენინგები ჩატარდება სემინარების სახით და მოიცავს შემდეგს:

  • შესავალი: Women Go Tech’s მიდგომა ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროებში ლიეტუვაში;
  • ჯგუფური დისკუსიები შემდეგ საკითხებზე:
    • ინტერესის ნაადრევად გაღვიძება ბუნებისმეტყველების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) მიმართ;
    • აშკარა მიკერძოების აღმოფხვრა, რომელიც უკავშირდება ქალთა დასაქმების გადაწყვეტილებებს ტექნოლოგიების სფეროში;
    • ტექნოლოგიურ სფეროში არსებული სამუშაო ადგილების ინკლუზიურობის ზრდა ქალებისთვის;
    • შესაძლებლობების შექმნა ქალთა კარიერული წინსვლისთვის;
    • სამაგალითო ქალების და მენტორების განსაზღვრა ტექნოლოგიების სექტორში;
    • ანაზღაურებაში არსებული გენდერული ხარვეზის გამოსწორება ტექნოლოგიების სექტორში.

ეს ტრენინგი ტარდება პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს საქმიანობის ფარგლებში, რაც მოიცავს ტრენინგებს, კონფერენციებს და სასწავლო ვიზიტებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მხარდასაჭერად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული უნარების საკითხებზე. პრიორიტეტები ტრენინგებისთვის განსაზღვრა ციფრული უნარების ქსელის მიერ 2020 წლის 29 აპრილს ჩატარებულ ვებინარზე.[RG1] 


 [RG1]Link: https://eufordigital.eu/digital-skills-network-meets-virtually-to-discuss-priorities-for-upcoming-events-and-digital-skills-promotion-activities/

პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული უნარების განვითარებას და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს სხვადასხვა სახის საქმიანობის საშუალებით, მათ შორის – ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზება და სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისა და ტრენინგის პროვაიდერებისთვის, ასევე ქალთა მენტორობის პროგრამების შემუშავების მხარდაჭერა.

გაიგეთ მეტი

Registration link

Women Go Tech

მოვლენები

იხილეთ ყველა