მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital ახალი აქტივობა მხარს უჭერს ინოვაციურ კლასტერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
თარიღი: 08/04/24
პროგრამამ EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ინოვაციური კლასტერების მხარდასაჭერად საქმიანობის ახალი ჩარჩო აამოქმედა. კლასტერები – სტარტაპების, მცირე და საშუალო საწარმოების, კვლევითი და ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციების, არაკომერციული ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი ეკონომიკური მოთამაშეებისგან შემდგარი კოალიციები – ასტიმულირებს ინოვაციებს, ავრცელებს ცოდნას და მხარს უჭერს თანამშრომლობას, რითაც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამის EU4Digital-ის ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების თემატური სფეროს ნაწილია, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის დამწყებ ეკოსისტემებს პროგრამის უფრო ფართო ამოცანების კონტექსტში რეგიონების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის მიზნით.
ეს აქტივობა ოფიციალურად დაიწყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ექსპერტთა ქსელის სასტარტო ღონისძიების დროს 2024 წლის იანვარში. ახალი ჩარჩო შემუშავდა ევროკავშირის ქვეყნების ინოვაციურ კლასტერებში გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვის შემდეგ. ჩარჩო ხელს უწყობს კლასტერების მართვის არსებული და პოტენციური ორგანიზაციების მიმდინარე საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრას იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ციფრულ ინოვაციებს და ამ ორგანიზაციების პოტენციურ გარდაქმნას ციფრული ინოვაციების ჰაბებად აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებამ გამოაცხადა კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ინოვაციური კლასტერების გამოკითხვაში მონაწილეობის მიზნით, რათა შეფასდეს მათი შესაძლებლობები საკუთარი წევრების ინოვაციების და ციფრული გარდაქმნის საჭიროებების მხარდასაჭერად; გარდა ამისა, კლასტერებს უფასო ონლაინ-ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ.
შეფასების კვლევები ხელმისაწვდომია 2024 წლის 23 მაისამდე. ონლაინ ტრენინგი 2024 წლის
18 აპრილს ჩატარდება. ტრენინგზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 17 აპრილი.
- დამატებითი ინფორმაცია: მიწვევა ტრენინგში და შეფასებაში მონაწილეობის მისაღებად.
ახალი ჩარჩოს მიზნები
ახალი ჩარჩოს ძირითადი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კლასტერული ორგანიზაციების სტატუსის, განვითარების, გამოწვევების და მხარდაჭერის პრიორიტეტების განსაზღვრა, და ორიენტირება მათ პოტენციალზე, რომელიც საკუთარ წევრებში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას გულისხმობს.
გარდა ამისა, აქტივობა მიზნად ისახავს გაზარდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასტერული ორგანიზაციების ინფორმირებულობა ევროკავშირის კლასტერების მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და სერვისთან დაკავშირებული წინადადებების შესახებ, დაეხმაროს მათ საკუთარი ტექნოლოგიური მზადყოფნის წინასწარ შეფასებაში კვალიფიკაციის და მარკირების წამყვან ევროპულ პროცედურებში ჩართვის მიზნით, და მისცეს მათ მაგალითი სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შესამუშავებლად საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
ჩარჩო ემყარება „კლასტერების სრულყოფის ევროპული ინიციატივის“ (ECEI) მაგალითს: ხარისხის ნიშანი კლასტერული ორგანიზაციებისთვის (კლასტერის მართვის სრულყოფილების ნიშანი GOLD — დადასტურებული კლასტერის სრულყოფილებისთვის): კრიტერიუმები, პროცესები, განხორციელების ჩარჩო, რომელმაც უზრუნველყო ინფორმაციის მოწოდება მიმდინარე კვლევის შეკითხვებისთვის,
რა ხდება შემდეგ?
კვლევის შედეგებს მონაწილე კლასტერები დაუყოვნებლივ გამოიყენებენ სტრატეგიის მოდიფიკაციისთვის. შეფასების შედეგები ასევე შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, და ამ შედეგებს გააცნობენ მონაწილე კლასტერულ ორგანიზაციებს, შესაბამის სამთავრობო ორგანოებს, ინოვაციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს და პოტენციურ საერთაშორისო დონორებს ონლაინ ღონისძიების დროს, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
გამოვლენილი გამოწვევების და განვითარების პრიორიტეტების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები და ინდიკატური სამოქმედო გეგმები ყველაზე აქტიური დაინტერესებული მხარეებისთვის; ეს რეკომენდაციები და გეგმები შესაბამის პოლიტიკოსებსა და პოტენციურ დონორებს წარედგინება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კლასტერული ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ შევსებულ შეფასების ფორმას, შეიძლება პროგრამამ EU4Digital მხარდაჭერის გასაწევად შეარჩიოს; კერძოდ, პროგრამა დაფარავს მათ ხარჯებს და დაეხმარება აქტივობების ორგანიზებაში, რომელთა საშუალებით ისინი მიაღწევენ აღიარების დონეს „კლასტერების მართვის სრულყოფილების ნიშანი BRONZE – სწრაფვა კლასტერის სრულყოფისაკენ“. (შენიშვნა: გამოკითხვაში მონაწილეობა ავტომატურად არ ანიჭებს კლასტერების სრულყოფის ევროპული ინიციატივის (ECEI) კვალიფიკაციას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე ნიშანს. ამგვარი აღიარებით დაინტერესებულმა კლასტერულმა ორგანიზაციებმა ამ წინასწარი შეფასების შემდეგ ოფიციალური განაცხადით უნდა მიმართონ ESCA-ს (ევროპული სამდივნოს კლასტერული ანალიზი), EUCLES-ს (ევროპის კლასტერის მარკირების სრულყოფილების სტრუქტურა) ან სხვა შესაბამის ორგანიზაციებს).
გარდა ამისა, პროგრამა EU4Digital გააშუქებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კლასტერების ყველაზე დამაჯერებელ წარმატებებს და განსაზღვრავს პრაქტიკებს, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობს კლასტერების კონტექსტში. პროგრამა EU4Digital მომავალშიც შეუწყობს ხელს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კლასტერებს და მათ მიღწევებს საერთაშორისო დონეზე და მიზნობრივი ღონისძიების საშუალებით, და ამგვარად გააუმჯობესებს მათ ხილვადობას პოლიტიკოსებისა და პოტენციური დონორებისთვის.
პროგრამა EU4Digital მიესალმება დისკუსიებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ და პოტენციურ დონორებთან შესაძლო ერთობლივი ძალისხმევის და თანამშრომლობის თაობაზე.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციის მიმართულების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და ევროკავშირის ინოვაციური და სტარტაპის ეკოსისტემების დაკავშრება, ქსელური აქტივობის ხელშეწყობა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და ინსტრუმენტების გაზიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების სფეროს შესაბამის მხარეებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრული სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა და ინოვაციური კლასტერების ჩარჩოს და რეკომენდაციების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემის საქმიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენი „განმარტებების“ ვებ-კონტენტი და ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები“ ჩვენს „ბიბლიოთეკაში“.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი