საქართველოს კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე მაღალი ფასების საკითხს მოაგვარებს
თარიღი: 21/03/24
საქართველოს კომუნიკაციებისკომისიის (ComCom) მიერ ახლახან ჩატარებული შედარებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასები საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტ-სერვისები საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური სერვისები ევროპაში, კერძოდ, ფასები საშუალოდ 136%-ით უფრო მეტია სახლის ინტერნეტ სერვისებზე და 35%-ით მეტი – მობილურ ინტერნეტზე და ხმოვან პაკეტებზე. ფასებში არსებული ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ComCom გეგმავს განახორციელოს ცვლილებები, რომელთა მიზანია ქართველ მომხმარებლებს მიაწოდოს იგივე სახის ფინანსურად ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის სატელეკომუნიკაციო სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროპაში.
ამ სერვისებზე მაღალი ფასები პრობლემას წარმოადგენს სწრაფად მზარდი მოთხოვნის გამო მობილურ ინტერნეტ-სერვისებზე, რომელთა მოხმარების დონემ, საშუალოდ, 2022 წელს თითოეულ მომხმარებელზე თვეში დაახლოებით 12 გბ-ს მიაღწია. გარდა ამისა, იზრდება მოთხოვნა მაღალსიჩქარიან ინტერნეტ-სერვისებზე სახლის მომხმარებლებს შორის, რაც ონლაინ აქტივობის ზრდით და სხვადასხვა ონლაინ სერვისების გამოყენებით აიხსნება. კვლევაში გაკეთდა დასკვნა, რომ თუ ცვლილებები არ განხორციელდება, ქართველ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი არჩევანი: ან აირჩიოს დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის სერვისები, ან გადაიხადოს მაღალი ფასები.
საინტერესოა, რომ ხმოვანი და მონაცემთა პაკეტები დაბალი მოცულობის მობილური სერვისის აბონენტებისთვის მხოლოდ 1%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ აბონენტი იურიდიული პირებისთვის ფასები მკვეთრად განსხვავებულია – ზოგიერთი სერვისის პაკეტი უფრო ძვირია, ვიდრე მათი ევროპული ანალოგები, ზოგი კი – უფრო იაფი. თუმცა, სახლის ინტერნეტის ბაზარი მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომისთვის ევროპის ქვეყნებთან შედარებით მუდმივად მაღალ ფასებს აჩვენებს.
საქართველოში ძალიან ცოტა ოჯახს აქვს 100 მბ/წმ ინტერნეტზე წვდომა, სავარაუდოდ ფასის გამო, რომელიც 136%-ით აღემატება საშუალო ფასს ევროპაში. ამის საპირისპიროდ, ევროპის ქვეყნებში ოჯახების დაახლოებით 55% მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობს. შემაშფოთებელია ასევე მდგომარეობა აბონენტ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით – მათთვის 10 მბ/წმ ოპტიკურ ინტერნეტზე წვდომა თითქმის სამჯერ ძვირია, ვიდრე ევროპაში. გარდა ამისა, საქართველოში შეზღუდულია მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. თუმცა, კომბინირებული ინტერნეტის და ტელევიზიის პაკეტების ფასები საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.