საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის G5 კონფერენციაში
თარიღი: 21/03/24
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის 5G კონფერენციაში, რომელიც 2024 წლის 30-31 იანვარს ბრიუსელში ჩატარდა კონფერენციის მთავარი თემები იყო: ევროკავშირის ფარგლებში 5G სპექტრის ჰარმონიზაციისადმი მიძღვნილი საქმიანობის მიმოხილვა; ინვესტიციების ხელშეწყობა ტელეკომუნიკაციების სექტორში; „ერთიანი ციფრული ბაზრის“ სტრატეგიის გაძლიერება.
გარდა ამისა, განხილული იყო 2030 წლისთვის მისაღწევი „ციფრული ათწლეულის მიზნების“ მიმდინარე სტატუსი, მსოფლიო რადიოკომუნიკაციის კონგრესის WRC-23 შედეგები და 6G ტექნოლოგიის განვითარების გეგმები. ექსპერტთა დისკუსიის ფორმატში პრეზენტაციები გაკეთდა შემდეგ თემებზე: სპექტრის განაწილების სტრატეგია მეხუთე და შემდგომი თაობის ქსელებისთვის ევროკავშირის და ქვეყნების დონეზე; ინვესტიციების მხარდაჭერა ინოვაციური ტელეკომუნიკაციების მოდელებში; და ქსელების უსაფრთხოება და სტაბილურობა.
ევროპული 5G კონფერენცია 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპაში ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიის და 5G ეკოსისტემის განვითარების მიზნით. წლევანდელი კონფერენცია გახსნა ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ რენატე ნიკოლაიმ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ: ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს (BEREC) თავმჯდომარე; ევროპარლამენტის ტელეკომუნიკაციების და ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლები; ასოციაციის GSMA დირექტორი პოლიტიკის საკითხებში; კომპანიების Ericsson, NOKIA, Vodafone, Orange და Telefonica წარმომადგენლები.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.