საქართველოში ძალაში შედის მონაცემთა დაცვის ახალი კანონი
თარიღი: 14/03/24
2024 წლის 1 მარტიდან საქართველო ეტაპობრივად ნერგავს მონაცემთა დაცვის ახალ კანონს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ამ კანონს შემოაქვს კონკრეტული ვალდებულებები ბიზნესისთვის, მათ შორის თანხმობის მიღების აუცილებლობა კომერციული ტექსტების გაგზავნამდე; გარდა ამისა, კანონი ადგენს მკაფიო რეკომენდაციებს აუდიო- და ვიდეოგადაღებისთვის. აღსანიშნავია, რომ კანონში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვას.
კანონი შემუშავებული იქნა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში ასახული ვალდებულებების შესასრულებლად იმ მიზნით, რომ მოხდეს არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. კანონმდებლობა ორგანიზაციებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეატყობინონ მონაცემთა დაცვის დარღვევის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, და ხაზს უსვამს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გარდა ამისა, კანონი აფართოებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების იურიდიულ საფუძველს და იმავდროულად ზრდის ცალკეულ პირთა უფლებებს მათ პერსონალურ მონაცემთა მართვასა და შენახვასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტმა კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 2023 წლის 14 ივნისს დაამტკიცა. ახალი კანონმდებლობა ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს მარეგულირებელ გარემოში; ის მოქალაქეებს სთავაზობს უფრო ადაპტირებად სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის გზით ევროკავშირის ნორმების შესაბამისად. ეს კანონი წარმოადგენს საქართველოს უფრო ფართო ციფრული ტრანსფორმაციის ძალისხმევის კომპონენტს, და ის მიუთითებს, რომ ქვეყანა მზად არის უფრო საფუძვლიანად ჩაერთოს ციფრულ ეკონომიკაში და გამოიყენოს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობები.
კანონის შედეგები მხოლოდ წესების დაცვას არ გულისხმობს; მან გავლენა უნდა მოახდინოს ბიზნესის ფუნქციონირებაზე, რაც მოითხოვს წონასწორობას კომერციულ ინტერესებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას შორის.
საქართველოში მოქმედ კომპანიებს, სავარაუდოდ, კანონის ძალაში შესვლისთანავე მოუწევთ მონაცემთა დამუშავების საკუთარი პრაქტიკის შეცვლა, რამაც შესაძლოა უფრო ფართო გავლენა მოახდინოს ეროვნულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე და მონაცემებზე დამყარებული ინოვაციების პოტენციალზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.