-
03/04/2024
ევროკავშირის ინიციატივა ქალთა მენტორობის საკითხზე ტექნოლოგიების სფეროში პროგრამის EU4Digital რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს
2024 წლის 22 მარტს ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო პროექტი „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიურ პროგრამებში“, რომელსაც თბილისში მდებარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) განახორციელებს. ეს 2 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივა ემყარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Digital საქმიანობას და ხელმძღვანელობას, და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოში გააძლიერებს ადამიანურ რესურსებს და ქალთა ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში.
გაიგეთ მეტი -
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია - ასე შეთანხმდნენ მონაწილეები პროგრამის EU4Digital ციფრულ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიების თემამ „ციფრული სტრატეგიული ავტონომია: ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, შექმნა შესაძლებლობა იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეუძლია ციფრულ დაკავშირებადობას და ხელოვნური ინტელექტის მსგავს მიღწევებს გამოავლინოს ინოვაციები მდგრადი მთავრობის, ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებით მუშაობის პროცესში.
გაიგეთ მეტი -
21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ კოორდინირებულ მიდგომას სტრატეგიული დაგეგმვის მიმართ, პოლიტიკის და კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და ინვესტიციებს დღეისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ძირითადი ინფორმაცია პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მე-5 ყოველწლიური შეხვედრიდან, რომელიც 2023 წლის 15 ნოემბერს ონლაინ ჩატარდა.
გაიგეთ მეტი -
08/11/2023
ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსში ცვლილებების შესახებ
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირის საბჭომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმ პირობით, თუ ქვეყანა ღონისძიებების მთელ რიგს განახორციელებს. გარდა ამისა, ევროკომისიამ დაამტკიცა 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომელშიც პირველად იქნა შეფასებული ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი.
გაიგეთ მეტი -
05/04/2023
პროგრამა EU4Digital ეძებს პარტნიორებს EdTech Hub ციფრული უნარებისათვის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამის EU4Digital EdTech Hub-ის აქტივობა ეძებს პოტენციურ პარტნიორებს. ეს პროგრამა წარმოადგენს ციფრული სწავლების პლატფორმას მომხმარებლისადმი კეთილგანწყობილი, ვებსაიტზე განთავსებული კურსებით, რომლებიც მორგებულია მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების 2023 წლის ფორუმზე 9 მარტს ამოქმედებული პროგრამა EdTech Hub ხელს შეუწყობს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას, რაც გულისხმობს 1 მილიონი მოქალაქის ციფრულ გაძლიერებას და 500 000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
EaPConnect: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერისა და მათემატიკის სფეროში დასაქმებული ქალების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
მისი პირველი წლის დასასრულის აღსანიშნავად, პროგრამა „EU4Digital: პროექტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება“ (EaPConnect) აშუქებს რამდენიმე ქალის ისტორიას, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) სფეროში ხელს უწყობს პროექტის პარტნიორების წარმატებას.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
ახალი ნაბიჯი ციფრული ათწლეულისკენ: ძალაში შედის 2030 წლის პოლიტიკის პროგრამა
ციფრული ათწლეულის პოლიტიკის პროგრამა 2030 ძალაში შევიდა. ევროპის პარლამენტმა, წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ ერთობლივად დასახეს კონკრეტული ამოცანები და სამიზნეები ციფრული ეკონომიკის განვითარების ამ სტრატეგიული კონცეფციის ოთხ ძირითად სფეროში.
გაიგეთ მეტი -
23/12/2022
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია მეცნიერების ავანგარდში
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და GRENA თანამშრომლობდნენ ქართული სამეცნიერო ნაშრომების ციფრულ საცავზე, რომელიც ხელმისაწვდომია ESOC-ის და NI4OS–ის ღია მეცნიერების პლატფორმებზე.
გაიგეთ მეტი -
08/11/2022
ინიციატივის EU4Digital მონაწილეები EU4Digital II ფაზის დაწყების წინ საკუთარ მიღწევებს და გეგმებს განიხილავენ
2022 წლის 25 ოქტომბერს ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც პროგრამის EU4Digital II. ფაზის დაწყების აღსანიშნავად გაიმართა, EU4Digital პროექტების მიღწევები და გეგმები იქნა .განხილული.
გაიგეთ მეტი