მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
თარიღი: 29/11/23
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია – ასე შეთანხმდნენ მონაწილეები პროგრამის EU4Digital ციფრულ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიების თემამ „ციფრული სტრატეგიული ავტონომია: ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საზოგადოებებისა და ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, შექმნა შესაძლებლობა იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეუძლია ციფრულ დაკავშირებადობას და ხელოვნური ინტელექტის მსგავს მიღწევებს გამოავლინოს ინოვაციები მდგრადი მთავრობის, ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებით მუშაობის პროცესში.
ციფრული მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში – დამოკიდებულია ასევე ადამიანურ ფაქტორზე, კერძოდ: ინვესტიციებზე, თანამშრომლობაზე, ერთობლივ შეთანხმებებზე, კანონმდებლობასა და საერთო სტანდარტებზე. ამ ასპექტების სავალდებულო გათვალისწინება ეროვნულ და რეგიონულ სტრატეგიებში შესაძლოა დაეხმაროს ისეთ მიზნებს, როგორიცაა ციფრული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უკეთესი წვდომა ონლაინ სერვისებზე, ციფრული უნარების გაუმჯობესების სტიმულირება, სამუშაო ადგილები და ვაჭრობა, და ციფრული ეკოსისტემის დაცვა ეფექტური კიბერუსაფრთხოების საშუალებით.
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მონაწილემ და მაღალი დონის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან, ინიციატივიდან EU4Digital და ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატიდან (DG NEAR). მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული და ევროპული სტრატეგიები, გამოწვევები და აქტივობები მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების მიზნით. ძირითადმა მოწვეულმა სპიკერმა, ესტონეთის მთავარმა სპეციალისტმა მონაცემთა სფეროში ოტ ველსბერგმა სამოტივაციო მოხსენებაში ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარების და მონაცემთა მართვის შესახებ ესტონეთში, და ამ პროცესებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებაზე.
კონფერენცია გახსნა სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) დირექტორმა აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში ლოურენს მერედიტმა. მერედიტმა აღნიშნა, რომ მასზე „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“ იმან, თუ რამდენის მიღწევა გახდა შესაძლებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობით პროგრამაში EU4Digital, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციის, ციფრული საზოგადოების აშენებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებში. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა როუმინგისა და სპექტრის ხელშეკრულებების დასრულების და რეგიონისთვის შემდგომი ინვესტიციების მნიშვნელობას ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რათა თანამშრომლობამ უზრუნველყოს ის შედეგები, რომლებიც რეალურად აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.
ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ ჩვენი მუშაობა ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში.
DG NEAR, დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში ლოურენს მერედიტი
შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ეკონომიკური განვითარების და ციფრული გარდაქმნის გუნდის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჯერალდ აუდასი. მან თქვა, რომ „ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევა ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად ძალზე სასარგებლო იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის“. ქვეყნების საზოგადოებებისა და ეკონომიკის დაახლოება და ონლაინ საჯარო სერვისების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა „რეგიონს მისცემს საშუალებას სრულად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიების პოტენციალი, მაგ., ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კარდინალურ ცვლილებას შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში“. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ტექნოლოგიები გარკვეულ რისკებს უკავშირდება და დასძინა, რომ მონაცემებით სარგებლობის რეგულირება და ინოვაციების ხელშემწყობი კანონების შექმნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში წარმოადგენს „ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობის და ციფრული სუვერენიტეტის ზრდის წინაპირობას რისკების იმავდროული შეზღუდვით“.
ესტონეთის მთავარმა სპეციალისტმა მონაცემთა სფეროში ოტ ველსბერგმა თავის საპროგრამო პრეზენტაციაში განმარტა, რომ ესტონეთს, პატარა ქვეყანას
1.3 მილიონი მოსახლეობით, ევროპაში ყველაზე მაღალი მონაცემთა ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით. 2018 წელს ესტონეთმა დაიწყო ფოკუსირება ხელოვნურ ინტელექტზე, რათა განევითარებინა ძირითადი კომპეტენციები და მიეღო გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედების შესახებ ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. ამჟამად ხელოვნური ინტელექტის მესამე სტრატეგიისთვის მზადების პროცესში, ესტონეთი გამოწვევის წინაშეა შესაბამისი უნარების დეფიციტის გამო. „აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მიერ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იყოს ადამიანზე ორიენტირებული და სანდო. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი, ეს არის მოქალაქეზე ორიენტირებულ მონაცემთა მართვა – ყველაფერი, რაც უკავშირდება მონაცემთა ხელმისაწვდომობას, გახსნილობა, მართვას, კონფიდენციალურობა და ა. შ.“. ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, თუ მთავრობა ახდენს ინვესტირებას ხელოვნურ ინტელექტში, ის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ესტონური ენობრივი ბარიერის არარსებობის უზრუნველყოფა მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია იმისათვის, რომ ვირტუალური სახელმწიფო სერვისები ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. „ამ ნახტომების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ფოკუსირება მონაცემებზე, როგორც მამოძრავებელ ძალაზე“, – აღნიშნა მან. „ჩვენი სტრატეგია საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომაა: უკვე ხელმისაწვდომი სერვისების და ინსტრუმენტების ხელახლა გამოყენება, დაწყება მცირედით და სიმარტივის შენარჩუნება“.
ციფრული ინფრასტრუქტურიდან ციფრულ ინოვაციამდე
ციფრული დაკავშირებადობა მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის პირველი სამშენებლო ბლოკია. კონფერენციის ფოკუსის გადანაცვლებით სატელეკომუნიკაციო კავშირის ინფრასტრუქტურაზე პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა, EY, არტურას პილიპონისმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ დღეისათვის შესრულებულ სამუშაოზე პროგრამის EU4Digital ფარგლებში. „ეს ქვეყნები აუმჯობესებენ საკუთარ პოტენციალს ბაზრის არსის გასაგებად, მონაცემების შესაკრებად და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად“. განვითარება მიდის მაღალსიჩქარიან, ხელმისაწვდომ, ფართოზოლოვან ქსელზე წვდომისკენ, მაგრამ „ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ციფრული დაკავშირებადობა დამკვიდრდეს, როგორც ინოვაციის, ციფრული ეკოსისტემების და ციფრული ეკონომიკის საფუძველი“, – თქვა მან.
შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს დაკავშირებადობის საკუთარი ეროვნული სტრატეგიები, ციფრული განსხვავებების დაძლევის ინიციატივები და მიზნების მიღწევის გზაზე არსებული გამოწვევები.
- მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს წარმომადგენელმა, სახელმწიფო მდივანმა მიხაი ლუპასკუმ განიხილა ქვეყნის ახლახან ამოქმედებული ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია, რომელშიც დაკავშირებადობა და თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია დეპოპულაცია, რომელიც დიდ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ეკონომიკურად არახელსაყრელად აქცევს, სერვისის პროვაიდერების დაბალი პოტენციალი ქსელის გაფართოებასა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის, და ბოლოდროინდელი ინფლაციით გამოწვეული მოქალაქეთა დაბალი მსყიდველობითი უნარი. მიზნებში შედის მოსახლეობის 80%-ის უზრუნველყოფა ფართოზოლოვანი ინტერნეტით 2025 წლისთვის, ხოლო 90%-ის – 2030 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდება მოლდოვის ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ხოლო სატელეკომუნიკაციო სერვისების პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან შეამცირონ ხარჯები, რისთვისაც ისინი მხარდაჭერას მიიღებენ. 2024 წლის 1 იანვრიდან შემცირდება როუმინგის ხარჯები მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოლდოვასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოგზაურობენ.
- სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გევორგ მანთაშიანმა ხაზი გაუსვა ადამიანებს შორის და ბიზნესს შორის ურთიერთქმედებას, ასევე „ცხელ თემას“ იმის შესახებ, რომ საჭიროა მაღალკვალიფიციური მუშახელი და მთავრობის ინიციატივები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და უცხოეთიდან ნიჭიერი ადამიანების მოზიდვაში ინვესტირების მიზნით. დინამიური სტარტაპის ეკოსისტემით და ძლიერი აქცენტით ციფრულ განათლებაზე, სომხეთი ციფრულ განსხვავებას „ფილოსოფიური და თუნდაც სულიერი“ პერსპექტივიდან განიხილავს; გარდა ამისა, არსებობს ენთუზიაზმი და თანამშრომლობისა და პილოტირების ვალდებულება ციფრულ ტექნოლოგიებთან და პლატფორმებთან დაკავშირებით. ციფრულ დაკავშირებადობას და ინფრასტრუქტურის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მიზნების, ვაჭრობის, ბაზრის ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკისთვის. უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს კრეატიულობის განვითარებას და სტარტაპის ეკოსისტემის შემდგომ სტიმულირებას.
- უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორმა იური მაციკმა აღწერა რუსული აგრესიის გავლენა ციფრულ დაკავშირებადობაზე ქვეყნის სტრუქტურული განვითარების პარალელურად. მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე მიღწეული იყო 98%-იანი დაკავშირებადობა, კერძოდ 8300 ქალაქში 2.7 მილიონი უკრაინელისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი 4G. 2021 წელს სამთავრობო პროგრამამ 3000 სოფელში 1 მილიონზე მეტი უკრაინელი უზრუნველყო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და დანერგა კავშირი 7000-ზე მეტ სოციალური ობიექტზე. ამჟამად ICT ქსელები ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია, ათასზე მეტი კიბერშეტევა იყო მიმართული IT-სა და ტელეკომუნიკაციებზე, და განადგურებული იქნა 600-ზე მეტი ოპერატორის ინფრასტრუქტურა. ტელეკომუნიკაციის სექტორის აღსადგენად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია საჭირო, მთავარი დაბრკოლება კი სანდო ელექტრომომარაგების დაკარგვაა. მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ განხორციელდეს ქსელების მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია, რათა გაუმჯობესდეს მდგრადობა, მოხდეს ინტერნეტის სტაბილიზაცია და დაცვა, გაუმჯობესდეს კიბერუსაფრთხოება და მიღწეულ იქნეს ევროპა-აზიის ციფრული კავშირის შექმნა უკრაინასა და შავ ზღვაზე გავლით.
- საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომუნიკაციების, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გულნაზ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის პროექტებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს გეოგრაფიული და ფინანსური გამოწვევები, რაც მუდმივ პრობლემად აქცევს ციფრულ განსხვავებებს ქალაქს და სასოფლო ან მთიან რეგიონებს შორის. ქვეყნის ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგია 2020-2025 წლებისთვის სამ მიმართულებას ითვალისწინებს, კერძოდ: კონკურენტული ზეწოლის გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას და უნარების განვითარებას. პროექტის Log-in Georgia საშუალებით უკვე განხორციელდა ინვესტიცია ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებაში, რომელიც სასოფლო რეგიონებს სწრაფი და საიმედო ინტერნეტ-სერვისებით უზრუნველყოფს. სამინისტრო წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავების ორგანოს, რომელიც კოორდინაციას უწევს ციფრული ტრანსფორმაციისთვის გამოყოფილ თანხებს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს. მნიშვნელოვანია ინვესტიცია საერთაშორისო დაკავშირებადობისთვის; ინვესტიციების მოზიდვის პროექტი მოიცავს ციფრული ჰაბის და მონაცემთა რეგიონული ცენტრებს შექმნას, და პარალელურად სათემო ქსელების მხარდაჭერას ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ციფრული ინტერესის პროგრამები სერვისებით არასაკმარისად მოცული ტერიტორიების მოსახლეობას აძლევს ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორეულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. საქართველო ახორციელებს კანონების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სამართლებრივი და ტექნიკური ჩარჩოები ამცირებენ ხარჯებს, 2023 წელს კი მიღებული იქნა კანონი საზიარო ინფრასტრუქტურის შესახებ, რომლის დახმარებით ხორციელდება ციფრული ქსელებისა და სერვისების შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებები.
- აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტროს სტრატეგიების, ინოვაციების და ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა კონსულტანტმა ჯეიჰუნ ჰაჯიევმა წარმოადგინა პროექტი Online Azerbaijan. ეს პროექტი ანაცვლებს ძველ ADSL ტექნოლოგიას თანამედროვე, იაფი ტექნოლოგიით და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მოქალაქეთა კეთილდღეობა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომით და ინოვაციური გადაწყვეტილებებით, რათა ხელი შეუწყოს კავშირის დანერგვას ყველაზე შორეულ რეგიონებში. პროექტი დაფუძნებულია სახელმწიფო-კერძო პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, და წარმოადგენს „ქოლგას“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა სახის ინიციატივები, მათ შორის გეგმა, რომლის მიხედვით 2024 წლის ბოლომდე ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს წვდომა წამში მინიმუმ 25 მეგაბიტის სიმძლავრის ინტერნეტზე. ამ გეგმისთვის მოსამზადებლად ჩატარდა სამუშაო ციფრული წიგნიერების და ქცევის გამოვლინების მიზნით რეგიონებში. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა ახლახან დააარსა ტელეკომის დამოუკიდებელი მარეგულირებელი – საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს სარეგულაციო კონტროლს და სპექტრის მენეჯმენტს ციფრული გარემოს შესაქმნელად, რომელშიც იფუნქციონირებს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, სანდო და პასუხისმგებლიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული სატელეკომუნიკაციო და საფოსტო სერვისები.
დამატებითი ინფორმაცია
ეს იყო პროგრამის EU4Digital მესამე ყოველწლიური კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის. კონფერენციის შემდეგ, 2023 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის დახურული შეხვედრა. ეს ორი შეხვედრა ერთად მოიზარება იმ ძირითად ღონისძიებებს შორის, რომლებიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი ციფრული დღის წესრიგის განხილვას ეძღვნება. ეს ყოველწლიური ღონისძიებები აძლიერებს ურთიერთობას პროგრამას EU4Digital და დაინტერესებულ მხარეებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ამ გზით დაინტერესებულ მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაზარდონ საკუთარი ჩართულობა და პასუხისმგებლობა შედეგებზე, რომლებიც პროექტის განხორციელებით იქნა მიღებული.
ციფრული კონფერენციის სლაიდები და ვიდეოინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება კონფერენციის ვებგვერდზე.
ციფრული კონფერენციის და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის ძირითადი მომენტები გამოქვეყნდება პროგრამის EU4Digital საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალურ გამოშვებაში. განახლებული ინფორმაციის მისაღებად ელექტრონული ფოსტით, გთხოვთ, გახდეთ საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი.
მიჰყევით, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი პოსტები და ჰეშთეგები #EU4Digital, #EasternPartnership და #DigitalTransformation Twitter-ზე @EU4Digital
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- EaPConnect
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ნდობა და უსაფრთხოება
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი