პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
თარიღი: 28/11/23
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რომელიც ევროპას ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან დააკავშირებს. კომპანია AzerTelecom ახორციელებს მთავარ პროექტს „ციფრული აბრეშუმის გზა“, რომლის მიზანია რეგიონის ციფრული ეკოსისტემის განვითარება მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სტანდარტების მიხედვით.აზერბაიჯანში მიმდინარეობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მშენებლობა და დაწყებულია მაგისტრალური ხაზის მშენებლობის პირველი ფაზა კასპიის ზღვის გავლით, რომელიც 2024 წლის ბოლომდე ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთს.
მოსალოდნელია, რომ პროექტი Digital Silk Way შექმნის თანამედროვე მონაცემთა ცენტრებს და ინტერნეტ-ტრაფიკის გაცვლის პუნქტებს აზერბაიჯანსა და საქართველოში, და რეგიონში თავს მოუყრის მონაცემთა დამუშავების გლობალურ ჰიპერმასშტაბირებად ცენტრებს, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ისეთი სერვისები, როგორიცაა მონაცემთა დამუშავება და შენახვა საწარმოს მასშტაბით. პროექტით უფრო ფართოდ მოცულ რეგიონში პროექტის მიზანია უცხოელ ინტერნეტ-პროვაიდერებზე დამოკიდებულების შემცირება, ციფრულ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება 1,8 მილიარდი ადამიანისათვის ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. სავარაუდოდ, მონაცემთა ნაკადი აზიასა და ევროპას შორის დააჩქარებს მონაცემთა შენახვის და დამუშავების ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი მარშრუტის გასწვრივ, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ციფრული ბიზნესისთვის და გააძლიერებს სავაჭრო და სხვა სახის კავშირებს.
ინფრასტრუქტურის მოწყობა, განახლება და გაერთიანება
ამ ამბიციური პროექტის ფარგლებში კომპანიამ AzerTelecom ყაზახეთში მყოფ პარტნიორებთან ერთად დაიწყო 340-კილომეტრიანი, წამში 400 ტერაბიტი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტსა და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს შორის. 330 კილომეტრამდე სიგრძის სარეზერვო არხს გაიყვანენ ყაზახური პორტი კურიკიდან ბაქოსთან ახლომდებარე ბუზოვნას დასახლებამდე. 2023 წლის ივნისში კომპანიებმა AzerTelecom და Kazakhtelecom ხელი მოაწერეს აქციონერთა შეთანხმებას, რომელიც ასახავს მათ ერთობლივ საქმიანობას ამ ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი (TCFO) ინფრასტრუქტურის დასასრულებლად. ეს პირველი ფაზის ხაზი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ერთმანეთთან დააკავშირებს „ციფრული აბრეშუმის გზის“ მარშრუტის სხვა სეგმენტებს.
მეორე ეტაპზე იგეგმება ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის მშენებლობა აზერბაიჯანის ქალაქ სიაზანსა და თურქმენეთში მდებარე დასახლება თურქმენბაშს შორის. 2019 წლის შეთანხმებით „ციფრული აბრეშუმის გზის“ ეს კომპონენტი კომპანია Turkmentelecom-თან თანამშრომლობის საფუძველზე მუშავდება. ამ ხაზის საშუალებით ინტერნეტ-ტრაფიკს ევროპიდან აზერბაიჯანის გავლით გადაიტანენ თურქმენეთში, უზბეკეთში, ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში.
„ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის იმ ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხორციელდება, კომპანია AzerTelecom და დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზა“ თანამშრომლობენ მუდმივი მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გასაყვანად არსებული სარკინიგზო ხაზების დამცავი ზონების გასწვრივ. ეს ქსელი გააძლიერებს ქვეყნის ციფრულ ინფრასტრუქტურას და მის ფართოზოლოვან კავშირებს მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც უზრუნველყოფს მულტიტერაბიტიან მონაცემთა გადაცემას და მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარებას.
„ციფრული აბრეშუმის გზის“ მარშრუტის ევროპული ნაწილი მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას ბულგარეთსა და საქართველოს შორის შავი ზღვის ფსკერის გავლით; აღნიშნულ ინფრასტრუქტურას ფლობს და მართავს საქართველოში მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანია Caucasus Online. ამ 1200-კილომეტრიანი კაბელის სიმძლავრე, რომელიც 2008 წელს აშენდა, წამში 2 ტერაბიტია. დაგეგმილია გადაცემის სიმძლავრის მინიმუმ 16 ტერაბიტამდე გაზრდა.
მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში აშენდება და განახლდება ქსელის ორივე ბოლოს დასაკავშირებლად საჭირო კომპონენტები, „ციფრული აბრეშუმის გზის“ ამოცანა იქნება ამ კომპონენტების გაერთიანება ერთიან, ცენტრალიზებულად მართულ ქსელში, და კომუნიკაციის, გაციფრულების და კონტენტის მსოფლიო დონის პროვაიდერების მოზიდვა.
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიები AzerTelecom და Caucasus Online შედიან NEQSOL Holding-ის შემადგენლობაში, რომელმაც 2018 წელს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტი დაიწყო.
„ციფრული აბრეშუმის გზა“ შერჩეული იქნა, როგორც აზიის ხუთი საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტიდან ერთ-ერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ლიდერთა გლობალური ფორუმზე, რომელიც 2020 წელს აშშ-ში ჩატარდა.
უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ციფრული აბრეშუმის გზა ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.