პროგრამის EU4Digital DESI-ს აქსელერატორის საეტაპო ღონისძიება
თარიღი: 30/11/23
პროგრამამ EU4Digital თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა დაჩქარებულად შეძლონ მონაცემების შეგროვება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და საკუთარ ეროვნულ სტრატეგიებში ჩართონ ციფრულ საქმიანობის მაჩვენებლებთან დაკავშირებული უფრო ზუსტი მონაცემები. 2023 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეხურათ პროგრამის EU4Digital DESI-აქსელერატორის პირველი ფაზა, განეხილათ ამ ფაზის აქტივობები და დაეწყოთ მზადება მეორე ფაზისთვის.
DESI – ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი – ევროკავშირში გამოიყენება ადამიანური კაპიტალის ევოლუციის, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციის, ციფრული საჯარო სერვისების და დაკავშირებადობის მონიტორინგის მიზნით. პროგრამის EU4Digital DESI-ს აქსელერატორი, რომელიც 2023 წლის მაისში ამოქმედდა, იკვლევს ამ ოთხი განზომილებიდან სამს (დაკავშირებადობის გამოკლებით) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს განზომილებები წარმოადგენს სასარგებლო ინდიკატორებს ეკონომიკის და საზოგადოების ციფრული წინსვლის შესაფასებლად, რის გამოც DESI უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში. DESI-აქსელერატორის დახმარებით პროგნოზირებულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სრულად დანერგავენ DESI-ს ინდიკატორების ნაკრებს და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს.
DESI-აქსელერატორის ღონისძიების პირველ ნაწილში განიხილეს მიმდინარე მდგომარეობა DESI-სთან დაკავშირებით, DESI ციფრულ ათწლეულში და მონაცემთა შეკრების წყაროები ინდექსის გაზომვის მიზნით. პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა დამსწრეებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს ევროკავშირის უახლესი პრაქტიკის და DESI-ს გამოთვლის მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების შესახებ. შემდეგ განიხილეს იმ ხარვეზების ანალიზის შედეგები, რომლებიც DESI-ს განხორციელებისას გამოვლინდა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; პროგრამამ EU4Digital წარმოადგინა DESI-ის გაზომვის პრაქტიკის ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, ხოლო დამსწრეებმა სინქრონული თარგმანის დახმარებით მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში ხარვეზების ანალიზის საკითხებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-ზე მეტი წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაცემთა შეგროვების ინსტიტუტებიდან; განხილული იქნა მათ მიერ შეტანილი წვლილი და პირველი ფაზის საქმიანობის შედეგები. გარდა ამისა, ღონისძიებამ დაასრულა შედეგების ვალიდაცია მონაცემთა შეგროვების სავარჯიშოებიდან, რომლებიც ფოკუსირებული იყო DESI-ის შეგროვების პრაქტიკაზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.
პროგრამის EU4Digital ანგარიშის გამოქვეყნებით და ამ რეგიონული ღონისძიებით დასრულდა DESI-ს აქსელერატორის საქმიანობის პირველი ეტაპი.
DESI-ს აქსელერატორის მეორე ფაზაში განხორციელდება პოტენციალის შექმნა. მონაცემთა შეგროვების ინსტიტუტებს გაუწევენ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, ჩაუტარებენ ტრენინგებს და გაუზიარებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილებას.
დამატებითი ინფორმაცია:
DESI-ს აქსელერატორი წარმოადგენს პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს აქტივობების ნაწილს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ახალ „განმარტებების“ ვებ-კონტენტს და იხილეთ ჩვენი ახლახან გამოქვეყნებული მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის ციფრული უნარები“, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს „ბიბლიოთეკაში“ – EU4Digital ვებსაიტის ნაწილში „იყავით ინფორმირებული“.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.