მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
თარიღი: 01/12/23
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრული კავშირი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ციფრული დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესში, პროგრამა EU4Digital 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ამ თანამშრომლობით ისინი ხელს უწყობენ მაღალსიჩქარიან, დაცულ და მდგრად ციფრულ დაკავშირებადობას ხელმისაწვდომ ფასებად მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. რა იქნა მიღწეული და როგორ უწყობს ხელს ეს მიღწევები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრული ტრანსფორმაციის უფრო ფართო პოლიტიკურ მიზნებს?
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის შემდეგ დაკავშირებადობა გახდა პოლიტიკის წამყვანი მიმართულება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთმანეთთან დასაახლოებლად. როგორც ეს სამი წლის შემდეგ იყო ფორმულირებული ერთობლივ კომუნიკაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისთვის 2020 წლის შემდეგ, ინვესტირება ციფრულ ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს ფიზიკური კავშირის ერთ-ერთ საკვანძო მეთოდს, რომელიც საფუძვლად უდევს ეკონომიკურ განვითარებას და ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს ციფრული დაკავშირებადობის მიზნები, პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების თემატურ სფეროში ციფრული მაგისტრალების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სხვადასხვა ასპექტი განიხილება, განსაკუთრებით შორეულ და ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
თანამშრომლობის და ურთიერთგაგების გაუმჯობესება
პროგრამის EU4Digital პირველი ფაზის (2019–2022) ძირითადი ამოცანა იყო კოორდინაციის გაძლიერება და საერთო მიდგომის გამომუშავება როუმინგის, რეგულირების და მობილური სპექტრის გამოყენებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფთან (IRB EWG) მჭიდრო თანამშრომლობით; IRB EWG პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფია. პროგრამის EU4Digital მიმდინარე მეორე ფაზაში, რეგიონში უკეთესი დაკავშირებადობისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იკვლევს ფიქსირებულ და მობილურ ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომის სერვისებს, მაგ., აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის წილს, რომელსაც აქვს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინტერნეტ-კავშირის რეგულარული შეფასების მიზნით, დაინერგა ჰარმონიზებული მიდგომა ინტერნეტზე წვდომის სერვისის ინდიკატორების მონიტორინგისთვის. ეს მიდგომა შესაბამება DESI-ს – ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსს, რომელიც შემუშავებული იქნა დაკავშირებადობის მონიტორინგისთვის ევროკავშირის მასშტაბით.
გარდა ამისა, პროგრამამ EU4Digital ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს კონკრეტული მაგალითების გამოყენებით გააანალიზა საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც კონკურენტუნარიან ფართოზოლოვან სერვისებზე წვდომის ხელშეწყობას გულისხმობს. გამოცდილების გაზიარების მიზნით 2023 წლის სექტემბერში ეს მაგალითები ანგარიშში გამოქვეყნდა; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეუძლიათ ეს გამოცდილება გამოიყენონ ფართოზოლოვანი ბაზრის განვითარების მონიტორინგისთვის და საკუთარი საჭიროებების შესაბამისი ფართოზოლოვანი კავშირის პოლიტიკის დასანერგად.
ფართოზოლოვან ქსელთან დაკავშირებული ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრების ანალიზი წარმოადგენს მეორე უმნიშვნელოვანეს მიდგომას უკეთესი ციფრული დაკავშირებადობის მისაღწევად. ეს ბაზრები მომხმარებელს და ბიზნესს აუცილებლად უნდა სთავაზობდნენ კონკურენტუნარიან სერვისებს. „ფართოზოლოვაი წვდომის ბაზრებზე ანალიზის ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ განისაზღვროს ამ ბაზრებზე არსებული კონკურენციის მდგომარეობა, მაგ., ბარიერები ბაზარზე შესვლისას, ბაზრის დინამიკა, ტექნოლოგიური ტენდენციები. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ოპერატორების იდენტიფიცირება და შემდგომი კონკრეტული ვალდებულებების დაწესება“, განმარტავს ინგა პოპოვიჩი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) ხელმძღვანელი.
ფართოზოლოვანი წვდომის ბაზრების ანალიზის საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები და დირექტიული ორგანოები განსაზღვრავენ სათანადო ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა ფართოზოლოვან ბაზარზე კონკურენციის მხარდაჭერისა და ახალი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ეფექტურად განთავსებისთვის.
ინგა პოპოვიჩი, დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) ხელმძღვანელი
ანალიზიდან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამდე
მიღებული შედეგების საფუძველზე, ფართოზოლოვანი ბაზრის ანალიზი შესაძლოა დაეხმაროს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს განსაზღვრონ კონკურენციის ნებისმიერი ნაკლი და მიიღონ რეგულირების სათანადო ზომები ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა არასაკმარისი კონკურენცია, პროვაიდერების ან სერვისების შეზღუდული არჩევანი, მაღალი ფასები და ქსელების დაბალი ხელმისაწვდომობა.
პროგრამა EU4Digital გააგრძელებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მხარდაჭერას ფართოზოლოვანი ბაზრის ანალიზის ჩასატარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ეს იქნება ფიზიკური დაკავშირებადობის ახალი ინფრასტრუქტურის ეფექტიანად განთავსებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
პროგრამის EU4Digital უწყვეტი მხარდაჭერის საშუალებით შესაძლებელი იქნება უკეთ დაკავშირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონცეფცია ახლო მომავალში განხორციელდეს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს და მის მოსახლეობას ციფრულ, სოციალურ და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ჰპირდება.
დამატებითი ინფორმაცია
წაიკითხეთ პროგრამის EU4Digital ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში: კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის მხარდაჭერა და გაიგეთ მეტი პროგრამის U4Digital პოლიტიკის კონტექსტის შესახებ.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი