პროგრამის EU4DIGITAL ახალი ანგარიში ფართოზოლოვანი კავშირის შესახებ: სატელეკომუნიკაციო კავშირის და ციფრული სფეროს გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
თარიღი: 03/10/23
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ხელშეწყობის თაობაზე. ანგარიში აანალიზებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მაგალითებს, და აზიარებს გამოცდილებას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შესაძლოა ფართოზოლოვანი ბაზრის განვითარების მონიტორინგის და ფართოზოლოვანი პოლიტიკის განხორციელების პროცესში გამოიყენონ. ეს სამუშაო საშუალებას მისცემს პროგრამას EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს გააცნობიერონ ციფრული კავშირის მიზნები, რომლებიც მხარს უჭერს ევროკავშირის ძირითად პოლიტიკას სატელეკომუნიკაციო კავშირის საკითხში.
„ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში: კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის მხარდაჭერა“ დაიწერა პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების აქტივობის ფარგლებში. ანალიზი ეყრდნობა გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, რუმინეთის და პორტუგალიის გამოცდილებას ფართოზოლოვანი ინტერნეტის/ქსელების ხელშეწყობის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის საკითხებში. ანგარიშის მიხედვით ევროკავშირის გაანალიზებული წევრი ქვეყნები ხელს უწყობენ ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებას ევროკავშირის პოლიტიკის ერთიან მიზნებზე დაყრდნობით, თუმცა ფართოზოლოვანი ქსელების ხელშეწყობის პოლიტიკა თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულია და ქვეყნის კონკრეტულ პირობებზეა დამოკიდებული.
ანგარიში დაიწერა უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ფიქსირებულ და მობილურ ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენს პროგრამის EU4Digital მიმდინარე, მეორე ფაზის პრიორიტეტს. მაგალითად, მოსახლეობის რა პროპორციას აქვს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე? ინტერნეტ-კავშირის რეგულარული შეფასების მიზნით, პროგრამამ EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დანერგა ჰარმონიზებული მიდგომა ინტერნეტზე წვდომის სერვისების ინდიკატორების მონიტორინგის მიმართ DESI-ს (ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ინდექსი) შესაბამისად, რომელიც ევროკავშირში ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა.
არსებული მდგომარეობის გააზრება ერთ-ერთი ძირითადი პირველი ნაბიჯია ინტერნეტ-კავშირის გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
სატელეკომუნიკაციო კავშირის გაუმჯობესებისკენ
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის შემდეგ სატელეკომუნიკაციო კავშირი ყოველთვის იყო პოლიტიკის ძირითადი სფერო ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასაახლოვებლად. როგორც ეს სამი წლის შემდეგ იქნა აღნიშნული აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ერთობლივ კომუნიკაციაში 2020 წლის შემდეგ, ინვესტირება ციფრულ ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს ფიზიკური კავშირის ერთ-ერთი ძირითად მიმართულებას, რომელიც ქმნის ეკონომიკური განვითარების და ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების საფუძველს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ციფრული სატელეკომუნიკაციო კავშირის მიზნების გასააზრებლად, პროგრამა EU4Digital 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. პროგრამა EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთობლივად უჭერენ მხარს ფინანსურად ხელმისაწვდომ მაღალსიჩქარიან, უსაფრთხო და სტაბილურ ციფრულ მაგისტრალებზე წვდომას მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, განსაკუთრებით შორეულ და შედარებით მეჩხერად დასახლებულ რეგიონებში.
ციფრული სატელეკომუნიკაციო კავშირის გასაუმჯობესებლად გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრების მიერ კონკურენტუნარიანი სერვისების შეთავაზებას ყველა მოქალაქისა და ბიზნესისთვის. ამ მიზნით, ახალი ანგარიშის საფუძველზე პროგრამა EU4Digital მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრების ანალიზის ჩატარებაში ფართოზოლოვანი ქსელების საკითხზე. მიღებული შედეგების საფუძველზე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები შეძლებენ განსაზღვრონ კონკურენციაში არსებული ხარვეზები და გაატარონ შესაბამისი სარეგულაციო ღონისძიებები ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. ეს პრობლემები შესაძლოა იყოს არასაკმარისი კონკურენცია, პროვაიდერების ან სერვისების შეზღუდული არჩევანი, მაღალი ფასები და ქსელები დაბალი ხელმისაწვდომობა.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.