Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება, რომლის მიზნები ემთხვევა პროგრამის EU4Digital ციფრული ტრანსფორმაციისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობის მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2023 წლის 5-7 სექტემბერს თბილისში (საქართველო) ჩატარდა ღონისძიება Surge Summit, რომელიც მიეძღვნა ურთიერთობების დამყარებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის. ამ ღონისძიებამ საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებს წარმდგარიყვნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე.
Surge Summit-ის ძირითადი მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს და გააძლიეროს მეწარმეებისა და ინვესტორების ახალი თაობა რეგიონის ენერგიულ და განვითარებად ეკოსისტემაში, და უზრუნველყოს ისინი განათლებით. ადგილობრივი სტარტაპების საქმიანობაში აქტიურად ჩართულ, გამოცდილ გუნდთან ერთად, ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციებს და განვითარებას, რაც ურთიერთობების დამყარებით და თანამშრომლობის პერსპექტივების შექმნით განხორციელდება. ცნობილ მომხსენებლებს შორის იყვნენ წარმატებული დამფუძნებლები და დარგის ექსპერტები. მათ მიერ მიწოდებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სტარტაპების განვითარებას და გაძლიერებას დაეხმარება. ინვესტიციების მაძიებლებს სამიტი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგინონ ინოვაციური კონცეფციები და მოიპოვონ დაფინანსება, რაც ასევე 20,000 ევროს მოგების შანსს გულისხმობს. გარდა ამისა, სამიტი მონაწილეებს სთავაზობს შეხვედრებს სასარგებლო კავშირების დამყარების და მენტორობის პერსპექტივებით, ინტერაქტიულ სემინარებს და პანელურ დისკუსიებს დამსწრეების უზრუნველსაყოფად პრაქტიკული ცოდნით და უნარებით, და ახალი ტენდენციების ღრმა ანალიზით.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით სამიტის აქტივობები მოიცავს კავშირების დამყარებას, იდეების პრეზენტაციას და პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 2023 pitching-ში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებმა, რომელთა შორის იყვნენ ქართული კომპანიები „Biliki“, რომლის სპეციალიზაციაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და მარკეტინგი, და „KLIPY“, რომელიც აძლიერებს სოციალურ მედიას და სხვა აპლიკაციებს GIF-ებისა და კლიპების მონეტიზაციის მიზნით. pitching-სესიის გამარჯვებული გახდა ქართული სტარტაპი „Wempler“ – ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებლის ყოველდღიურ საქმიანობას დამხმარეების მოძიების საშუალებით.
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში (EECCA) სტარტაპის ეკოსისტემის ფორმირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს Surge Summit შესაძლებლობებს, ინსპირაციას და ზრდის პერსპექტივებს სთავაზობს. დიდი წამოწყებებით დაინტერესებული მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის, ისევე, როგორც ინოვაციის საზღვრების გაფართოების დაინტერესებული ენთუზიასტებისთვის, ეს ღონისძიება არის სამჭედლო, სადაც ყალიბდება EECCA რეგიონის მეწარმეობის მომავალი, პროგრამის EU4Digital მიზნების შესაბამისად.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.