პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
თარიღი: 15/09/23
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ანგარიშში მოცემულია ევროკავშირის სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის მიმოხილვა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და ნორმების მიმოხილვა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შეფასების ეტალონი. ანგარიშში გაანალიზებულია სამი ძირითადი სფერო – საკანონმდებლო ჩარჩო, სტანდარტები და ელ-კომერციის ეკოსისტემა.
ანგარიში მომზადდა პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის თემატური სფეროს ელ-კომერციის აქსელერატორის აქტივობების ფარგლებში. ამ აქტივობების მიზანია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის. ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ განსაზღვრავს ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის ჰარმონიზაციისთვის:
საკანონმდებლო სფეროში: მომხმარებლების და მონაცემთა დაცვა, ამანათების მიწოდება, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ვალდებულებები, ქსელების და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოება, გეობლოკირება, ონლაინ შუამავლების პასუხისმგებლობა და სხვა საკითხები.
სტანდარტების სფეროში: ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ გათვალისწინებული ევროპული სტანდარტების შემუშავება, სერვისების ხარისხი, ოპერაციული თავსებადობა, თანამედროვე ელექტრონული მონაცემები და ციფრული საბაჟოს წინასწარი დეკლარაციები პროდუქტებზე. გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) სტანდარტებს შორის ოპერაციული თავსებადობის ძირითად ასპექტებს.
ელ-კომერციის ეკოსისტემის სფეროში: სახელმწიფოთაშორისი მომარაგების ქსელი, ელ-კომერციის ციფრული კომერციის ვებსაიტები, საგადასახადო სისტემა, გადახდები, ლოგისტიკა.
ამასთანავე, ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში მოიცავს შემდეგი საკითხების მიმოხილვას:
ციფრული სერვისების აქტი – ვრცელდება ონლაინ პლატფორმებზე 2023 წლის ივნისიდან. ის მოიცავს სამართლებრივ მოთხოვნებს უკანონო ონლაინ კონტენტის გამოვლენის და გაუქმების შესახებ, ასევე ვალდებულებებს გამჭვირვალობის, ანგარიშგების, – ხოლო ბიზნესებს შორის (B2B) და ბიზნესს და მომხმარებელს შორის (B2C) ბაზრების შემთხვევაში – აღსრულების შესახებ.
ციფრული ბაზრების აქტი – ძალაშია 2023 წლის მაისიდან. ის ადგენს ობიექტურ კრიტერიუმებს დიდი ონლაინ პლატფორმების განსაზღვრისთვის, რომლებზე წვდომა აქვს ევროკავშირის მოსახლეობის 10%-ზე მეტს, და რომლებიც ევროკავშირში მოქმედებენ.
მონაცემთა დაცვისსტანდარტული პუნქტები / სტანდარტული საკონტრაქტო პუნქტები – ეს საკითხები წარმოადგინა ევროკომისიამ და მოხდა მათი მოდერნიზაცია მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის ფარგლებში, რათა უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემის დაცვა ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ.
მდგრადობის მოთხოვნები მდგრადი მოხმარების არჩევისთვის – ანგარიშში გათვალისწინებულია ეს საკითხები, რადგან ევროკავშირმა მიიღო ზომები ნახშირორჟანგის და სათბური აირების ემისიის და ტვირთის დონის გაანგარიშების, განაწილებისა და ანგარიშგების შესახებ ყველა დონეზე.
მსოფლიო საფოსტო კავშირის ცვლილებები, დაფუძნებული მონაწილე მხარეებსა და ინფორმაციის გაცვლაზე UPU-ს გლობალური საფოსტო მოდელის მიხედვით
ახალი ციფრული მარკეტინგის ასპექტები – აშუქებს ეფექტური ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელობას ელ-კომერციის ეკოსისტემაში, რომელიც გახდა გადამწყვეტი ფაქტორი ელ-კომერციის ბიზნესის წარმატებისთვის.
ინფორმირებულობა და მომდევნო ნაბიჯები
ევროკავშირის ელ-კომერციის საბაზისო ანგარიშის განახლებების შესაბამისად, 2023 წლის ივნისში პროგრამამ EU4Digital უმასპინძლა ონლაინ ღონისძიებას, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება საკითხების და ცვლილებების შესახებ. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის განვითარებადი ლანდშაფტის მრავალმნიშვნელოვანი ანალიზი და განხილული იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები eCommerce Europe ქსელთან.
მთლიანობაში, პროგრამის EU4Digital ევროკავშირის ელ-კომერციის განახლებულ საბაზისო ანგარიშში წარმოდგენილია იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების და პრობლემების დეტალური მიმოხილვა, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის ანალიზს, შეფასებას და განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამჟამად მზადდება რეკომენდაციები ყველა ქვეყნისთვის მათი ახლანდელი ელ-კომერციის სტატუსის და განახლებული ანგარიშის მიხედვით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.