გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ელ-კვირეული სახავს მდგრად, ინკლუზიურ გზას ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის
თარიღი: 03/01/24
4-8 დეკემბერს ჩატარებული UNCTAD ელ-კვირეული 2023-ის ფარგლებში 3500-ზე მეტმა მონაწილემ განიხილა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ციფრული შესაძლებლობები საერთო და მდგრადი განვითარების მიღწევებად. ჟენევაში (შვეიცარია)ონლაინჩატარებულ გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციაზე (UNCTAD) შეიკრიბნენ მთავრობის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა ძირითადი მონაწილე მხარეები 159 ქვეყნიდან.
UNCTAD-2023-ის კვირეულზე თემის ფარგლებში „ციფრული ეკონომიკის მომავლის ფორმირება“ განიხილეს უმნიშვნელოვანესი სოციალური და ტექნიკური საკითხები, კერძოდ, ციფრული პლატფორმების და ხელოვნური ინტელექტის მართვა, ეკოლოგიური ციფრული პრაქტიკის ხელშეწყობა, ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში და განვითარებადი ქვეყნების ციფრული მზადყოფნის გაუმჯობესება. ეს თემა განიხილებოდა, როგორც სასწრაფო მოწოდება მობილიზაციისთვის უფრო ინკლუზიური ციფრული ეკონომიკის გლობალური მხარდაჭერის და განვითარების წინა ხაზზე მყოფი ქვეყნების ჩამორჩენის პრევენციის მიზნით.
მონაწილეებმა გაიმეორეს მკაფიო სამოქმედო მოწოდება: გლობალური ძალისხმევის გააქტიურებისთვის ციფრული მზადყოფნის გასაუმჯობესებლად და მართვის ეფექტური სისტემების შესაქმნელად. უკეთესი საყოველთაო ციფრული მომავლის შექმნა დამოკიდებულია კოლექტიურ ვალდებულებაზე და ინკლუზიურ, გლობალურ თანამშრომლობაზე შემდეგ სფეროებში:
ციფრული ინფრასტრუქტურა და უნარები: ლიდერები შეთანხმდნენ რომ გადაუდებელ აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გაძლიერება ციფრული ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის, უნარების და მარეგულირებელი ჩარჩოების გაუმჯობესების საშუალებით.
მონაცემთა მართვა: ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს გლობალური მმართველობითი მიდგომის აუცილებლობა მონაცემების, ციფრული პლატფორმების და ხელოვნური ინტელექტის მსგავსი ტექნოლოგიების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა, თანაბარი სარგებლის მიღება და ბალანსი ინოვაციასა და ადამიანის და სოციალური უფლებების დაცვას შორის.
ეკოლოგიური მდგრადობა: დისკუსიებისას ხაზგასმული იყო მნიშვნელოვანია გარემოზე ციფრული ეკონომიკის ზეგავლენის შემცირება შემდეგი საშუალებებით: ინოვაციები აპარატურის წარმოებაში, ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინფორმირება, და სწრაფი გადასვლა განახლებად ენერგიაზე.
ქალთა გაძლიერება: მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მეწარმე ქალთა მხარდაჭერის გადაუდებელ აუცილებლობას ციფრულ ეკონომიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსებზე მათი წვდომის გაუმჯობესება და მათი აქტიური ჩაბმა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
დამატებითი ინფორმაცია
UNCTAD-ის ელ-კვირეული – ეს არის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგის პლატფორმა იდეების და ქმედებების გენერირებისთვის, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს გლობალურ ძალისხმევას, განსაკუთრებით კი მიმდინარე UN Global Digital Compact ინიციატივის პროცესს. მისი მიზანია დააჩქაროს ღია, თავისუფალი და უსაფრთხო ციფრული მომავალი ყველასთვის გაეროს 2024 წლის მომავლის სამიტის წინა პერიოდში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო შვეიცარიის მთავრობის და სხვა დონორების მხარდაჭერით, ასევე იმ პარტნიორების მიერ, რომლებიც ხელმძღვანელობენ UNCTAD-ის მიერ წარმართულ ინიციატივას ელ-ვაჭრობა ყველასთვის; ღონისძიება ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდება. ღონისძიებასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ სოციალურ მედიაში ჰეშტეგის #UNCTADeWeek 2023 გამოყენებით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.