ვიწვევთ ახალგაზრდებს! ევროპის განათლების ფონდის კამპანია #MySkills4You
თარიღი: 06/01/24
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდა მოქალაქეებს კამპანიის #MySkills4You საშუალებით„უნარების ევროპული წლის“ საუბრებშიმონაწილეობისმისაღებად იწვევენ. 2023 წლის 4 დეკემბერს ევროპის განათლების ფონდმა დაიწყო ინიციატივა #MySkills4You, რომლის მიზანია ახალგაზრდების ხმებისა და ციფრული უნარების გაძლიერება ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. Instagram-ზე განთავსებული მხატვრული ვიდეორგოლებით კამპანია აშუქებს ახალგაზრდების მოსაზრებებს ციფრული უნარების უმნიშვნელოვანესი განვითარების შესახებ საკუთარ ქვეყნებში და უნარებში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობას ამ რეგიონებში.
რომელი უნარებია უმნიშვნელოვანესი ახალგაზრდების აზრით?
რას აკეთებენ მათი ქვეყნები უნარების განვითარების მხარდასაჭერად?
16-28 წლის ახალგაზრდებთან თანამშრომლობის საშუალებით ევროპის განათლების ფონდის მიზანი იყო გაეგო ახალგაზრდების მოსაზრებები მათ ქვეყნებში ციფრული უნარების განვითარების ინიციატივების შესახებ. კამპანია, რომელიც ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატთან (DG NEAR) თანამშრომლობს, უკავშირდება ახალგაზრდებს ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და EU Jeel Connectors ქსელების საშუალებით.
კამპანია, რომელიც 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება, მოიცავს ციფრული უნარების და ტალანტების ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული ხელს უწყობს უნარების უფრო ფართო ნაკრების განვითარებას შესაბამის რეგიონებში. ვიდეორგოლები გადაღებულია შემდეგ თემებზე: ჰოლისტური მიდგომა მონაცემთა მეცნიერებისადმი მოლდოვაში; თვითგანვითარება და პროაქტიური ციფრული ჩართულობა უკრაინაში; კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის გადამწყვეტი როლი საქართველოში; ციფრული მდგრადობა ტრანსფორმაციული ცვლილებისთვის სერბეთში; შემოქმედებითი საინფორმაციო-ტექნოლოგიური უნარების განვითარება ადგილობრივი საზოგადოების გასაძლიერებლად მონტენეგროში; სიტყვით საჯარო გამოსვლები და ლიდერობა ციფრულ სფეროში ახალგაზრდობის გასაძლიერებლად ეგვიპტეში; სიტყვით დაბალანსებული საჯარო გამოსვლა და STEM-ის (ბუნებისმეტყველება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ადვოკატირების მაგალითები სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ინიციატივა ყურადღებას ამახვილებს ციფრული უნარების სხვადასხვა ნაკრებზე, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებაზე, STEM-ის ადვოკატირებასა და შემოქმედებით საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უნარებზე. მონაწილეები, რომელთა ხმები ჰარმონიულად არის გაერთიანებული, ციფრული და ურთიერთდაკავშირებული მომავლის მხარდასაჭერად გამოდიან.
ინიციატივაში #MySkills4You მონაწილეობის მიღება ციფრული უნარების განვითარებაში საკუთარი მოსაზრებით წვლილის შესატანად შეუძლია ყველას ჰეშტეგის გამოყენებით #MySkills4You.
უნარების ევროპული წლის მიზანია უნარების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორება ევროკავშირში და ევროკავშირის უნარების სტრატეგიის სტიმულირება, რაც ციფრულ და მწვანე ტექნოლოგიურ უნარებზე ორიენტირებით და უნარებთან დაკავშირებული აქტივობების და ღონისძიებების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სააგენტოა, რომელიც მხარს უჭერს მეზობელ ქვეყნებს მათი განათლების, სწავლების და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირებაში. ამჟამად ის 28 პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობს, ძირითადად ევროკავშირის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.